მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 15:21

20. და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ძოწეული იგი და შეჰმოსეს თჳსივე სამოსელი და განიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან.21. და პაჰრაკად წარიყვანეს თანა-წარმავალი სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, მამაჲ ალექსანდრესი და როფესი, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი.22. და მოიყვანეს იგი გოლგოთას, ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით: თხემისა ადგილი.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 15
21. და პაჰრაკად წარიყვანეს თანა-წარმავალი სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, მამაჲ ალექსანდრესი და როფესი, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მისცა იგი მათ პილატე, რაჲთა ჯუარს-აცუან, ხოლო მათ წარიყვანეს იგი. და ეკიდა მას ჯუარი თჳსი, და აღვიდოდა იგი ადგილსა მას თხემისასა“ (19,16-17).:

...(შდრ. იოან. 19,17) და ვითარცა დაშჯილსა, რამეთუ ძელისა მისცა შეხებად იზმნიდეს, ამისთჳსცა თავადსა აღჰკიდეს, და ვი-თარცა წარვლესრე, პოვეს სჳმონ კჳრინელი, რომლისათჳს იტყჳან სხუანი მახარებელნი, და მერმე აღიღეს უფლისაგან და მას ზედა დადვეს იგი. ; ; არამედ აქა იოვანე უფლისათჳს იტყჳს, რომელსა ზედა დადვეს ჯუარი, გან-რაჲ-იყვანებდეს სამშჯავროჲთ. ეგრეთვე იყო სახესა მას ზედა, რამეთუ მაშინცა ისაკ აღიკიდა შეშაჲ, არამედ მუნ ნებისამებრ მამისა იქმნა საქმჱ იგი, რამეთუ სახჱ იყო, ხოლო აქა ჭეშმარიტებით აღესრულა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ იყო და არა იგავი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მივიდეს თხემისა ადგილსა, სადა-იგი ჯუარსაცუეს“ (19,17-18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ადამ მუნ დაეფლა, და უფალმან იესუ, სადა-იგი სიკუდილმან მიიღო დასაბამი თჳსისა მეუფებისაჲ, მუნ აღჰმართა თჳსი საძლეველი ქრისტემან, რამეთუ სა-ძლეველი ეკიდა ჯუარი ეშმაკისა მიმართ. ხოლო ჯუარს-აცუეს იგი შორის ავაზაკთა, ;

სრულად ნახვა