მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 15:24

23. და მისცემდეს მას სუმად შემურვილსა ღჳნოსა, ხოლო მან არა მიიღო.24. და ჯუარს-აცუეს იგი და განიყოფდეს სამოსელსა მისსა და განიგდებდეს მას ზედა წილსა, ვინ-ძი რაჲ აღიღოს.25. ხოლო იყო ჟამი მესამე, და ჯუარს-აცუეს იგი.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 15
24. და ჯუარს-აცუეს იგი და განიყოფდეს სამოსელსა მისსა და განიგდებდეს მას ზედა წილსა, ვინ-ძი რაჲ აღიღოს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დაწერა პილატე ფიცარი“ (19,19).:

...ასწერ მეუფედ ჰურიათა, არამედ მან თქუაო, თუ: მეუფჱ ვარ ჰურიათაჲ“ (19,21). იხილეთ უკეთურებაჲ, რამეთუ ენება, რაჲთამცა უფროჲსად შესმენაჲ იყო მისი წერილი იგი, რამეთუ მან თქუა, თუ: „მეუფჱ ვარ“. ხოლო ერისაგანთა მათ განიყვეს სამოსელი მისი და კუართი არა განიყვეს. ; ; იხილე, ვითარ ყოვლით კერძო წინაჲსწარმეტყუელებანი აღესრულებოდეს, და ესე პირველითგან თქუმულ იყო. ხოლო შენ გიკჳრდინ წინაჲსწარმეტყუელისა სიბრძნით თქუმაჲ ყოვლისაჲვე, არა თუ, ვითარმედ: „განიყვეს“ ოდენ, არამედ ვითარმედ: „წილი განიგდეს კუართსა ზედა“. ; ; ხოლო სიტყუაჲ იგი, თუ: „ზეით მოქსოვილ“, არა ცუდად არს, არამედ ვჰგონებ, თუ იგავი არს, რომელი მოასწავებს, ვითარმედ არა ლიტონი ოდენ კაცი იყო ჯუარს-ცუმით, არამედ ზეცითცა ღმრთეებაჲ აქუნდა, რომელ-იგი ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ უვნებელად ეგო და განუკუეთელად, ხოლო ჴორცთა ბუნებამან ივნო და მოიწყლა. და კუალად ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ სახესა მასცა სამოსლ...

სრულად ნახვა