მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 15:28

27. და მის თანა ჯუარს-აცუნეს ორნი ავაზაკნი: ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით მისა.28. და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა.29. და თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას და ყრიდეს თავთა და იტყოდეს: ეჰა, რომელი დაარღუევდ ტაძარსა ამას და მესამესა დღესა აღაშჱნებდ,
სახარებაჲ მარკოზისი თავი 15
28. და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მივიდეს თხემისა ადგილსა, სადა-იგი ჯუარსაცუეს“ (19,17-18).:

...რკ. 15,27); ; რაჲთამცა უნებლიაჲთ აქაცა წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულეს, რამეთუ ესე თქუა დასაბამითგან წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: „უშჯულოთა თანა შეირაცხა“. ; და ენება ეშმაკსა, რაჲთამცა ამით საქმითა დაფარა საქმჱ იგი, არამედ ვერ ეძლო, რამეთუ ჯუარსეცუნეს სამნი, ხოლო გამობრწყინდა მხოლოჲ იესუ, რაჲთა სცნა, ვითარმედ მისმან ძალმან ქმნა ყოველივე; რამეთუ რაჟამს სამნივე ეკიდნეს ძელსა, მაშინ იქმნებოდეს სასწაულნი იგი, არამედ არავინ მიაჩემა სხუასა ვის ერთიცა საკჳრველი, გარნა უფალსა. ესრეთ ამაო იქმნა მძლავრებაჲ ეშმაკისაჲ, და ზრახვაჲ მისი ბოროტი თავსავე მისსა მიექცა, რამეთუ არა თუ ოდენ ვერ ავნო დიდებასა მას უფლისასა, არამედ უფროჲსად, რამეთუ მოიქცა ერთი იგი და ცხოვნდა, და ეშმაკი წარწყმდა, რამეთუ არა უდარჱს იყო კლდეთა განპებასა ავაზაკისა ჯუარსა ზედა მოქცევაჲ და სამოთხედ შეყვანებაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და დაწერა პილატე ფიცარი“ (19,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ერთად, რაჲთამცა ჰურიანი სირცხჳლეულ-ყვნა, და კუალად, თჳსსაცა თავსა განიმართლებდა, რამეთუ...

სრულად ნახვა