მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 16:6

5. და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს.6. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი.7. არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ესერა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 16
6. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთექვსმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 16, მ. 1-8)

1. და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას. 2. და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა. 3. და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა? 4. და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად. 5. და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს. 6. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი. 7. არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ესერა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ. 8. და იმათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.

არაფერ დიდებულსა და იესოს ღმრთაებრიობის შესაფერისს არ ზრახავენ ქალები, როდესაც სხედან სამარხთან...

სრულად ნახვა
სიტყვა მესამე კვირიაკესა ზედა მენელსაცხებლეთა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

აღსდგა, არა არს აქა, აჰა ადგილი, სადა დასდვეს იგი (მარკ. 16,6)

ხშირად დაფიქრდება, ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო, კაცი ღვთისმოყვარე და სულის ცხონების მოშურნე და მომლოდინე, და გამოიკითხავს, რა მდგომარეობაში ვიქმნებით ჩვენ მომავალსა საუკუნესა შინა, რა ნაირი ცხოვრება იქმნება საიქიოსა.  არც უადგილო არის ამისთანა კითხვა და ფიქრი! დიაღ ღირს, რომ გამოვიკვლიოთ, რა სახით იქმნება ჩვენი არსებობა და ცხოვრება იმ ქვეყანაში. უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, როგორც სხვანი ყოველნი საჭირონი სწავლანი და მოძღვრებანი მოგვცა და აღგვიხსნა, მსგავსადვე ყოველი, რაც საჭირო არის ამ საგანზედ საკუთარი თვისი მაგალითით აგვიხსნა და გვაცნობა. აღსდგა რა მკვდრეთით, იგი ორმეოცი დღე იქცეოდა კაცთა შორის, სწორედ იმ სახით და იმ მდგომარეობით, რომლითაც კაცნი ცხონებულნი იქმნებიან შემდგომად აღდგომისა. იესო ქრისტეს აღდგომა მკვდრეთით გვაჩვენებს, რა მდგომარეობაში ვიქმნებით, რომლითა სახითა ვიცხოვრებთ ჩვენც შემდგომად აღდგომისა. და ესრედ, პირველად სიკვდილი, ანუ გარდაცვალება გაათავებს, ანუ მოსპობს მხოლოდ აქაურსა, სოფლიურსა ჩვენსა მოქმედობასა, ხორციელსა ცხოვრებასა. თვით იესო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:

...აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი. არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ეგერა წინაგიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვი-თარცა გრქუა თქუენ. და მათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეშინებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა“.

შეშინებულ იყვნესო და დაკჳრვებულ საშინელებისა მისგან ჭაბუკისა მის და არარაჲ ვის უთხრესო, რამეთუ ეშინოდა, რამეთუ განთენებულ იყო და ჰურიანი მიმოვიდოდეს, უფროჲსად ვინაჲთგან მცველთაცა ეთხრა თხრობაჲ იგი აღდგომისაჲ და გარდაგორვებაჲ ლოდისაჲ ანგელოზისა მიერ.

ხოლო ესეცა პოვნილ არს სახარებასა მარკოზისსა, ვითარმედ: „აღრაჲ-დგა იესუ, განთიად პირველსა შაბათისასა განეცხადა პირველად მარიამს მაგდანელსა“. ვინაჲთგან ჟამი იგი აღდგომისაჲ სხუამან არცა ერთმან თქუა, ვითარ იტყჳს მარკოზ ამას? გარნა უკუეთუ გონიერად ვინ წარიკითხოს, ესეცა მსგავსად სხუათასა იტყჳს.

რამეთუ ესრეთ იტყჳს: „აღ-რაჲ-დგა იესუ“. აქა ჯერ-არს განსუენებაჲ სიტყჳსაჲ. და მერმე იტყჳს: „განთიად პირველსა შაბათისასა განეცხადა პირველად მარიამს მაგდანელსა“. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: განეცხადა მარიამს განთიად პირველსა შაბათისასა; რამეთუ მას განეცხ...

სრულად ნახვა