მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 16:9

8. და იმათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.9. ხოლო აღ-რაჲ-დგა განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალენელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი.10. იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 16
9. ხოლო აღ-რაჲ-დგა განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალენელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შჳდნი ეშმაკნი.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეთექვსმეტე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 16, მ. 1-8)

1. და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდალენელმან და მარიამ იაკობისმან და სალომე იყიდეს ნელსაცხებელი, რაჲთა მოვიდენ და სცხონ მას. 2. და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა. 3. და იტყოდეს ურთიერთას: ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა? 4. და მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად. 5. და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს. 6. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცუმულსა; აღდგა, არა არს აქა. აჰა ადგილი, სადა დადვეს იგი. 7. არამედ წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს, ვითარმედ: აჰა ესერა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ. 8. და იმათ ვითარცა ესმა ესე, გამოვიდეს და ივლტოდეს მიერ საფლავით, რამეთუ შეძრწუნებულ იყვნეს და დაკჳრვებულ და არარაჲ ვის უთხრეს, რამეთუ ეშინოდა.

არაფერ დიდებულსა და იესოს ღმრთაებრიობის შესაფერისს არ ზრახავენ ქალები, როდესაც სხედან სამარხთან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჟ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იგინი შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანისსცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ; წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე“ (28,9-10).:

...ს უთხრესო, რამეთუ ეშინოდა, რამეთუ განთენებულ იყო და ჰურიანი მიმოვიდოდეს, უფროჲსად ვინაჲთგან მცველთაცა ეთხრა თხრობაჲ იგი აღდგომისაჲ და გარდაგორვებაჲ ლოდისაჲ ანგელოზისა მიერ.

ხოლო ესეცა პოვნილ არს სახარებასა მარკოზისსა, ვითარმედ: „აღრაჲ-დგა იესუ, განთიად პირველსა შაბათისასა განეცხადა პირველად მარიამს მაგდანელსა“. ვინაჲთგან ჟამი იგი აღდგომისაჲ სხუამან არცა ერთმან თქუა, ვითარ იტყჳს მარკოზ ამას? გარნა უკუეთუ გონიერად ვინ წარიკითხოს, ესეცა მსგავსად სხუათასა იტყჳს.

რამეთუ ესრეთ იტყჳს: „აღ-რაჲ-დგა იესუ“. აქა ჯერ-არს განსუენებაჲ სიტყჳსაჲ. და მერმე იტყჳს: „განთიად პირველსა შაბათისასა განეცხადა პირველად მარიამს მაგდანელსა“. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: განეცხადა მარიამს განთიად პირველსა შაბათისასა; რამეთუ მას განეცხადა პირველ, სხჳსა მის მარიამის თანა, ვითარცა მათეცა გუაუწყებს.

საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ოთხგზის იქმნა მოსლვაჲ მენელსაცხებლეთაჲ საფლავად, და თითოეული მოსლვაჲ თითოეულმან მახარებელმან აღწერა განგებითა სულისა წმიდისაჲთა.

მათე აღწერა მოსლვაჲ მარიამ მაგდანელისაჲ და სხჳსა მის მარიამისაჲ მწუხრი შაბათსა; და ანგელოზსა ერთსა იტყჳს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და გარდააგორვა ლოდი იგი.

ხოლო იოვანე მარიამ მაგდანელისა მხოლოდ იტყჳს საფლავად მოსლვასა...

სრულად ნახვა