მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 2:27

26. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა აბიათარ მღდელთ-მოძღურისა ზე და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო?27. და ეტყოდა მათ: შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს.28. ვინაჲცა უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 2
27. და ეტყოდა მათ: შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეორე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 2. მ. 23-28):

23. და იყო, ვითარ-იგი თანა-წარჰვიდოდა შაბათსა ყანებისაგან, და მოწაფეთა მისთა იწყეს გზასა სლვად და მუსრვად თავსა ჴუვილისასა. 24. ხოლო ფარისეველნი იგი ეტყოდეს მას: იხილე, რასა ზმენ მოწაფენი შენნი შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ-არს ყოფად! 25. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არასადა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, რაჟამს-იგი უჴმდა და შეემშია მას და მისთანათა? 26. ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა აბიათარ მღდელთ-მოძღურისა ზე და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო? 27. და ეტყოდა მათ: შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს. 28. ვინაჲცა უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

უფლის მოწაფეები წყვეტენ თავთავებს, როგორც უკვე მიჩვეულნი ცხოვრებას არა სჯულის მიხედვით. როდესაც ფარისევლები აღშფოთდებიან ამის გამო, ქრისტე დაუყოფს მათ პირს, მიუთითებს რა დავითზე, რომელმაც საჭიროებისას დაარღვია კანონი მღვდელმთავარ აბიათარის დროს. გაურბოდა რა საულს, წინასწარმეტყველი დავითი მივიდა ამ მღვდელმთავართან და მოატყუა იგი, უთხრა რა, რომ იგი მეფის მიერ არის გამოგზავნილი უკიდურესი სამხედრო საჭიროების...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი. რამეთუ უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა“ (12,7-8).:

...უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.

ესე თავისა თჳსისათჳს თქუა. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: უგულის-ჴმონო, გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ მეუფე და უფალი შაბათისაჲცა და სხჳსა ყოვლისაჲვე და ჴელმწიფებაჲ მაქუს დაჴსნად იგი. ხოლო მარკოზის თავსა ესეცა წერილ არს, ვითარმედ: „შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს“, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ არა არს ესოდენ საჭირო და თანაწარუვალ მცნებაჲ ესე შაბათისაჲ, უფროჲსღა, ვინაჲთგან მოსრულ არს უფალი შაბათისაჲ და რჩულისმდებელი ყოველთაჲ, მეუფე იგი დიდებისაჲ.

ხოლო უკუეთუ არა თანაწარუვალი იყო მცნებაჲ შაბათისაჲ, ვითარ იტანჯა, რომელი-იგი შეშასა კრებდა შაბათსა შინა? ესე ამისთჳს იქმნა, რამეთუ დაწყებაჲ იყო მაშინ შჯულისაჲ და საცნაურ იყო ჰურიათა სიფიცხე და უკეთურებაჲ. უკუეთუმცა ერთგზის ადგილცემულ იყო შეურაცხებად წესთა შჯულისათა, არცამცა ერთი დამარხულ იყო; ამისთჳს განეწესა მა-შინ ტანჯვაჲ მისი, რაჲთა სხუანი შეშინდენ.

მაშინ უკუე კეთილ იყო შაბათისა უქმობაჲ, რამეთუ ასწავებდა მათ კაცთმოყუარებასა, მოაჴსენებდა საქმეთა ღმრთისათა, აწუევდა განშორებად ბოროტისაგან; რამეთუ ესე იყო უქმობისა მის ძალი, რაჲთა ბოროტთაგან განეყენნენ, არა თუ კეთილთა, რამეთუ იტყჳს: ნურარას იქმთ...

სრულად ნახვა