📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია, იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად“ (12,1).
ხოლო ლუკა ესრეთ იტყჳს: „და იყო შაბათსა პირველ-მეორესა“.1 რაჲ არს უკუე პირველ-მეორე შაბათი? ესე იგი არს, ოდეს ორკერძოჲ არნ უქმობაჲ, რაჟამს შაბათსა შინა სხუაჲცა რაჲმე უქმობისა დღესასწაული დახუდის, და არნ უქმობაჲ შაბათისაჲცა და მოწევნულისა მისცა დღესასწაულისაჲ; რამეთუ მრავალნი აქუნდეს დღესასწაულნი: თჳსთავნი და ტალავრობანი და ჴალარჯობანი და დღესასწაული ახალთაჲ და ნესტუ-თაჲ და სხუაჲ ესევითარი. ხოლო უფალსა ენება ჴორციელთა მათ და აჩრდილისა დღესასწაულთა და შაბათთა დაჴსნაჲ და სწავლაჲ სულიერთა და მაღალთა დღესასწაულთა და შაბათობისა მის საუკუნოჲსაჲ; რამეთუ ვინაჲთგან მზე იგი სიმართლისაჲ აღმობრწყინდა და დღე ცხორებისაჲ გამოჩნდა, აჩრდილთა განქარვებაჲ ჯერ-იყო. ჯერ-უჩნდა უკუე უფალსა შაბათობისა მის ჴორციელისა განქარვებაჲ, გარნა თჳნიერ მიზეზისა არაოდეს დაჰჴსნის, რაჲთა მათსა მას უგუნურებასა ნუგეშინის-სცეს და არა მოწყლნეს, და შჯულსა მასცა განუსუენოს; და ოდესმე კურნებასა უძლურთასა მიზეზ-ჰყოფნ, ვითარცა-იგი ოდეს ბრმასა თიჴაჲ სცხო თუალ-თა და აღუხილნა, ოდესმე კუალად ჰრქუა: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“.2 ესე თქუა სადიდებელად მამისა და ერთობისა თჳსისა მის თანა გამოჩინებად, იგი კუალად ქმნა უძლურებისა ჰურიათაჲსა გულსავსე-ყოფად.
ეგრეთვე აქა საქმე იგი ბუნებითისა შიმშილისაჲ შემოიღო მიზეზად. უკუეთუმცა იყო ბრალი რაჲმე, არამცა თავს-იდვა შიმშილისათჳს მისი ქმნაჲ, არამედ იცოდა, ვითარმედ უბრალო იყო საქმე იგი, ამისთჳს არარაჲ აბრალა მოწაფეთა.
ხოლო შენ, მორწმუნეო, გულისჴმა-ყავ მოწაფეთა იგი მოღუაწებაჲ და შეურაცხებაჲ ჴორციელისა განსუენებისაჲ. ამისთჳსცა ესერა მშიერ არიან, ვიდრეღა შიმშილისაგან მიჭირვებულნი თავსა ჴუვილისასა იჴმარებენ ნუგეშინისსაცემელად; და ეგრეთცა არავე ეწყინებოდა მოძღურისა თანა სლვაჲ იწროებითა, რამეთუ გულისჴმა-ჰყოფდეს მიუთხრობელსა მას კე-თილსა მის თანა ყოფისასა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა ესერა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ“ (12,2).
1 ლუკ. 6,1. 2 იოან. 5,17.
თ ა რ გ მ ა ნ ი: აბრალებენ, გარნა არა ფიცხლად; ხოლო ოდეს ჴელი იგი განჴმელი განკურნა, მაშინ ესრეთ განძჳნნეს, ვიდრეღა მოკლვასაცა განიზრახვიდეს მისსა; რამეთუ სადა დიდი რაჲმე და დიდებული საქმე არა იქმნის, დაიდუმიან, ხოლო სადა იხილიან ვინმე ცხოვნებულნი, მაშინ მჴეც იქმნიან. ესრეთ მტერნი იყვნეს და მბრძოლნი ცხორებისა კაცთაჲსა. ხოლო ისმინეთ, რაჲ-იგი მიუგო ამის პირისათჳს უფალმან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თავადმან ჰრქუა: არა აღმოგიკითხავსა, რაჲიგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა მათ? ვითარ შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისთანათა მათ, გარეშე მღდელთა?“ (12,3-4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ოდეს მოწაფეთათჳს მისცემდეს პასუხსა, დავითს შემოიყვანებს წამებად, ხოლო თავისა თჳსისათჳს რაჲ იტყოდის - მამასა, ვი-თარცა თქუა: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“.1 აწ უკუე მოწაფეთათჳს დავით მოიყვანა წამებად; რამეთუ უკუეთუმცა გონიერ იყვნეს, შიმშილიმცა იგი წინაეყო მიზეზად; ვინაჲთგან უკუე უგუნურებაჲ დიდი იყო მათ თანა, ამისთჳს წერილთაგან მოართუა წამებაჲ.
ხოლო მარკოზ იტყჳს: „აბიათარ მღდელთმოძღურისა ზე“.2 არა თუ წერილსა მას წინააღუდგების, არამედ ორი სახელი ეწოდებოდა მღდელსა მას: აბიმელექ და აბიათარ. ამისთჳს წიგნსა მას მეფეთასა აბიმელექ წერილ არს, ხოლო მახარებელი აბიათარს იტყჳს, ვითარმედ მან მისცნა პურნი იგი, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ უბრალო არს საქმე იგი, ვინაჲთგან მღდელთმოძღუარმან განუწესა და ჴელი-თა თჳსითა მისცნა, რომელთა არა ჯერ-იყო სხჳსა ვისმე ჭამად, გარნა მღდელთა ხოლო.
თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ იყო სიტყუაჲ ესე წინამდებარისა ამის თანა, რამეთუ არა თუ დავითისთჳს წერილ არს, თუ შაბათი დაჰჴსნა. არამედ გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ ესე უმეტესითა სიბრძნითა თჳსი-თა წინაუყო და უზეშთაესისა წესისა დაჴსნაჲ მიუთხრა შიმშილისათჳს ბუნებითისა; რამეთუ შაბათი მრავალგზის დაჴსნილ იყო, უფროჲსღა მარადის დაიჴსნებოდა ჟამსა წინადაცუეთისასა და სხუათა მრავალთა საქმეთა შინა, ხოლო ესე საქმე მაშინ ოდენ იქმნა. ამისთჳს უმეტესისა მისგან შემოიღო ძლევაჲ და უსიტყუელ-ყვნა იგინი. ვინაჲთგან უკუე უჩუენა, ვითარმედ შიმშილისათჳს დავით უმეტესსა საქმესა შეჰკადრა და პურნი შესაწირავისანი შეჭამნა და მისთანათა მათ, წამებითა მღდელთმოძღურისაჲთა, და ამით საქმითა უსიტყუელ-ყვნა იგინი, მერმე სხუაჲცა წინაუყო სიტყუაჲ ჭეშმარიტი დაყოფად პირთა მათთა და ჰრქუა:
1 იოან. 5,17. 2 მარკ. 2,26.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათსა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან? ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქა“ (12,5-6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: იგიცა საქმე დავითისი უსიტყუელ-გყოფს თქუენ, გარნა თუ მისთჳს რაჲმე ინებოთ თქუმად, ამისთჳს რაჲღა-მე სთქუათ? რამეთუ ვერ იტყჳთ, თუ ცთომით იქმნა, ანუ უმეცრებით, ანუ მძლავრობით, რამეთუ აჰა ესერა მღდელნი ტაძარსა შინა შჯულსა მას უქმობისასა შეურაცხ-ყოფენ და მსახურებასა ტაძრისასა აღასრულებენ და არა ბრალსა ქუეშე არიან, არამედ უბრალო არს საქმე მათი შჯულისაგან. ხოლო რაჲთა ვერ ჰრქუან, თუ: რაჲსათჳს იტყჳ ესრეთ, არა თუ აქა ტაძარი არს, ანუ მოწაფენი შენნი მღდელ არიან? ამისთჳს შეს-ძინა, ვითარმედ: „გეტყჳ თქუენ: ტაძრისა უფროჲს არს აქა“. რამეთუ ჭეშმარიტად მეუფე იგი ტაძრისაჲ მუნ იყო, ჭეშმარიტებისა ნათელი და აჩრდილისა განმაქარვებელი. ამას ყოველსა ზედა არარაჲ თქუეს მათ, რამეთუ არა წინამდებარე იყო ცხორებაჲ კაცისაჲ და საქმე სასწაულისაჲ, რაჲთამცა შურითა შეიწუებოდეს მოშურნენი იგი.
გარნა უფალმან ეგრეთცა დაუტევა სიტყუაჲ ესე და სხუაჲ წინაუყო და ჰრქუა მათ მხილებით:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი. რამეთუ უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა“ (12,7-8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამისა პირველადცა სხუასა ადგილსა ჰრქუა: „წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“.1 ვინაჲთგან უკუე უგულისჴმოებასავე ზედა ეგნეს, ამისთჳს აწ აყუედრებს და იტყჳს: უკუეთუმცა ვითარცა გარქუ, გესწავა, რაჲ არს ძალი სიტყჳსა ამის, არამცა აბრალებდით და სჯიდით უბრალოთა ამათ; უკუეთუმცა გაქუნდა გონებაჲ ცნობად, თუ რომელნი არიან საქმენი თანამდებნი აწ, ვინაჲთგან მე ქუეყანად მოვედ, არამცა ესრეთ იტყოდეთ; უკუეთუმცა გულისჴმა-გეყო, ვითარმედ პირველვე ქადაგეს წინაჲსწარმეტყუელ-თა, ვითარმედ: მე წყალობაჲ მნებავს ნათესავისა კაცთაჲსაჲ და სხუათა წესთა სულიერთა განუწესებ, ხოლო წესთა ამათ აჩრდილისათა, მსხუერპლთა და მრგულიადდასაწუველთა, განვაქარვებ, რომელნი პირველითგან სიფიცხისა და სიზრქისათჳს გონებათა თქუენთაჲსა დაიწესნეს, და შაბათთა ამათ ძუელთა დავაცხრობ. უკუეთუმცა ესე გეცნა, აწმცა უბრალოთა ამათ არა აბრალებდით; არამედ ამასცა უმეცარ ხართ, რამეთუ უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.
1 მათ. 9,13.
ესე თავისა თჳსისათჳს თქუა. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: უგულის-ჴმონო, გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ მეუფე და უფალი შაბათისაჲცა და სხჳსა ყოვლისაჲვე და ჴელმწიფებაჲ მაქუს დაჴსნად იგი. ხოლო მარკოზის თავსა ესეცა წერილ არს, ვითარმედ: „შაბათი კაცისათჳს დაებადა, და არა თუ კაცი შაბათისათჳს“,1 რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ არა არს ესოდენ საჭირო და თანაწარუვალ მცნებაჲ ესე შაბათისაჲ, უფროჲსღა, ვინაჲთგან მოსრულ არს უფალი შაბათისაჲ და რჩულისმდებელი ყოველთაჲ, მეუფე იგი დიდებისაჲ.
ხოლო უკუეთუ არა თანაწარუვალი იყო მცნებაჲ შაბათისაჲ, ვითარ იტანჯა, რომელი-იგი შეშასა კრებდა შაბათსა შინა?2 ესე ამისთჳს იქმნა, რამეთუ დაწყებაჲ იყო მაშინ შჯულისაჲ და საცნაურ იყო ჰურიათა სიფიცხე და უკეთურებაჲ. უკუეთუმცა ერთგზის ადგილცემულ იყო შეურაცხებად წესთა შჯულისათა, არცამცა ერთი დამარხულ იყო; ამისთჳს განეწესა მა-შინ ტანჯვაჲ მისი, რაჲთა სხუანი შეშინდენ.
მაშინ უკუე კეთილ იყო შაბათისა უქმობაჲ, რამეთუ ასწავებდა მათ კაცთმოყუარებასა, მოაჴსენებდა საქმეთა ღმრთისათა, აწუევდა განშორებად ბოროტისაგან; რამეთუ ესე იყო უქმობისა მის ძალი, რაჲთა ბოროტთაგან განეყენნენ, არა თუ კეთილთა, რამეთუ იტყჳს: ნურარას იქმთ შაბათსა შინა, გარეშე, რომელ-იგი მოსაგებელ იყოს სულისა.3 ამისთჳსცა ტაძარსა შინა ყოველივე საქმე ორკეცად იქმნებოდა შაბათსა შინა, მსხუერპლთა და მსახურებათაჲ, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ბოროტთა საქმეთა დაყენებისათჳს განეწესა უქმობაჲ იგი, ხოლო სულიერთა და საღმრთოთა საქმეთა არა აყენებს.
აწ უკუე ქრისტემან ესევითარი ესე წესი, რომლისათჳს პირველთაგან უქმობაჲ შაბათისაჲ განაწესა, არა თუ დაჰჴსნა, არამედ მრავალწილად აღაორძინა, რამეთუ მოწევნულ იყო ჟამი ყოვლისავე სულიერისა კერძო და საღმრთოთა საქმეთა წარმატებად; ამისთჳს არა ერთსა შინა დღესა დაუტევა წესი ბოროტთაგან უქმობისაჲ, არამედ ყოველთა დღეთა სრულიად უცხო-ყოფაჲ ბოროტთა საქმეთაგან გჳბრძანა, ხოლო კეთილისა მიმართ მარადის მოსწრაფებაჲ განგჳწესა; არა შაბათისა მიერ მოგუცა ცნობად, ვითარმედ ღმერთი არს ყოველთა დამბადებელი, არამედ მრავალთა მიერ და ჭეშმარიტთა გულისჴმისსაყოფელთა საქმეთა გულსავსე ვართ, ვითარმედ ყოველივე ნებითა ბრძანებისა მისისაჲთა არარაჲსაგან არსად მოსრულ არს; არცა დაგჳტევნა შაბათთა შინა ხოლო სწავლად სახიერებისა, არამედ სამარადისოჲ მცნებაჲ მოგუცა და თქუა: „იყვენით მოწყალე, რამეთუ მამაჲ თქუენი მოწყალე არს“;4 ხოლო დღესასწაულობად არა ერთსა დღესა შინა გჳბრძანა, არამედ ყოველთავე დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
1 მარკ. 2,27. 2 რიცხ. 15,32-36. 3 გამ. 12,16. 4 შდრ. ლუკ. 6,36.
ამისთჳს იტყჳს მოციქული: „ამიერითგან ვზატიკობდეთ ნუ ცომითა მით ძუელითა, ნუცა ცომითა სიბოროტისა და უკეთურებისაჲთა, არამედ უცომოჲთა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა“.1
არცა კუალად ერთსა შეგუაყენნა ადგილსა ლოცვად და კიდობანსა წინაშე დგომად შჯულისა და ტაბლასა ოქროჲსასა, არამედ ღირს-გუყვნა ყოველთა მეუფისა გულთა შინა ჩუენთა ქონებად და ყოველსა ჟამსა და ყოველსა ადგილსა სიტყუად მისა მიმართ, შეწირვითა უსისხლოჲსა მის მსხუერპლისაჲთა, ლოცვითა, წიგნის-კითხვითა, მოწყალებითა და ყოვლითურთ დამკჳდრებითა მისითა ჩუენ შორის, რაჲთა მას მხოლოსა ვიწურთიდეთ, მარადის მას ვხედვიდეთ თუალითა სულისაჲთა, მისსა მას შუენიერებასა განვიცდიდეთ, მის თანამზრახვალ ვიყვნეთ, მისა გუსუროდის.
ხოლო რომელთა ესევითარი აქუნდეს ცხორებაჲ, და მოქალაქობაჲ მა-თი ზეცათა შინა იყოს, და ესრეთ მარადის დღესასწაულობდენ სულითა, მცნებათაებრ ქრისტესთა, მათდა რადღა საჴმარ იყოს შაბათობაჲ იგი ძუელისა მის შჯულისაჲ?
სწავლაჲ ლთ ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი დღესასწაულობაჲ: განშორებაჲ ბოროტთაგან და ქმნაჲ სათნოებისაჲ
აწ უკუე, ღმრთისმოყუარენო, ჩუენცა ვდღესასწაულობდეთ მარადის განშორებითა ბოროტთაგან და აღსრულებითა სათნოებათაჲთა, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტი დღესასწაულობაჲ. წარვემატებოდით სულიერად; მოვიგოთ უქმობაჲ იგი სათნოჲ ღმრთისაჲ; უქმ-ვყვნეთ ჴელნი ანგაჰრებისაგან, კადნიერებისაგან და ყოვლისაგანვე საქმისა ბოროტისა; მოვიცალოთ ცუდთა მათ და ამაოთა შრომათაგან უწესოებისათა, რომელთა შინა განფრდილ არიან და დამონებულ, ვითარცა ებრაელნი ეგჳპტეს შინა, სულნი იგი ვნებისა და განსუენებისა ჴორცთაჲსა მოყუარენი და სოფლისადა შემსჭუალულნი, რამეთუ რომელნი-ესე ტყუეობასა შინა ვნებათასა ვიყოფებით, არაჲთა განყოფილ ვართ მათგან, რომელნი თიჴასა მას და ალიზსა შურებოდეს, ბზესა შეიკრებდეს და ზედამდგომელთა მათგან საქმისათა დღითი-დღე იგუემებოდეს; რამეთუ არს აწცა ზედამდგომელი ბოროტი - ეშმაკი, და საქმისმაწუეველნი ცოდვისანი - მსახურნი მისნი, ვითარცაიგი მაშინ ფარაო და ერი მისი. გულისჴმა-ყვენითღა, საქმენი ამაოებისა და უკეთურებისანი არა თიჴისა უყისა მსგავს არიანა? და მიზეზნი მათისა საქმისანი, გინა თუ ნაყოფნი მათნი მსგავს არიან ბზესა შთასაგზებელსა ცეცხლსა მას საუკუნესა; ესრეთ არს ანგაჰრებაჲ, ესრეთ არს სიძვაჲ, ეს-
1 1 კორ. 5,8.
რეთ არს დიდებისმოყუარებაჲ, ესრეთ არიან გულისთქუმანი ყოველნი და გემოთმოყუარებანი, მსგავს თიჴისა და ბზისა. ბზე იგი აღატყინებს ცეცხლსა გულისთქუმათასა, ნივთსა უშრეტისა მის ცეცხლისასა, და თიჴაჲ იგი სულთა ჩუენთა, ზეცისა მოქალაქედ განწესებულთა, შეჰბღალავს, საძაგელ-ჰყოფს.
ვინაჲთგან უკუე ესევითარსა ამას განსაცდელსა შინა ვიყვენით და ესევითარისა ბოროტისა მძლავრისა მონებასა შინა ვიქენჯნებოდეთ, ამისთჳს მოგჳვლინა ჩუენ ღმერთმან გარდამატებულითა მით წყალობითა არა მოსე, არამედ მხოლოდშობილი ძე თჳსი ზეცით, და მან გამომიყვანნა ჩუენ ბოროტისა მის ტყუეობისაგან.
ხოლო აწ, უკუეთუ შემდგომად მოსლვისა მისისა და ესოდენისა მის ჩუენ ზედა ქმნილისა წყალობისა დავადგრეთვე ეგჳპტეს შინა, შეგუემ-თხჳოს, რაჲ-იგი შეემთხჳა მეგჳპტელთა მათ, ხოლო და-თუ-უტეოთ ეგჳპტე და შეუდგეთ კუალსა სულიერისა მის ისრაჱლისასა, ვიხილოთ ყოველივე იგი საკჳრველებაჲ. გარნა არა კმა არს გამოსლვაჲ ხოლო ეგჳპტით, არამედ ქუეყანასაცა აღთქუმისასა ჯერ-არს შესლვად, რამეთუ ებრაელნი იგი, ვითარცა პავლე იტყჳს, დაღაცათუ ზღუაჲ მეწამული განვლეს და მანანაჲ ჭამეს და სასუმელი იგი სულიერი სუეს, გარნა ქუეყანასა მას აღთქუმისასა ვერ შევიდეს, არამედ უდაბნოსა მას შინა წარწყმდეს.1
ვეკრძალნეთ უკუე, რაჲთა არა ჩუენცა ეგრეთვე შეგუემთხჳოს. ამისთჳს ნუმცა უდებ და მცონარ ვართ, არამედ აწცა, ოდეს გუესმნენ სიტყუანი ბოროტთა მათ მსტოვართანი, შეასმენდენ რაჲ იწროსა მას და საჭიროსა გზასა და იტყოდინ, რასა-იგი მაშინ იტყოდეს მსტოვარნი ისრაჱლთანი, ნუ მივემსგავსებით ერსა მას უგუნურსა, არამედ ისუს ვჰბაძვიდეთ და ქალებს და ნუ უდებ ვიქმნებით, ვიდრემდის აღთქუმანი იგი დავიმკჳდრნეთ და ზეცად აღვიდეთ.
ნუცა ვჰგონებთ, თუ ძნელ არს გზაჲ იგი; „უკუეთუ ვიდრე მტერღა ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რავდენ უფროჲს აწ, და-რაჲ-ესე-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა“.2
გარნა „იწროჲ არსო ბჭე და გზაჲ იგი საჭირველ“,3 - მეტყჳან ვინმე. გულისჴმა-ყავ, კაცო, რომელი ამას იტყჳ: პირველი იგი გზაჲ, რომელსა ხჳდოდე, ვითარი იყო? არა იწროჲ ხოლო იყო და საჭირველ, არამედ სრულიად უვალ და მჴეცთაგან ბოროტთა სავსე, და იყავ შენ შეყენებულ მას შინა და გამოსლვისა ღონე არცა ერთი რაჲ გაქუნდა; და ვითარცა-იგი ჩჩჳლთა ვერ ჴელ-ეწიფებოდა წიაღსლვაჲ ზღჳსა მის მეწამულისაჲ, არა თუმცა ქმნილ იყო სასწაული იგი განპებისა მისისაჲ, ეგრეთვე შენ ვერ ჴელ-გეწიფებოდა პირველისა მის ცხორებისაგან ზეცად აღსლვაჲ, უკუეთუმცა არა მოსრულ იყო ნათლის-ღებაჲ. არამედ მან შეუძლებელი იგი მადლითა ქრისტესითა
1 1 კორ. 10,1-5. 2 რომ. 5,10. 3 მათ. 7,14.
შესაძლებელ-ყო. ხოლო უკუეთუ შეუძლებელი იგი შესაძლებელ იქმნა, რავდენ უფროჲსად აწ ძნელი იგი ადვილ იყოს? იგი საქმე ზეგარდამოჲსა მადლისაჲ იყოო. ამისთჳს უკუე უმეტესი გაქუნდინ სასოებაჲ, რამეთუ უკუეთუ მაშინ მადლი ხოლო ესრეთ შემწე გექმნა, უკუეთუ აწ შრომაჲცა უჩუენო, არა უფროჲსად შემწე გეყოსა? უკუეთუ უნაყოფოებასა შინაღა იყავ და შეგეწია, აწ ნაყოფი თუ აჩუენო, არა უმეტესად ჴელი აღგიპყრასა?
ვთქუ, ვითარმედ შეუძლებელისა მის წარმართებითა ძნელოვნისაცა წარმართებად მინდობაჲ ჯერ-არს; ხოლო აწ ეგრეთ ვიტყჳ, ვითარმედ: უკუეთუ გუენებოს და განვიფრთხოთ გონებითა, არცა ძნელ რაჲმე იყოს გზაჲ ესე; რამეთუ იხილენით საქმენი: სიკუდილი დაითრგუნა, ეშმაკი დაცემულ არს, რჩული იგი ცოდვისაჲ დაიჴსნა, მადლი სულისა წმიდისაჲ მოგუეცა, კარი ცხორებისაჲ განგუეღო, სიმძიმე ტჳრთისა ჩუენისაჲ განბნეულ არს, და გზაჲ წრფელი გამოჩინებულ არს, ძნელოვანი ყოველი სიადვილედ შეცვალებულ არს.
და რაჲთა სცნა, ვითარმედ ესე ესრეთ არს, გულისჴმა-ყავ, თუ რავდენ-თა უმეტესიცა აჩუენეს მცნებათა ქრისტესთასა, და შენ საზომისა მისგანცა მცნებათაჲსა იშიშვი.
აწ უკუე, ოდეს სხუანი უმეტეს ბრძანებულისასაცა აჩუენებდენ და შენ წესსა მასცა მცნებათასა უდებ-იქმნებოდი, რაჲ მიზეზი გაქუს? სხუა-თა სრულიად უარ-ყვეს ყოველივე სოფელი, შენ რაჲ მიზეზი გაქუს მონაგებისაგან შენისა მოწყალებისა ყოფად? სხუანი სიწმიდითა ანგელოზ-თა მიემსგავსნეს, შენ ვითარ სთქუა, თუ: რჩულიერსა მას მეუღლესა ვერ დავსჯერდები? სხუათა სულნი თჳსნი მისცნეს მოყუასთათჳს, შენ ვითარ სთქუა, თუ: ძნელ არს შურისა და ძჳრის-ჴსენებისა მოსპოლვაჲ გულისაგან? სხუამან ყურიმლის-ცემაჲ თავს-იდვა და ერთკერძოჲცა მიუპყრა, ხოლო შენ გეტყჳ, რაჲთა არა იყო მრისხანე და უწყალოჲ, რაჲ-მე გაქუს ამას ყოველსა ზედა მიზეზი? ჭეშმარიტად არცა ერთი, ვინაჲთგან მრავალნი უაღრესთა ცნობისა საქმეთა შემძლებელ იქმნეს ქმნად.
აწ უკუე, საყუარელნო, ესე ყოველი გულისჴმა-ვყოთ და ნუ მცონარე და დაჴსნილ ვართ შრომათა მათ შინა სათნოებისათა, არამედ გულსმოდგინებით შევიდეთ კეთილსა ამას ასპარეზსა და მცირედ ჟამ დავშურეთ, რაჲთა საუკუნენი იგი და დაუჭნობელნი გჳრგჳნნი მოვიხუნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხუევად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.