მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 3:19

18. ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი.20. და მოვიდეს სახლსა, და შეკრბა კუალად მისა ერი, ვიდრემდის ვერ ჴელ-ეწიფებოდა მათ ვერცაღა პურისა ჭამად.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 3
19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 3. მ. 13-19):

13. და აღვიდა მთასა და მოუწოდა, რომელთაჲ უნდა მას; და მოვიდეს მისა. 14. და ყვნა ათორმეტნი იგი, რაჲთა იყვნენ მის თანა და წარავლინნეს იგინი ქადაგებად 15. და რაჲთა აქუნდეს ჴელმწიფებაჲ განსხმად ეშმაკთა. 16. და დასდვა სახელები: სიმონს პეტრე, 17. და იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ იაკობისი; და დასდვა მათ სახელები: ბანერგეს, რომელ არს: ძენი ქუხილისანი; 18. ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი 19. და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი. 

ადის მთაზე იმისთვის, რომ ილოცოს. რამდენადაც ამის წინ სასწაულებს იქმოდა, სასწაულთა ქმნის შემდგომ ლოცულობს, რაღა თმა უნდა გაკვეთილი რომ გვიჩვენოს რათა ვმადლობდეთ უფალს, როგორც კი რაიმე კეთილს მოვიმოქმედებთ, და ღმერთის ძალას ვაწერდეთ. ანდა, რამდენადაც უფალი აპირებდა ხელი დაესხა მოციქულთათვის, ამასთან დაკავშირებით ადის მთაზე, რომ ილოცოს ჩვენდა დასამოძღვრად, რადგანაც ჩვენც, როდესაც დავაპირებთ ვინმეს ხელი დავასხათ, ჯერ უნდა ვილოცოთ, რათა გამოგვიჩნდეს ღირსეული და არ შევიქმნათ ზიარნი „სხვისა ცოდვათა“ (1. ტიმ. 5. 22). ხოლო იქიდან, რომ იუდასაც გამოირჩევს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის