მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 3:2

1. და მერმე შევიდა შესაკრებელსა, და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა.2. და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი.3. და მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის!
სახარებაჲ მარკოზისი თავი 3
2. და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 3. მ. 1-5):

1. და მერმე შევიდა შესაკრებელსა, და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. 2. და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი. 3. და მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! 4. და ჰრქუა მას იესუ: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხოვნებაჲ ანუ მოკლვაჲ? ხოლო იგინი დუმნეს. 5. და მიმოიხილა მათდა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულთა მათთაჲსა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა, და კუალად მოეგო ჴელი იგი, ვითარცა ერთი იგი.

იუდეველთა მიერ მოწაფეთა ბრალდების შემთხვევაში, იმის გამო, რომ ისინი შაბათს თავთავებს წყვეტდნენ, უფალმა, დავითის მაგალითით, უკვე დაუყო პირი მბრალდებლებს, მაგრამ ახლა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად შეაგონოს ისინი, სასწაულთმოქმედებს, ამით ის შემდეგს გამოხატავს: აი, როგორ არ სცოდავენ ჩემი მოწაფენი; მე თავადაც ვიქმ შაბათ დღეს, მოგივლენთ რა ამ სასწაულს. და თუკი სასწაულმოქმედება ცოდვაა, მაშინ შაბათ დღეს აუცილებელი საქმის კეთებაც ცოდვაა: მაგრამ სასწაულის ქმნა ადამიანის გადასარჩენად საღმრთო საქმეა, მაშასადამე, არ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“ (12,32).:

...აჲ მოიზიდავს. ხოლო „მოვიზიდნეო“, ვითარცა მძლავრისა მიერ შეპყრობილნი და თავით თჳსით ვერშემძლებელნი მოსლვად. და საქმესა ამას სხუასა ადგილსა „წარტაცებად“ უწესს, ვითარმედ: „ვერვინ შემძლებელ არს ჭურჭელთა ძლიერისათა წარტაცებად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი“. ; ; ხოლო ამას ყოველსა იტყჳს მძლავრებისა მისისა გამოჩინებად; და რომელსა მუნ „წარტაცებად“ უწოდა, აქა „მოზიდვად“ უწესს.

სწავლაჲ ჲზ მოწყალებისათჳს

ხოლო ჩუენ, რომელთა ესე ყოველი ვიცით, აღვდგეთ და ვადიდებდეთ უფალსა ნუ სარწმუნოებითა ოდენ, არამედ საქმეთა მიერცა. უკუე-თუ არა, არღარა დიდებაჲ არს, არამედ გმობაჲ, უკუეთუ მცნებათა მისთა შეურაცხ-ვჰყოფდეთ, რამეთუ არცა ესრეთ იგმობვის ღმერთი წარმართ-თა ცოდვისა მიერ, ვითარ ქრისტეანე თუ ბოროტი იყოს და უკეთური. ამისთჳს უკუე გევედრები, რაჲთა ყოვლით კერძო ვისწრაფდეთ დიდებად ღმრთისა, რამეთუ იტყჳს: „ვაჲ არს მონისა მის, რომლისა მიერ სახელი ღმრთისაჲ იგმოს“. რამეთუ რაჲ წყალობაჲ ვპოვოთ, ოდეს რომელთადა ბრძანებულ არს, რაჲთა სხუათა მივსცემდეთ, და ჩუენ სხუათაგან მოვიტაცებდეთ? ნეტარ არს მისა, რომლის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ჰრწმენა მისთჳს ჰურიათა, ვითარმედ ბრმაჲ იყო და აღიხილნა, ვიდრემდე მოუწოდეს მშობელთა მისთა“ (9,18).:

...ოან. 9,10) რაჲთამცა ბოროტი რაჲმე დასწამეს, ვითარცა სხუასა ადგილსა, ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თქუეს, ვითარმედ: „ბელზებული-თა განასხამს ეშმაკთა“, ; ; ; და აქაცა, ვინაჲთგან არარაჲ აქუნდა სიტყუაჲ, თქუეს, ვითარმედ: „შაბათსა დაჰჴსნის“, და კუალად: „ცოდვილი არსო“.

ეჰა დაბრმობილნო! რაჟამს-იგი აღტყინებულ იყვენით გულისწყრომითა, არა გკითხა ყოველთა ზოგად, ვითარმედ: „ვინ თქუენგანი მამხილებს მე ცოდვისათჳს“? და ვითარ ვერარაჲ ვინ თქუა თქუენგანმან, ამხილა, რამეთუ: უკუეთუმცა გაქუნდა რაჲ სიტყუაჲ, არამცა დასდუმენით. და რომელთა-ეგე გესმა რაჲ, ვითარმედ: აბრაჰამისა პირველ არს, და გენება მისი ქვისა დაკრებაჲ2 და იტყოდეთ, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს“, და თავთა თქუენთა ღმრთისად სახელ-სდებდით კაცისმკლველნი ეგე და მას, რომელმან ესეზომნი სასწაულნი ქმნნა, ეტყოდით, ვითარმედ: „არა ღმრთისაგანი არს“. თქუენ უკუეთუმცა გაქუნდა რაჲ აჩრდილიცა ცთომისაჲ, არამცა დასდუმენი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიჰხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძჱ იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდჱ“ (1,42).:

...აჲსწარმეტყუელებით; ეგრეთვე ნათანაელს ზედა ქმნა და კუალად დედაკაცსა მას ზედა სამარიტელსა, რამეთუ არა უდარჱს სასწაულთა განაკჳრვებენ კაცთა წინაჲსწარმეტყუელებანიცა; რამეთუ სასწაულნი მრავალგზის ურწმუნო-ყვნეს და იტყოდეს, ვითარმედ: „ბელზებულითა განასხამს ეშმაკთა“, ; ; ხოლო წინაჲსწარმეტყუელებისათჳს არარაჲ სადა თქუმულ არს ესევითარი. პეტრეს და ნათანაელს ზედა უკუე აჩუენა წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ხოლო ანდრიას და ფილიპეს ზედა არა, რამეთუ ანდრიას და მისთანასა მას აქუნდა სიმტკიცე იოვანეს წამებისაგან, და ფილიპეს კუალად ჰრწმენა, ჰხედვიდა რაჲ, მუნ მდგომარეთა ვითარ ჰრწმენა, არამედ პეტრეს უწინაჲსწარმეტყუელა და ჰრქუა: „შენ ხარ სიმონ იონაჲსი“. საცნაურისა მისგან უცნაური იგი სარწმუნო-უყო მას, რაჲთა ცნას, ვითარმედ რომელმან სახელი მამისაჲ ცნა, არამცა ყოფადიცა იგი იცოდაა? ესრეთ უკუე მარადის წინაჲსწარმეტყუელებათა მიერ იდიდების ღმერთი, რამეთუ ესე საქმჱ მარადის ღმრთისაჲ არს, რომლისაჲ ვერ ძალ-უც ეშმაკთა ბაძვად; დაღაცათუ ფრიად ისწრაფდენ სასწაულთათჳს, ნუუკუედა იქმოდიან უცნებითა, ხოლო წინაჲსწარცნობასა ყოლად ვერ შემძლებელ არიან, და უკუეთუ სადა ქმნან, იჭჳთ და შეტყუვილით იქმა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ა
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
ჴსენებაჲ წმიდისა მათე მახარებელისაჲ დაწყებაჲ სიტყჳსაჲ:

...ას წამებაჲ, და ესე გულისჴმა-ყავთ ნუ სიტყუათაგან ოდენ, არამედ საქმისაგანცა, რამეთუ უკუეთუ განწვალებაჲმცა იყო შორის მათსა, ვითარმცა წარემართა ქადაგებაჲ მათი ერთსა ზედა პირსა, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი მეუფებაჲ, რომელი თავსა ზედა თჳსსა განევლთის, დაიჴსნას“. ; ვინაჲთგან უკუე იგინი ერთსა საქმესა ქადაგებდეს, უკუეთუმცა წინააღმდგომ ურთიერთას იყვნეს, ვითარმცა წარემართა ქადაგებაჲ იგი, ვითარ სარწმუნო იქმნა ყოველთა მიერ, ვითარ განჴდა ჴმაჲ მათი ყოველსა ქუეყანასა და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი, რომელთა-იგი მრავალნი მჴდომად აღუდგეს, მრავალნი დაჴსნად ისწრაფდეს, რამეთუ არა თუ ერთსა შინა ყურესა დაწერეს და დამალეს, არამედ შორის ყოვლისა სოფლისა განჰმარტეს აღწერილი მათი, და სასმენელად მტერთა მათთა და მბრძოლთა აღმოიკითხვოდა იგი, და ვერარაჲ ვინ ცთომაჲ ანუ ურთიერ-თას განწვალებაჲ შეჰჴადა, არამედ ყოველნივე იძლინეს მბრძოლნი მათნი, და სამართლად, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ იყო თანაშემწე და წინამძღუარ მათისა მის ქადაგებისა. და უკუეთუმცა არა ესე იყო, ვითარმცა უძლო მეზუერემან და მეთევზურმან და უსწავლელმან ესევითარისა მის სიბრძნისა მოგებად, რაჲთამცა სავსე ესე...

სრულად ნახვა