მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 3:29

28. ამინ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ;29. ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოჲსა სასჯელისა.30. რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: სული არაწმიდაჲ არს მის თანა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 3
29. ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოჲსა სასჯელისა.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 3. მ. 28-30):

28. ამინ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ; 29. ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოჲსა სასჯელისა. 30. რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: სული არაწმიდაჲ არს მის თანა.

ის, რასაც უფალი ამბობს აქ, ნიშნავს შემდეგს: ადამიანებს, რომლებიც სცოდავენ სხვა დანარჩენში, კიდევ შეუძლიათ მოუბოდიშონ როგორმე და მიიღონ პატიება ღვთის შემწყნარებლობის გამო ადამიანური სისუსტეების მიმართ. მაგალითად ისინი, ვინც უფალს უწოდებენ გემოთმოყვარესა და ღვინისმსმელს, მეზვერეთა და ცოდვილთა მეგობარს, მიიღებენ შენდობას ამის გამო. მაგრამ როდესაც ხედავენ, რომელი იგი უეჭველი სასწაულებს იქმს და მიუხედავად ამისა, სულიწმიდას გმობენ, ანუ სასწაულთქმედებებს სულიწმინდისაგან მომდინარეს, როგორღა მიიღებენ შენდობას, თუკი არ შეინანებენ? როდესაც ქრისტეს ხორციელი შესახედაობა აცდუნებდათ, ამ შემთხვევაში, რომც არ შეენანებინათ, მიეტევებოდათ, როგორც ადამიანებს, რომლებიც ცდუნდნენ; მაგრამ ხედავდნენ რა მას ღვთაებრივ საქმეთა მოქმედს და მაინც გმობდნენ, როგორღა მიეტევებათ,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის