მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 3:35

34. და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი!35. რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 3
35. რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მესამე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 3. მ. 31-35):

31. მოვიდეს უკუე ძმანი მისნი და დედაჲ მისი და გარეშე დგეს და მოუვლინეს მას და გამოხადოდეს. 32. და სხდა გარემო მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ, 33. მიუგო იესუ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი? 34. და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! 35. რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი.

ძმები უფლისა შურის გამო მოვიდნენ მის შესაპყრობად, როგორც შეშლილისა და ეშმაკეულის. დედა კი, როგორც ჩანს, პატივის მიღების გრძნობის კარნახით, მოვიდა მოეწყვიტა სწავლებისაგან, რათა ამით ეჩვენებინა ხალხისათვის, რომ მას, ვისითაც ასე გაოცებულნი არიან, იგი თავისუფლად განაგებს და შეუძლია მოსწყვიტოს სწავლებას. მაგრამ უფალი პასუხობს: ჩემს დედას არავითარი სარგებელი არ ექნება. იყოს ჩემი დედა, თუკი იგი თავისში ყველა სათნოებას არ გააერთიანებს. ზუსტად ასევე, ნათესაობა უსარგებლო იქნება ჩემი ძმებისთვის, იმიტომ, რომ მხოლოდ ისინი არიან ჭეშმარიტი ახლობლები ქრისტესი, ვინც ღმრთის ნებას ასრულებს. ამრიგად, ამბობს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის