21. და ეტყოდა მათ: ნუ სანთელი მოიღიან და ჴჳმირსა ქუეშე შედგიან ანუ ცხედარსა ქუეშე დადგიან? ანუ არა სასანთლესა ზედა დადგიან? 22. რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა იყოს საიდუმლოდ, არამედ რაჲთა განცხადებულად მოვიდეს. 23. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
აქ უფალი ასწავლის მოციქულებს იყვნენ ნათელნი, ცხოვრებითა და საქციელით. როგორც ლამპარი იდგმება იმისთვის, რომ გაანათოს, ასევე თქვენი ცხოვრებაო, ეუბნება, ყველასათვის თვალსაჩინო იქნება და ყველანი მას შეხედავენ. ამიტომ ეცადეთ კეთილად იცხოვროთ, რამეთუ თქვენ კუთხეში კი არ ხართ დაყენებულნი, არამედ ლამპარის მაგივრობას სწევთ, ლამპარს კი საწოლის ქვეშ არ მალავენ, არამედ თვალსაჩინო ადგილას დგამენ, სასანთლეზე. და ჩვენგან ყოველი ლამპარია, რომელიც სასანთლეზე უნდა დაიდაგს, ანუ ღმერთით ცხოვრების სიმაღლეზე, რათა სხვებსაც გაუნათოს და არა მუცელღმერთობისა და საკვებზე ზრუნვის ცხრაკლიტულში და არც უმოქმედობის საწოლქვეშ. რამეთუ არავის, საკვებზე ზრუნვით დაკავებულთა და უდებებით შეპყრობილთაგან, არ ძალუძს იყოს ლამპარი, რომელიც თავისი ცხოვრებით ყველას უნათებს. „და არა არს დაფარული, რომელი...