მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 4:27

26. და ეტყოდა მათ: ესრეთ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი კაცმან დასთესის თესლი ქუეყანასა27. და დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე, და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ,28. რამეთუ თჳსით თავით ქუეყანაჲ ნაყოფსა გამოიღებს: პირველად წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 4
27. და დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე, და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ,
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეოთხე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
(თ. 4. მ. 26-29):

26. და ეტყოდა მათ: ესრეთ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი კაცმან დასთესის თესლი ქუეყანასა 27. და დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე, და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ, 28. რამეთუ თჳსით თავით ქუეყანაჲ ნაყოფსა გამოიღებს: პირველად წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა. 29. და რაჟამს მოსცის ნაყოფი, მეყსეულად მოავლინის მანგალი, რამეთუ მოიწია მკაჲ.

ღმრთის სასუფეველში იგულისხმება ღმერთის წინასწარგანზრახულობა ჩვენს შესახებ. „კაცი“ არის თავად უფალი, ჩვენთვის განკაცებული. მან ჩააგდო თესლი მიწაში, ანუ სახარებისეული ქადაგება. ჩააგდო რა იგი, მას „სძინავს“, ანუ ამაღლდა ზეცად. თუმცაღა ის „აღდგის ღამე და დღე“, რამეთუ თუმცა უფალს, როგორც ჩანს კი სძინავს, ანუ მრავლისმთმენია, მაგრამ იგი „აღდგის“. „აღდგის“ ღამე, როცა საცთურთა მეშვეობით აღგვძრავს მის შესამეცნებლად; „აღდგის“ დღე, როცა ჩვენს ცხოვრებას სიხარულითა და ნუგეშით ავსებს. თესლი თითქოსდა მის გარეშე იზრდება, რადგან ჩვენ თავისუფალნი ვართ და ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული გაიზრდება თუ არ ეს თესლი. ნაყოფს უნებლიედ კი არ გამოვიღებთ, არამედ ნებსით, ანუ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის