მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 8:19

18. თუალ გასხენ და არა ხედავთ, და ყურ გასხენ და არა გესმის, არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ?19. ოდეს-იგი ხუთი პური განვტეხე ხუთ ათასთათჳს, და რაოდენი გოდორი სავსე ნამუსრევითა აღიღეთ? ხოლო მათ ჰრქუეს: ათორმეტი.20. და ოდეს-იგი შჳდი ოთხ ათასთა, რაოდენი სფჳრიდი ნამუსრევი აღიღეთ? და მათ ჰრქუეს: შჳდი.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 8
19. ოდეს-იგი ხუთი პური განვტეხე ხუთ ათასთათჳს, და რაოდენი გოდორი სავსე ნამუსრევითა აღიღეთ? ხოლო მათ ჰრქუეს: ათორმეტი.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მერვე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 8, მ. 1-9)

1. მათ დღეთა შინა მერმე კუალად ერი მრავალი იყო და არარაჲ აქუნდა, რაჲმცა ჭამეს; მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: 2. მეწყალის მე ერი ესე, რამეთუ სამი დღე არს, ვინაჲთგან მელიან მე, და არარაჲ აქუს, რაჲ ჭამონ. 3. და უკუეთუ განუტევნე უზმანი ვანად მათა, დაჰჴსნდენ გზასა ზედა, რამეთუ რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ არიან. 4. და მიუგეს მოწაფეთა მისთა და ჰრქუეს: ვინაჲ ძალ-გჳც განძღებად აქა პურითა ესოდენისა ერისა უდაბნოსა ზედა? 5. და ჰკითხა მათ: რაოდენი გაქუს პური? ხოლო მათ ჰრქუეს: შჳდი. 6. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა და მოიღო შჳდი იგი პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და დაუდგეს ერსა მას. 7. და აქუნდა თევზიცა მცირედ, და იგიცა აკურთხა და უბრძანა მან დაგებად. 8. და ჭამეს და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი. 9. და იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, ვითარ ოთხ ათას ოდენ; და განუტევნა იგინი.

უფალმა უკვე ადრეც არასრულა მსგავსი სასწაული. იგი სასწაულს სჩადის ახლაც, აქვს რა ხელსაყრელი შემთხვევა ამისა. შემთხვევა კი იმგვარი იყო, რომ ხალხი სამი დღის მანძილზე მასთან...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოიხუნა იესუ პურნი იგი, ჰმადლობდა და მისცემდა, რომელნი-იგი დასხდეს; და ეგრეთვე თევზთა მათგანნი, რაოდენი-იგი უნდა მათ. და ვითარცა განძღეს, ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი. ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი“ (6,11-13).:

...ოდა მოძღურებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ. და იყო ესე იუდაჲსიცა არამცირედი საშჯელი, რამეთუ ეტჳრ-თა მასცა გოდორი. და რაჲთა სცნა, ვითარმედ მათისა სწავლისათჳს ქმნა, ისმინე, ვითარ უკუანაჲსკნელ მოაჴსენებდა, ვითარმედ: „არა გულისხმაჰყავთა, რაოდენი გოდორი აღიღეთ?“ ; და რამეთუ სწორად რიცხჳსა მის მოწაფეთაჲსა იყვნეს გოდორნი. ხოლო კუალად სხუასა ჟამსა, რამეთუ უფრო სწავლულ იყვნეს, შჳდი აღიღეს2 და არა ათორმეტი, რამეთუ რაოდენი ენების, ესოდენი ყვის ნეშტი იგი. და პურთათჳს იქმნა დაშთომაჲ, რაჲთა არა უცნებად შეირაცხოს, ხოლო თევზთათჳს მაშინ არარაჲ იქმნა დაშთომაჲ, არამედ შემდგომად აღდგომისა თჳნიერ წინამდებარისა ნივთისა იხილვა თევზი, რაჲთა სცნა, ვითარმედ აწცა არა თუ ნაკლულევანებისათჳს იჴმარა ნივთი იგი, არამედ რაჲთა დაუყვნეს პირნი მწვალებელთანი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ერი იგი იტყოდა: ესე არს ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი“ (6,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ ნაყროვანებისა გარდამატებულებაჲ! ბევრეულნი ამისა უსაკჳრველჱსნი ქმნნა, და არასადა მოიგონნეს ესენი, და აწ, ოდეს მუცელი აღმოივსეს, მაშინ წინაჲსწარმეტყუელად აღიარეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ გულისხმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად მისა, რაჲთამცა ყვეს...

სრულად ნახვა