მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 8:34

33. ხოლო თავადი მიექცა და იხილნა მოწაფენი თჳსნი, შეჰრისხნა პეტრეს და ჰრქუა მას: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.34. და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.35. რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრიდებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 8
34. და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მერვე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 8, მ. 1-9)

1. მათ დღეთა შინა მერმე კუალად ერი მრავალი იყო და არარაჲ აქუნდა, რაჲმცა ჭამეს; მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: 2. მეწყალის მე ერი ესე, რამეთუ სამი დღე არს, ვინაჲთგან მელიან მე, და არარაჲ აქუს, რაჲ ჭამონ. 3. და უკუეთუ განუტევნე უზმანი ვანად მათა, დაჰჴსნდენ გზასა ზედა, რამეთუ რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ არიან. 4. და მიუგეს მოწაფეთა მისთა და ჰრქუეს: ვინაჲ ძალ-გჳც განძღებად აქა პურითა ესოდენისა ერისა უდაბნოსა ზედა? 5. და ჰკითხა მათ: რაოდენი გაქუს პური? ხოლო მათ ჰრქუეს: შჳდი. 6. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა და მოიღო შჳდი იგი პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და დაუდგეს ერსა მას. 7. და აქუნდა თევზიცა მცირედ, და იგიცა აკურთხა და უბრძანა მან დაგებად. 8. და ჭამეს და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი. 9. და იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, ვითარ ოთხ ათას ოდენ; და განუტევნა იგინი.

უფალმა უკვე ადრეც არასრულა მსგავსი სასწაული. იგი სასწაულს სჩადის ახლაც, აქვს რა ხელსაყრელი შემთხვევა ამისა. შემთხვევა კი იმგვარი იყო, რომ ხალხი სამი დღის მანძილზე მასთან...

სრულად ნახვა
მოძღვრება ოცდამეხუთესა კვირიაკესა შემდგომად ჯვართ-ამაღლებისა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! დღეს წარკითხული მოკლე სახარება იპყრობს თვის შორის ღრმასა და ვრცელსა სწავლასა. მოვისმინოთ მოკლედ განმარტება მისი, მვედრებელნი ღვთისა, რათა მოგვეცეს გულის-ხმის-ყოფა და სულიერი აღშენება. .რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლაი, უვარ-ჰყავ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე (მარკ. 8, 34).

ამ პირველ მუხლში უფალი იესო ქრისტე გვაძლევს ჩვენ დიდსა და მაღალსა სწავლასა. თითქმის მთელი სახარების სწავლა მოკლედ გამოთქმული არის სიტყვათა ამათ შინა. ამ სიტყვებში უფალი ჩვენი იესო ქრისტე შეგვაგონებს ჩვენ, რათა ჩვენსა ცხოვრებასა ადვილად და მსუბუქად არ ვუყურებდეთ, არამედ მძიმედ, ვითარცა ერთსა დიდსა ღვაწლსა და შრომასა; არ ვიფიქროთ, რომ ეს ცხოვრება მოგვეცა ჩვენ სალხინოდ და თავის შესაქცევად, არამედ ვიცოდეთ, რომელ ცხოვრება ჩვენი აქ არის შრომა, მოთმინება, ხშირად ჭირი და მრავალი განსაცდელი, და ესრედ, წინადვე გავამზადოთ სული ჩვენი აღებად მხართა ზედა ჩვენთა ჯვარისა, ესე იგი ყოვლისა სიმძიმისა, ჭირისა და განსაცდელისა, უარს ვჰყოფდეთ თავსა ჩვენსა, ესე იგი დავივიწყებდეთ ყოველსა, რაიცა იამება ხორციელსა, დაცემულსა...

სრულად ნახვა
სიტყვა მესამე კვირიაკესა დიდისა მარხვისასა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

განმარტება სახარებისა მარკოზ, ჱ, ლდ-ლ ჱ.

ერთობ ღრმა არის და მრავალ აზროვანი და ფრიად საჭირო ყოველთა ქრისტიანეთათვის დღევანდელი სახარება. განვიხილოთ იგი მოკლედ და შევიტყოთ, რას გვასწავლის იგი ჩვენ.

„რომელსა უნებს შემდგომად ჩემდა, მოსვლაი, უვარ-ნყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე“. ამ სიტყვებით, ძმანო ჩემნო, მაცხოვარი გვამცნევს ჩვენ, რომელ თუ ვინმეს სურს ნამდვილად მისი მოწაფე იყოს, მან თავი თვისი დაივიწყოს, თავის თავს არ ეფერებოდეს, არ ზოგავდეს, არ ებრალებოდეს თავი თვისი, თითქმის ისე უნდა ექცეოდეს თავის თავს, როგორც მტერს. ფიცხელია ეს მცნება პირველი შეხედულობით, გარნა მიუცილებელი ჩვენისა ცხოვრებისათვის! უიმისოდ კაცი ვერ შეიქმნება, როგორც მაცხოვარი ამბობს, მისი მოწაფე. ყოველი კაცის გულში ბუდობს უზომო თავხედობა, ყოველ კაცს უყვარს თავის მოფერება. სოფლის კაცი, ცოდვილი, თითქმის ისე ეფერება თავის თავს და ყოველთა თვისთა ხორციელთა მოთხოვნილებათა ისე აკმაყოფილებს, როგორც დედა მის მკლავზე მჯდომარეს ჩვილს, ეშინია, არ შეწუხდესო, არ იტიროსო. თითქმის მზგავსადვე იქცევა ყოველი ცოდვილი კაცი. თუ კაცის გულში გადიდებულია ამისთანა...

სრულად ნახვა
მოძღვრება კვირიაკესა შემდგომად ჯვართა ამაღლებისათა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! დღეს წარკითხული მოკლე სახარება იპყრობს თვის შორის ღრმასა და ვრცელსა სწავლასა. მოვისმინოთ მოკლედ განმარტება მისი, მავედრებელთა ღვთისა, რათა მოგვცეს გულის-ხმის-ყოფა და სულიერი აღშენება.

რომლისა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომიდეგინ მე (მარკ. ჱ. ლდ) ამ პირველს მუხლში უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვაძლევს ჩვენ დიდსა და მაღალსა სწავლასა. თითქმის მთელი სახარების სწავლაა გამოთქმული სიტყვათა ამათ შინა. ამ სიტყვებში უფალი ჩვენი იესო ქრისტე შეგვაგონებს ჩვენ, რათა ჩვენსა ცხოვრებასა ადვილად და მსუბუქად არ ვუყურებდეთ, არამედ მძიმედ, ვითარცა ერთსა დიდსა ღვაწლსა და შრომასა: არ ვიფიქროთ, რომ ეს ცხოვრება მოგვეცა ჩვენ სალხინოდ და თავის-შესაქცევად, არამედ ვიცოდეთ, რომელ ცხოვრება ჩვენი აქა არის შრომა, მოთმინება, ხშირად ჭირი, მრავალ გზის განსაცდელი და ესრეთ წინადვე განვამზადოთ სული ჩვენი აღებად მხართა ზედა ჩვენთა ჯვარისა, ესე იგი, ყოვლისა სიმძიმისა, ჭირისა და განსაცდელისა; უარის ყოფად თავისა ჩვენისა ესე იგი დავიწყებად ყოველისა, რაიცა იამება ხორციელსა, დაცემულსა ჩვენსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი სპეტაკ იყო, ვითარცა თოვლი. და ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანაზრახვიდეს მას“ (17,1-3).:

...(ლუკ. 9,30-31) ესე იგი არს, მოასწავებდეს ვნებასა მისსა და ჯუარ-ცუმასა, რომელსაცა დიდებად უწოდა.

მეხუთედ ამისთჳს, ვინაჲთგან თქუა: „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა მოსლვად, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“; ; წარმოადგინნა ორნი იგი მოღუაწენი ღმრთისმსახურებისანი, რომელთა დადვეს თავი თჳსი სიკუდილად სიტყჳსათჳს ღმრთისა და არა ჰრიდეს წარწყმედად სულთა თჳსთა ამას საწუთროსა, რაჲთა მოიგნენ იგინი საუკუნოდ. რამეთუ მოსე წარმდებებით და ურიდად ჰბრძოდა ფარაოს სიტყჳსათჳს ღმრთისა, და ელია ეგრეთვე - აქაბს დაჴსნად საცთურისა მის კერპთმსახურებისა, და კუალად შეურაცხებაჲ სოფლისაჲ და უპოვარებაჲ ფრიადი მოიგეს ორთავე. რამეთუ არცა რაჲ მოსეს აქუნდა ამის საწუთროჲსა, არცა ელიას, გარეშე ხალენისა მის. ამისთჳს წარმოადგინნა იგინი, რაჲთა აუწყოს მოციქულთა, ვითარმედ თანააც ბაძვაჲ სათნოებისა მა-თისაჲ, და მსგავსად მათსა მოგებად შური საღმრთოჲ, და წინამძღურობაჲ ერისა მორწმუნისაჲ, რაჲთა იყვნენ მშჳდ, ვითარცა მოსე, და მოშურნე, ვითარცა ელია. რამეთუ გამოაჩინნა რაჲ იგინი დიდებით, ამას ყოველსა მოაჴსენებდა მოწაფეთა; და ამისთჳს წარმოადგინნა გამობრწყინვებულნი იგი ძუელსა შინა, რაჲთა ა...

სრულად ნახვა