მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მარკოზისი 9:50

49. რამეთუ ყოველივე ცეცხლითა დაიმარილოს, და ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს.50. კეთილ არს მარილი; ხოლო უკუეთუ მარილი უმარილო იქმნეს, რაჲთაღა შეინელოს იგი? გაქუს თავისა თქუენისა მარილი და მშჳდობით იყვენით ურთიერთას.
სახარებაჲ მარკოზისი თავი 9
50. კეთილ არს მარილი; ხოლო უკუეთუ მარილი უმარილო იქმნეს, რაჲთაღა შეინელოს იგი? გაქუს თავისა თქუენისა მარილი და მშჳდობით იყვენით ურთიერთას.
მარკოზის სახარების განმარტება თავი მეცხრე
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

(თ. 9, მ. 1)

1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.

ესაუბრება რა საკუთარ დიდებაზე და სურს რა ასწავლოს, რომ იგი ტყულად არ ახსენებს მას, უფალი ამის შემდეგ ეუბნება: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი“, ანუ პეტრე იაკობი, იაონე, რომლებიც არ მოკვდებიან, სანამ მე არ ვუჩვენებ მათ ჩემი ფერისცვალებით, თუ როგორი დიდებით მოვალ მეორედ მოსვლისაა. რამეთუ ფერისცვალება სხვა არაფერია, თუ არა წინასწარი უწყება მეორედ მოსვლისა. ასე გაბრწყინდება მაშინ თავად და ასე გაბრწყინდებიან მართლებიც.

(თ. 9, მ. 2-3)

2. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. 3. და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად.

ლუკა მახარებელი ამბობს, რომ ეს იყო რვა დღის შემდეგ. თუმცაღა ის არ ეწინააღმდეგება მარკოზს, არამედ სავსებით ეთანხმება...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნბ სათნოებისათჳს:

...ელი არა თავისა თჳსისა საჴმარ არს, არცა მარილი, არცა საფუვარი, არამედ სხუათა მიმართ გამოაჩინებნ საჴმარებასა თჳსსა. ეგრეთვე უკუე ჩუენგანცა არა თავთა ჩუენთა ოდენ სარგებელსა ეძიებს ღმერთი, არამედ სხუათასაცა, რამეთუ მარილი უკუეთუ არა შეამარილებდეს, არა არს მარილ. ; ; და კუალად ესეცა გულისხმა-ყავთ, ვითარმედ: უკუეთუ ჩუენ წარვჰმართოთ კეთილისა საქმჱ, მოსლვად არიან სხუანიცა ჩუენსა მას კეთილსა, ხოლო უკუეთუ ჩუენ წარუმართებელ ვიყვნეთ, ვითარ შეუძლოთ სხუათა სარგებელად?

ნუმცა არს უკუე ჩუენ შორის, ჵ ძმანო, დრკუჲ რაჲმე და დაჴსნილებისა და სიცოფისა სახჱ, რამეთუ ესევითარნი არიან საქმენი სოფლისანი, ესევითარნი არიან ზრუნვანი ამაოჲსა ამის ცხორებისანი. ამისთჳს ეწოდა ქალწულთა მათ ცოფ, რამეთუ სოფლისა ამის საქმეთა შექცეულ იყვნეს და შეიკრებდეს, სადა არა ჯერ-იყო შეკრებაჲ, და სადა სიმდიდრჱ კეთილი იყო, მუნ გლახაკ იყვნეს. შიშ არს უკუე და ძრწოლა, ნუუკუე წარვიდეთ ამიერ ჩუენცა შემოსილნი სამოსლითა შეგინებულითა, სადა-იგი ყოველთა მართალთა აქუნდეს ბრწყინვალები და დიდებული სამოსლები, რამეთუ არარაჲ არს ცოდვისა უბილწჱს...

სრულად ნახვა