მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 1:16

15. ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ;16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.17. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.
სახარებაჲ მათესი თავი 1
16. იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე.
მათეს სახარების განმარტება - თავი I
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
1:12-17 — რატომ იოსების გენეალოგია და სამჯერ თოთხმეტი თაობა:

12-16. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ;  აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. - რატომ არის აქ გადმოცემული გენეალოგია იოსებისა და არა ღმრთისმშობლისა? რა წილი უდევს იოსებს ამ უთესლოდ შობაში? იოსები ხომ ქრისტეს ნამდვილი მამა არ ყოფილა, რომ გენეალოგია მისგან იწყებოდეს! მაშ, მოისმინე: რამდენადაც იოსებს მართლაც არავითარი წილი არ უდევს ქრისტეს შობაში, ამიტომ აქ ღმრთისმშობლის გენეალოგია უნდა ყოფილიყო გადმოცემული, მაგრამ რადგანაც არსებობდა კანონი, რომლითაც გენეალოგიის გადმოცემა ქალის ხაზით არ შეიძლებოდა, ქალწულის გენეალოგია არც მათემ გადმოგვცა. გარდა ამისა, იოსების გენეალოგიის გადმოცემით მისიცაა გადმოცემული, რადგან არსებობდა კანონი რომლის მიხედვითაც კაცს ცოლი არა სხვა ტომიდან, მოდგმიდან და გვარიდან, არამედ მისივე ტომიდან და გვარიდან უნდა მოეყვანა. რადგან კანონი ასეთი იყო, ცხადია, იოსების...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი დ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვამდე ბაბილოვნელთაგან ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნელთაგან ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ“ (1,17).:

...მრავალთა, რამეთუ არა ცუდად ეწოდა მათ სახელები ესე.

გარნა ამისთჳს, რაჲთა არა ფრიად განვაგრძოთ სიტყუაჲ ჩუენი და საწყინო თქუენდა ვიქმნეთ, მრავალნი ესე ძიებანი დაუტევნეთ და წინამდებარე ესე ვთქუათ. წარმოთქუნა მშობელნი ყოველნი და აღასრულა იოსებისა და არა დაიდუმა ამას ზედა, არამედ შესძინა: „იოსებ, ქმარი მარიამისი“, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ მარიამისთჳს წარმოთქუნა მშობელნი იოსებისნი, რაჲთა იგი გამოაჩინოს, ვითარმედ თესლისაგან აბრაჰამისა და ტომისაგან დავითისა იყო. თუ არა, ყოვლადვემცა არა აჴსენა იოსებ, უკუეთუმცა არა მარიამისთჳს იყო ჴსენებაჲ იგი. ხოლო რაჲთა არა, გესმას [რაჲ] ქმარი მარიამისი, ჰგონებდე, თუ რჩულითა მით ბუნებისაჲთა იშვა, ამისთჳს მსწრაფლ განკურნა იჭჳ იგი და თქუა: გესმა ქმარი, გესმა დედაჲ, გესმა შობაჲ ყრმისაჲ, აწ ისმინე სახეცა შობისა მისისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო“ (1,18).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელსა შობასა იტყჳ, მითხარღა, მახარებელო. ესერა მშობელთა სახელები სთქუ შენ, არამედ მნებავსო სახესაცა შობისასა მითხრობად. „ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო“. ჰხედავა, ვითარ მეყსეულად განაფრთხო გონებაჲ იგი მსმენელისაჲ, რაჲთა ცნას, ვითარმედ ახლისა რაჲსმე საქმისა ეგულების სმენაჲ. აწ იხილე წესიერებაჲ სიტყჳსა მისის...

სრულად ნახვა