მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 10:21

20. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის.21. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.22. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
სახარებაჲ მათესი თავი 10
21. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ, და მამამან - შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა მათთა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“ (10,21-22).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: დაღაცათუ ძნელ იყვნეს სიტყუანი ესე და შემძლებელ კლდისაცა შერყევად, არამედ აქაცა ნუგეშინის-ცემაჲ თანაშეაერთა: სახელისა ჩემისათჳს შეგემთხჳოსო ესე ყოველი; და სხუაჲცა დაურთო სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ: რომელმან დაითმინოსო სრულიად, იგი ცხონდეს. ესოდენ აღორძინდესო ძალი ქადაგებისა თქუენისაჲ, ვიდრეღა მრავალთა ბუნებაჲცა უარ-ყონ და თჳსებაჲ შეურაცხ-ყონ და უფროჲს ყოვლისა სიტყუასა თქუენსა პატივ-სცენ. აწ უკუე ვინაჲთგან მძლავრებაჲ იგი ბუნებისაჲ ვერ შემძლებელ არს თქუენდა წინააღდგომად, სხუაჲმცა ვინ უძლო წინააღდგომად? გარნა არა ადვილად და უშრომელად წარემართოს ქადაგებაჲ იგი თქუენი, არამედ ჭირითა მრავლითა და შრომითა, და იყვნეთ მო-ძულებულ ყოველთაგან უკეთურთა და უშჯულოთა და არაღირსთა ცხორებისათა, რომელთათჳს ზემო ვთქუ, ვითარმედ უძჳრეს იყოს სასჯელი მათი სოდომელთასა. ხოლო ნეტარ იყოს, რომელმან ესე ყოველი სახელისა ჩემისათჳს სრულიად მოითმინოს, ესე იგი არს, რომელი აღსასრულადმდე ეგოს კეთილსა მას შინა აღსაარებასა, რამეთუ იგი ცხონდეს და სასუფეველი ცათაჲ დაიმკჳდროს.

სადა არიან აწ წარჩინებულნი იგი წარმართთა ფილოსოფოსნი, მდიდარნი იგი და მძლავრნი,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი X
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
10:21-23 — დევნა, ღალატი და მოთმინება:

21. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან - შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. - წინასწარ ეუბნება მათ, რაც შეემთხვევათ, რათა როცა შეემთხვევათ, არ შეძრწუნდნენ. უჩვენებს, აგრეთვე, ქადაგების ძალასაც, რომელიც ამქვეყნიურის არადჩაგდებისაკენ აქეზებს, რადგან ასეთია ქრისტიანობა. მაგრამ ქრისტე იმათ სიცოფესაც წარმოაჩენს, რომელნიც შინაურებსაც კი არ შეიწყალებენ.

22. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს. - ყოველთაგან აქ იგივეა, რაც მრავალთაგან, რადგან ყველას არ მოუძულებია ისინი; ისეთებიც ხომ იყვნენ, რომელთაც რწმენა მიიღეს. ვინც ბოლომდე დაითმენს და არა მხოლოდ თავიდან, ის საუკუნო ცხოვრებას ეზიარება.

23. რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად. ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მოვიდეს. - ზემოთ ნათქვამი შიშის მომგვრელი სიტყვები: მიგცემდენ თქუენ, იყვნეთ თქუენ მოძულებულ, იმაზე მიუთითებს, რაც ამაღლების შემდეგ უნდა მომხდარიყო; ხოლო ის, რასაც ახლა ამბობს, სახელდობრ, თქვენ, დევნილნი,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის