მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 10:26

25. კმა არს მოწაფისა მის, უკუეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. უკუეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით ჰხადოდეს, რაოდენ უფროჲს სახლეულთა მისთა?26. ნუუკუე გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოცხადნეს.27. რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა; და რომელი ყურთა გესმა, ქადაგებდით ერდოთა ზედა.
სახარებაჲ მათესი თავი 10
26. ნუუკუე გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოცხადნეს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. კმა არს მოწაფისა მის, უკუეთუ იყოს, ვი-თარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. უკუეთუ სახლისა უფალსა ბერზებულით ხადოდეს, რავდენ უფროჲს სახლეულთა მისთა? ნუუკუე გეშინინ მათგან“ (10,24-26).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ აწ გამოუცხადა თავი თჳსი, ვითარმედ იგი არს ყოველთა მეუფე და ღმერთი და დამბადებელი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე? არა იქმნებისა მოწაფე უფროჲს მოძღურისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა?

ვიდრემდის მოწაფე იყოს და მონაჲ, არა არს უპატიოსნეს მოძღურისა და უფლისა. რამეთუ რად მას ხედავ, უკუეთუ სადმე წარემატა მოწაფე უმეტეს მოძღურისა? არამედ განწესებული ყოველთა ზედა საქმე გულის-ჴმა-ყავ, ვითარმედ მარადის მოძღუარი უზეშთაეს არს მოწფისა და უფალი - მონისა. ხოლო აწ მეტყუელი იგი უფალი იყო და მეუფე და ღმერთი და დამბადებელი და არა თქუა მათთჳს მონობაჲ, არამედ სახლეულად თჳსად უწოდა; ვითარცა სხუასა ადგილსა ეტყოდა: „თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, არღარა გეტყჳ თქუენ მონად“, ეგრეთვე აქა სახლეულად სახელსდვა, რაჲთა აჩუენოს მრავალი იგი საკუთრობაჲ მათი. და არა თქუა: უკუეთუ სახლისა უფალსა ძჳრსა ეტყოდეს და შეურაცხ-ჰყოფდეს, არამედ სიტყუაჲ მებრ იგი ძჳრისმეტყუელებისაჲ აუწყა, ვითარმედ: „ბერზებულით ხადოდეს“; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ გაგინებდენ თქუენ და ბოროტსა იტყოდინ თქუენთჳს,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი X
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
10:24-27 — მოწაფე და მოძღვარი, ჭეშმარიტების გამოცხადება:

24-25. არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. კმა არს მოწაფისა მის, უკუეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. - აქ სხვების შეურაცხყოფისაგან თავის შეკავებას ასწავლის. უკეთუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დავითმინე, მით უმეტეს უნდა დაითმინოთ თქვენ - მოწაფეებმა და მონებმა. მაგრამ შენ იკითბავ: როგორ ამბობს - არა არს მოწაფე უფროჲს მოძღვრისა, მაშინ, როცა მრავალ მოწაფეს ვხედავთ, რომელნიც მასწავლებლებზე უმჯობესნი არიან? მაშ იცოდე: ვიდრე ისინი მოწაფენი არიან, მასწავლებლებზე დაბლა დგანან, ხოლო რაჟამს უმჯობესნი გახდებიან, უკვე მოეაფენი აღარ არიან, მსგავსად მონისა, რომელიც ვიდრე მონაა, თავის ბატონზე მაღლა ვერ დადგება.

25-26. უკუეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით ჰხადოდეს, რაოდენ უფროჲს სახლეულთა მისთა? ნუუკუე გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოცხადნეს.- თავი ინუგეშეთ იმით, - ეუბნება, - რასაც მე ვითმენ. უკეთუ მე დემონთა მთავარი მიწოდეს, რა გასაკვირი იქნება, უკეთუ ცილს დაგწამებენ თქვენ, ჩემს სახლეულებსაც? სახლეულნი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის