📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად კერძო. ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდე ძე კაცისაჲ მოვიდეს“ (10,23).
ზემო წარმოუთხრნა საშინელნი იგი სიტყუანი და შემძლებელნი ადამანტისაცა ქვისა შემუსრვად და აუწყა განსაცდელთა მათთჳს, მოწევნად-თა მათ ზედა შემდგომად აღდგომისა და ამაღლებისა მისისა, ხოლო აწ მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი უმოლხინესისა მიმართ, რაჲთა მცირედ განუსუენოს მოღუაწეთა მათ. რამეთუ არა უბრძანა აქა შებმა-ყოფად მბრძოლთა მიმართ წარმდებებით, არამედ სივლტოლაჲ, რამეთუ დაწყებაჲ იყო და დასაბამი ქადაგებისაჲ, და ულბილესად იჴმარებს სიტყუასა თჳსსა. რამეთუ აწ თქუმულნი ესე სიტყუანი არა შემდგომად ამაღლებისა მისისა ყოფადთა დევნულებათათჳს არს, არამედ პირველ ჯუარ-ცუმისათა. და ესე საცნაურ არს სიტყჳსა მისგან, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „არა დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდე ძე კაცისაჲ მოვიდეს“. ესე იგი არს, ვი-თარმედ: ვერ ეწიფნეთ მიმოსლვად პალესტინესა, და გეწიო თქუენ და ნუგეშინის-გცე, სადაცა იყვნეთ.
და იხილე აქაცა, ვითარ არა დაჰჴსნის ჭირთა მათ, არამედ წარმოუდგების ხოლო განსაცდელთა შინა, რამეთუ არა თქუა, თუ: დავჰჴსნნე დევნულებანი იგი, არამედ: „ვერ დაასრულოთო ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდე ძე კაცისაჲ მოვიდეს“. რამეთუ კმა იყო მათდა ნუგეშინისსაცემლად ხილვაჲ ხოლო მისი, და რამეთუ აწ არა შორთა ქუეყანათა უბრძანა მათ წარსლვაჲ პირველ ამაღლებისა თჳსისა, არამედ ქალაქთა მათ ჰურიასტანისათა.
ხოლო აწ კუალად სხუად სახედ მოთმინებისა აღიყვანებს. პირველსა მას სიტყუასა შინა საზრდელისა ზრუნვაჲ განაშორა მათ, რაჟამს ჰრქუა: „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“,1 და აუწყა, ვითარმედ მრავალნი იპოვნენ შემწყნარებელ და გამომზრდელ მათდა; მერმე ზრუნვაჲ იგი და შიში სიტყჳს-გებისაჲ და განსაცდელთაჲ განუქარვა, რაჟამს ჰრქუა: „ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა სიტყუაჲ, რასა-იგი იტყოდით“;2 და მერმე თქუა: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“.3 ხოლო ვინაჲთგან მრავალთა ეგულებოდა მათთჳს ბოროტისმეტყუელებაჲ, - რომელ ესეცა სამძიმარ არს და შემაწუხებელ, - იხილე, ვითარ ამის ჯერისათჳსცა ნუგეშინის-სცემს თავისა თჳსისაგან და მისთჳს თქუმულთა მათგან, რომლისა სწორ არარაჲ იყო ნუგეშინისსაცემელად. რამეთუ ვითარცა ზემო თქუა, ვითარმედ: „იყვნეთ თქუენ
1 მათ. 10,10. 2 მათ. 10,19. 3 მათ. 10,22.
მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს“,1 ეგრეთვესახედ აქაცა იქმს და უმეტესად ჰყოფს ამის პირისათჳს სიტყუასა ნუგეშინისსაცემელად მათდა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. კმა არს მოწაფისა მის, უკუეთუ იყოს, ვი-თარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. უკუეთუ სახლისა უფალსა ბერზებულით ხადოდეს, რავდენ უფროჲს სახლეულთა მისთა? ნუუკუე გეშინინ მათგან“ (10,24-26).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ აწ გამოუცხადა თავი თჳსი, ვითარმედ იგი არს ყოველთა მეუფე და ღმერთი და დამბადებელი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე? არა იქმნებისა მოწაფე უფროჲს მოძღურისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა?
ვიდრემდის მოწაფე იყოს და მონაჲ, არა არს უპატიოსნეს მოძღურისა და უფლისა. რამეთუ რად მას ხედავ, უკუეთუ სადმე წარემატა მოწაფე უმეტეს მოძღურისა? არამედ განწესებული ყოველთა ზედა საქმე გულის-ჴმა-ყავ, ვითარმედ მარადის მოძღუარი უზეშთაეს არს მოწფისა და უფალი - მონისა. ხოლო აწ მეტყუელი იგი უფალი იყო და მეუფე და ღმერთი და დამბადებელი და არა თქუა მათთჳს მონობაჲ, არამედ სახლეულად თჳსად უწოდა; ვითარცა სხუასა ადგილსა ეტყოდა: „თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, არღარა გეტყჳ თქუენ მონად“,2 ეგრეთვე აქა სახლეულად სახელსდვა, რაჲთა აჩუენოს მრავალი იგი საკუთრობაჲ მათი. და არა თქუა: უკუეთუ სახლისა უფალსა ძჳრსა ეტყოდეს და შეურაცხ-ჰყოფდეს, არამედ სიტყუაჲ მებრ იგი ძჳრისმეტყუელებისაჲ აუწყა, ვითარმედ: „ბერზებულით ხადოდეს“; ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ გაგინებდენ თქუენ და ბოროტსა იტყოდინ თქუენთჳს, ნუ მწუხარე ხართ, ნუცა უცხო-გიჩნს; მოიჴსენეთ, თუ ჩემთჳს რასა იტყოდეს, რომელი-ესე მოძღუარი ვარ და უფალი თქუენი; რაჲ უკუე საკჳრველ არს, უკუეთუ თქუენთჳსცა ეგრეთვე თქუან? რამეთუ დიდ არს თქუენდა მსგავსებაჲ ჩემი.
ამისა შემდგომად კუალად სხუაჲცა ნუგეშინის-ცემისა სიტყუაჲ წინაუყო და ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა განცხადნეს“ (10,26).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესრეთ არს, ვითარმედ: კმა იყო თქუენდა ნუგეშინისსაცემელად, რომელ-ესე ზიარ ჩემდა იქმნენით, უფლისა და მეუფისა თქუენისა, თავს-დებითა გინებათა და ძჳრისმეტყუელებათაჲთა; ხოლო უკუეთუ ჯერეთცა მწუხარე ხართ, ამასცა გითხრობ,
1 მათ. 10,22. 2 შდრ. იოან. 15,14-15.
ვითარმედ მოკლედ განქარდენ ძჳრისმეტყუელებანიცა იგი. რამეთუ რაჲსათჳს მწუხარე ხართ? რომელ-იგი გრძნებისა მოქმედად და მაცთურად გიწოდენა? მცირედ დაითმინეთ და ყოველმან სოფელმან ქველისმოქმედად და ცხორებისა მომატყუებელად გიწოდონ. რამეთუ ყოველივე დაფარული გამოაჩინოს ჟამმან, ქადაგებისა მის და სათნოებისა თქუენისაჲ, და ცილისწამებასა მათსა ემხილოს, და ჭეშმარიტებაჲ თქუენი საცნაურ იქმნას. რაჟამს-იგი საქმით იპოვნეთ განმანათლებელნი და კეთილისმყოფელნი სოფლისანი, არა სიტყუასა მას ძჳრისმეტყუელთასა მიხედნენ კაცთა, არამედ თქუენსა მას ჭეშმარიტებასა; მაშინ იპოვნენ იგინი მტყუარ და ბოროტისმეტყუელ და ცილისმწამებელ, ხოლო თქუენ გამოსჩნდეთ უბრწყინვალეს მზისა, რამეთუ სიგრძემან ჟამისამან ყოველივე ჭეშმარიტებაჲ გამოაცხადოს და, ვითარცა საყჳრმან ჴმამაღალმან, ქადაგოს სათნოებაჲ თქუენი. ამისთჳს უკუე ნუ აწინდელთა ამათ ძჳრისმეტყუელებათათჳს მწუხარე ხართ, არამედ სასოებითა მომავალთა კეთილთაჲთა განძლიერდებოდეთ, რამეთუ არა დაიფაროს საქმე ღმრთისმოყუარებისა თქუენისაჲ.
ვინაჲთგან უკუე უზეშთაეს ყვნა იგინი ყოვლისავე შეურვებისა და ში-შისა და ზრუნვისა და შეურაცხებაჲ ასწავა ყუედრებათა და ძჳრისმეტყუელებათაჲ კეთილად, აწ და ჯეროანსა ჟამსა ამცნებს კადნიერებით ქადაგებასა და ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა; და რომელი ყურთა გესმა, ქადაგებდით ერდოთა ზედა“ (10,27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ ბნელსა შინა ეტყოდა სიტყუათა სწავლისა თჳსისათა ანუ ყურსა ჰჩურჩნიდა, არამედ ვინაჲთგან მათ ხოლო ეტყოდა და ადგილსა შინა ერთსა პალესტინისასა ასწავლიდა მათ, ამისთჳს ესრეთ სახელ-სდვა საქმესა ამას, ბნელსა შინა სიტყუად და ყურსა თხრობილად, ყოფადსა მას თანა ჴმამაღლობასა კადნიერებისა მათისასა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: დაღაცათუ მე თქუენდა მომართ ვჰყოფ სიტყუასა ერთსა შინა ადგილსა, გარნა თქუენ არა ერთსა, ანუ ორსა, ანუ სამსა ქალაქსა უქადაგოთ, არამედ ყოველსავე სოფელსა და ყოველსავე ბუნებასა კაცთასა, ზღუათა შინა და ჴმელთა, შენთა შინა და უდაბნოთა, მეფეთა წინაშე და მძლავრთა, ერთა მიმართ და ერისმთავართა, სპათა მიმართ და სპაჲპეტთა, ფილაფოზთა და უსწავლელთა, ჴმითა მაღლითა და კადნიერებითა უშიში-თა ჰქადაგებდეთ.
ამისთჳსცა თქუა: „ნათელსა შინა და ერდოთა ზედა“; ესე იგი არს, განცხადებულად, თჳნიერ მოწიწებისა და რიდობისა.
და რად არა ჰრქუა ესრეთ ხოლო, ვითარმედ: „ქადაგებდით ერდო-თა ზედა და იტყოდეთ ნათელსა შინა“, არამედ ესეცა შესძინა: „რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, და რომელი ყურთა გესმა“? ესე ამისთჳს, რაჲთა მხიარულ-ყვნეს გონებანი მათნი; ვითარცა სხუასა ჟამსა ეტყოდა მათ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს, და უფროჲსიღა ამისა ქმნეს“,1 ეგრეთვე აქა ამისთჳს ესრეთ თქუა სიტყუაჲ ესე, რაჲთა გამოუცხადოს, ვითარმედ უმეტესისა საქმისა მათ მიერ ეგულების ქმნად, ვიდრეღა თავისა თჳსისა მიერ. ვითარმცა ეტყოდა, ვი-თარმედ: მე აწ ვყავ დასაბამი და დაწყებაჲ ამის დიდებულისა საქმისაჲ, ხოლო სრულებასა მისსა და მოქცევასა ყოვლისა სოფლისასა და ჴსნასა კაცთასა კერპთმსახურებისაგან და სწავლად მათდა საღმრთოჲსა მოქალაქობისაჲ თქუენ მიერ მეგულების აღსრულებად; გულისჴმა-ყავთ უკუე, რამეთუ ვითარცა ქადაგებამან ამან ყოველივე მოვლოს სოფელი, ეგრეთვე ბოროტნი იგი ჰურიათა ძჳრისმეტყუელებანი ადრე წარწყმდენ და უჩინო იქმნენ.
ვინაჲთგან უკუე ესრეთ განამტკიცნა და აღამაღლნა გონებანი მათნი მისმიერითა მით ნუგეშინის-ცემითა, კუალად აუწყებს განსაცდელთა, რაჲ-თა უმეტესად ფრთოვან-ყვნეს სულნი მათნი. და ისმინეთ, ვითარ შუენიერად და სიბრძნით ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა“ (10,28).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ყოვლისავე უმაღლეს ყვნა იგინი? არა ხოლო ზრუნვათა და ძჳრისმეტყუელებათა და განსაცდელთა და სატანჯველთასა, არამედ სიკუდილისაცა შეურაცხებაჲ უბრძანა, რომელი-იგი ყოველთა მიერ საშინელად შერაცხილ იყო. და არა ჰრქუა ესრეთ ლიტონად: მოგწყჳდნენ თქუენ, არამედ მისდა შემსგავსებულითა დიდადშუენიერებითა აუწყა საქმე იგი და ჰრქუა მათ: „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა“. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ნურარაჲ საქმე დაგაყენებნ ქადაგებად, ხოლო გეშინის თუ სიკუდილისაგან და ამისთჳს უდებ იქმნებით ქადაგებად, უფროჲსღა ამის ჯერისათჳს კეთილად ქადაგებდით, ვინაჲთგან გეშინის, რამეთუ ამან საქმემან გიჴსნეს თქუენ ჭეშმარიტისა მის სიკუდილისაგან. რამეთუ სოფელსა ამას შინა დაღაცათუ ეგულების მოწყუედაჲ თქუენი კაცთა, არამედ უაღრესსა მას კერძსა ვერ შეეხებიან, რაოდენცა ისწრაფონ, რამეთუ ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად სულისა, არამედ იგი არს ძნელ, უკუეთუ საუკუნოჲსა მის სატანჯველისა თანამდებ იქმნათ და წარსწყმდეთ სულით და ჴორცით გეჰენიასა შინა.
1 იოან. 14,12.
ჰხედავა, ვითარ არა აღუთქუა მათ ჴსნაჲ სიკუდილისა ამისგან ჴორციელისა, არამედ მიუშუა სიკუდილად, რამეთუ უაღრესი საქმე ენება მინიჭებად მათდა, ვიდრე თუმცა არა მიეშუა სიკუდილად. ხოლო რაჲ არს უაღრესი იგი? შეურაცხებაჲ სიკუდილისაჲ; რამეთუ ჭეშმარიტად ფრიად უზეშთაეს არს ესევითარსა საზომსა აღყვანებაჲ მათი, რომელ სიკუდილი შეურაცხ იყო წინაშე მათსა და დაწუნებულ, ვიდრეღა თუმცა ეჴსნეს სიკუდილისაგან. ამათ უკუე სიტყუათა მიერ არა თუ განსაცდელთა შთააგდებს მათ, არამედ განსაცდელთა უმაღლეს ჰყოფს; რამეთუ აჰა ესერა მოკლითა სიტყჳთა უკუდავებაჲ იგი სულისაჲ ასწავა და გულისჴმის-ყოფაჲ ესე მაღალი გულისჴმა-უყო. და აწ კუალად კეთილსავე და ფრიადისა გულისჴმისყოფისა სიტყუასა მიუთხრობს, რაჲთა ყოვლითა სიბრძნითა შეამკვნეს, რაჲთა მოსწყდებოდინ რაჲ და მოიკლვოდინ უშჯულოთაგან, არა ჰგონებდენ, თუ დატევებულ არიან და დავიწყებულ უფლისა მიერ. ამისთჳს სიტყუასა მას განგებულებისა მისისასა გულისჴმა-უყოფს და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა შთავარდების მახესა თჳნიერ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა. ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა განრაცხილ არიან. ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ“ (10,29-31).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲმცა იყო უდარესი მცირეთა მათ და უნდოთა სირთასა, რომელთაგანი ორი ერთად წულილად განისყიდების, რომელ არს ასარი, გარნა ერთიცა მათგანი არცა შთავარდების მახესა თჳნიერ მეცნიერებისა ღმრთისა. რამეთუ არა თუ ეგრეთ იტყჳს, თუ: ღმერთი იქმს შთავრდომასა მათსა მახედ, - ესე არა ღირს არს ღმრთისათჳს თქუმად, - არამედ ეგრეთ იტყჳს, ვითარმედ: არარაჲ ქმნილთაგანი დაეფარვის მას, არამედ ყოველსავე მეცნიერ არს და ყოველივე ცხად არს წინაშე მისსა.
ხოლო ვინაჲთგან არარაჲ იქმნების, რომელიმცა დაეფარვოდა მას უნდოთაცა და მცირეთაგანი, ხოლო თქუენ უფროჲს მამისა სახიერისა უყუართ, ვიდრეღა თმანიცა თავისა თქუენისანი განრაცხილ არიან (ხოლო თავ ეწოდების ხილულსაცა ამას და ჴორციელსა, და კუალად უხილავთა მათცა საცნობელთა და ასოთა შორის სულისათა თავ ეწოდების გონებასა. იტყჳს უკუე, ვითარმედ ხილულისაცა თავისა თმათა რიცხჳ ცხად არს წინაშე ღმრთისა და გონებისაცა წლჳლნი და მცირენი ზრახვანი და მოგონებანი დაუფარველ და საცნაურ არიან; რამეთუ გულისსიტყუათა მათ წლჳლთა ეწოდების თმად უხილავისა მის თავისა); ვინაჲთგან უკუე ესე ესრეთ არს, არა გიჴმს ყოვლადვე შიში, რამეთუ ყოველსავე ღმერთი მეცნიერ არს, და არა დავიწყებულ ხართ წინაშე მისსა; ხოლო არა თუ ხილულთა ამათ თმათა თუალავს ღმერთი, არამედ სიტყჳსა ამის მიერ დაურჩომელი იგი და უშრომელი და ყოვლისაჲვე ხილულისა და უხილავისა მეცნიერებაჲ მისი გამოაცხადა და ეტყჳს, ვითარმედ: მან იცის ყოველი, რაჲცა იქმნების, და ძალ-უც ჴსნაჲ თქუენი და ჰნებავს. ვინაჲთგან უკუე ესე ყოველი ესრეთ არს, ნუ ჰგონებთ, იტანჯებოდით რაჲ უშჯულოთაგან, თუ დავიწყებულ და დატევებულ ხართ, არამედ იცოდეთ, ვითარმედ არა გამოჴსნაჲ თქუენი ჰნებავს ჭირთაგან და განსაცდელთა, არამედ განძლიერებაჲ თქუენი შეურაცხ-ყოფად ყოვლისავე ჴორციელისა ჭირისა, რომელ-ესე არს ჭეშმარიტი გამოჴსნაჲ. ხოლო რაჲიგი სხუასა ადგილსა თავისა თჳსისათჳს თქუა, აწ მამისათჳს იტყჳს. არცა მუნ მამასა განჰყოფდა თავისა თჳსისაგან, არცა აწ თავსა თჳსსა კიდე დაუტეობს საქმეთა ამათგან, არამედ მარადის და ყოველსავე შინა რასა-იგი იქმს მამაჲ, მასვე იქმს ძეცა და სული წმიდაჲ. ესრეთ გურწამს და აღვიარებთ. ხოლო პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ:
„ნუ გეშინინო, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ“. იცოდა მან ყოველნივე უხილავნი გონებისანი, რომელთაცა თმა თავისა ეწოდების, ამისთჳსცა ხედვიდა, ვითარმედ შევიდა შიში გულად მათდა, რომლისათჳსცა ჰრქუა: ნუ გეშინინ, დაღაცათუ შთასცჳვეთ ჴელთა მტერ-თასა, უდარესსა მას კერძსა ხოლო შემძლებელ არიან შეხებად, ჴორცთა ვიტყჳ, რომელ-იგი დაღაცათუ მათ არა მოაკუდინონ, ბუნებითი სიკუდილი მიიღებს. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ჴორცთაცა მოკუდინებასა არა იგინი უფალ იქმნეს, არამედ ბუნებითი საქმე პოეს. აწ უკუე ნუ ბუნებითისა ამის საქმისაგან გეშინინ, არამედ მისგან გეშინოდენ, ნუუკუე ბუნებისა გარეგანი იგი შეგემთხჳოს, რომელ არს სულით და ჴორცით გეჰენიასა შინა წარწყმედაჲ. მისგან გეშინოდენო, რომელსა ძალ-უც ამისი ქმნაჲ. და არა თქუა, თუ: მე ვარ, რომელსა სულთა და ჴორცთა მაქუს ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ზემოთქუმულთა მათ სიტყუათა მიერ გულისჴმა-ეყო მათდა, ვი-თარმედ იგი არს მსაჯული ცხოელთა და მკუდართაჲ და მეუფე ყოველთა დაბადებულთაჲ. კეთილად უკუე და შუენიერად განაწესა, ვითარმედ არავისგან ჯერ-არს შიში, გარნა მის მხოლოჲსაგან.
გარნა აწ ჩუენ უბადრუკთა ამათ გარემოგჳქცევიეს წესი ესე და წინააღმდგომსა ვიქმთ, მისგან არა გუეშინის, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა მიცემად გეჰენიასა ცეცხლისასა, არამედ ყოველნივე მცნებანი მისნი შეურაცხ-გჳყოფიან, ვითარმცა არა მისთა ჴელთა მიმავალ ვიყვენით, და უფროჲსღა ვართ და ესრეთ ვიქცევით, ვითარმცა საქმეთა ჩუენთა არა ხედვიდა იგი, რომლისა წინაშე იოტოდენნიცა გულისსიტყუანი ჩუენნი, ვითარცა თმანი თავისანი, ცხად არიან და განრაცხილ. ხოლო ჴორციელთა და სოფლიოთა მეფეთა და მთავართაგან, რომელთა ჴორცთა ხოლო ძალ-უც ანუ ტანჯვაჲ, ანუ მოწყუედაჲ, მათგან ვძრწით და გუეშინის; ჵ უბადრუკებაჲ ესე! ჵ უგუნურებაჲ ესე ჩუენი! ვითარ არა გულის-ჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ იგი თუ განვარისხოთ, სულისა თანა ჴორცთაცა მისცემს სატანჯველად. ხოლო ესენი არა თუ სულისა ოდენ, არამედ არცა თუ ჴორცთა შემძლებელ არიან ვნებად; არამედ ტანჯნენ თუ, სულსა უბრწყინვალე-ჰყოფენ; უკუეთუ მოსწყჳდნენ, აღასრულეს საქმე ბუნებითი, რომელი თჳნიერ მათსაცა ყოფად იყო უეჭუელად.
იხილეა, ვითარ ყოვლით კერძო უჩუენა მათ, ვითარმედ ადვილ არს მოღუაწებაჲ იგი?
რამეთუ დაუტეო ჩუენისა ამის ვერაგობისა სიტყუაჲ და პირველსავე სიტყუასა მოვიდე სახარებისასა: იხილნა, ვითარმედ უწყებამან მან სიკუდილისამან შეაშინნა გონებანი მათნი; რამეთუ ჯერეთ საშინელად მძლავრობდა სიკუდილი, ჯერეთ არღა ადვილად საძლეველ ქმნილ იყო, და რომელთა-იგი ეგულებოდა შეურაცხ-ყოფაჲ მისი, ჯერეთ არღა მოეღო მადლი იგი სულისა წმიდისაჲ, ამისთჳს ეშინოდა. ხოლო ქრისტე განაქარვებს შიშსა მას და შეურვებასა მათსა, და შიშითა შიში განიოტა, მერმისა მის წარწყმედისა შიში წინაუყო და გეჰენიისა მის საუკუნოჲსაჲ, რაჲთა წუთერთისა მის სიკუდილისა შიში განუქარვოს. და კუალად შემდგომიცა ესე სიტყუაჲ მითვე სახითა შეჰმზადა, შიშიცა დიდი წინაუყო და სასოებაჲცა სასყიდლისა დიდისაჲ უჩუენა, რაჲთა ორკერძოვე ასწაოს მათ და მათ მიერ ყოველთა კაცთა ჭეშმარიტებისათჳს კადნიერებაჲ. ამისთჳს იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაც-თა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა“ (10,32-33).
თ ა რ გ მ ა ნ ი: გულისჴმა-ყავ გამოწულილვაჲ სიტყჳსა ამის: არა თქუა: რომელმან აღმიაროს მე, არამედ: „რომელმან აღიაროს ჩემდამო“, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ აღმსაარებელი იგი არა თჳსითა ძალითა, არამედ მისმიერისა მადლისა ზეგარდამო შეწევნითა აღიარებს კეთილსა მას აღსაარებასა, რამეთუ იგი მოუვლენს შეწევნასა თჳსსა, რომელთა თანა პოოს გონებაჲ კეთილი და გულსმოდგინებაჲ ფრიადი და სარწმუნოებაჲ შეუორგულებელი მისა მიმართ.
ხოლო უარისმყოფელისათჳს არა თქუა: რომელმან უარ-ყოს ჩემდამო, არამედ: „რომელმან უარ-მყოს მე“, რამეთუ თჳსისა მის უკეთურებისათჳს ცარიელ არს ნიჭისა მისგან და ესრეთ თავით თჳსით უარ-ჰყოფს იგი, რამეთუ დატევებულ იქმნა მადლისა მისგან კეთილისა.
თქუას სადმე ვინ, ვითარმედ: რაჲსათჳსღა საბრალობელ არს, უკუეთუ დატევებულ იქმნა მადლისა მისგან და ამისთჳს უარ-ყო? - ესე ამისთჳს, რამეთუ მიზეზი დატევებისაჲ მისგან იქმნა, განდრეკილებისათჳს და უკე-თურებისა გონებისა მისისა. არა თუ ღმერთი არა მზა იყო შეწევნად მისა, არამედ მან გონებისა თჳსისა ბილწებითა გარემიაქცია შეწევნაჲ მისი და მისცა თავი თჳსი ეშმაკსა.
რაჲსათჳს უკუე არა კმა-იყოფს გონებითსა სარწმუნოებასა ზედა, არამედ აღსაარებასაცა პირისასა ეძიებს? რაჲთა კადნიერებით იყოს და სრულებით აღსაარებაჲ იგი და არა მოწიწებით და მალვით და ერთითა ხოლო კერძითა გონებისაჲთა. რამეთუ უჯერო არს ესე, თუ გონებასა ჰრწმენეს და პირი უარ-ჰყოფდეს. ამისთჳს ეძიებს აღსაარებასა ჴმამაღალსა, რაჲ-თა გამოჩნდენ, რომელთა უყუარს იგი ყოვლითა გულითა, და აღამაღლნეს იგინი სიმაღლითა მით ჭეშმარიტითა, რაჲთა განირჩიოს იფქლი ბზისაგან და შევიდეს საუნჯეთა მათ ზეცისათა. ამისთჳსცა ყოველთა მიმართ მორწმუნეთა ჰყოფს სიტყუასა ამას, არა ხოლო თუ მოციქულთა, რაჲთა ყოველნივე ახოან ვიყვნეთ და კადნიერ აღსაარებასა შინა მისსა და განმზადებულ ყოვლისავე ჭირისა მოთმინებად და ყოვლისა სატანჯველისა, რაჲთა მოვიგოთ უფალი ჩუენი და მეუფე თანამდებად აღსაარებისა ჩუენისა წინა-შე მამისა მისისა და ყოველთა ანგელოზთა. და ამათ სიტყუათა სარწმუნოებამან მრავალნი მოიყვანნა მორჩილებად მოციქულთა და მიცემად თავნი თჳსნი სიკუდილდ სახელისათჳს უფლისა.
ამისთჳსცა უმეტესი შრომისა მის განმზადებულ არს მისაგებელი კე-თილისაჲ, და უმეტეს წუთერთისა მის განსუენებისა ცოდვილთაჲსა დამარხულ არს სატანჯველი. ვინაჲთგან მოღუაწე იგი ღმრთისმსახურებისაჲ ჟამთა უსწრობს და მიიხუეჭს კეთილის-ყოფასა მას მეუფისასა, და კუალად ცოდვილი დროებისა მისთჳს სატანჯველისა ჰგონებს, თუ შეი-ძენს რასმე, ამისთჳს ფრიად უმეტესობაჲ მისაგებელთაჲ მათ განაწესა უფალმან, რაჲთა ჰრქუას მოყუარეთა სახელისა მისისათა: მიიხუეჭეთ თქუენ ჟამი საწუთროჲსაჲ და პირველად თქუენ აღმიარეთ და ჰგონებთ, თუ მძლე მექმნენით, გარნა მერმისა მის საუკუნისა ჟამი მე მივიხუეჭო და ესოდენ გძლო თქუენ ნაცვლისა მიგებითა, რაოდენ ვერცა თუ შემძლებელ ხართ მოგონებად, რამეთუ ოდეს-იგი აღგიარნე წინაშე მამისა ჩემისა და ყოველთა ანგელოზთა, ნიჭთა მათ თქუენდა მოცემადთაჲ შეუძლებელ არს გონებითა კაცობრივითა მოგონებაჲ ანუ ენითა ჴორციელითა მითხრობაჲ.
ჰხედავა, კაცო, რამეთუ მუნ დამარხულ არიან კეთილნიცა და სატანჯველნიცა? რაჲსათჳს უკუე ისწრაფი და აქა ეძიებ მოსაგებელსა, რომელიეგე სასოებით სცხონდები?
აწ უკუე, ოდეს ჰქმნე კეთილი და არა მოიღო აქავე მოსაგებელი, ნუ სულმოკლე ხარ, რამეთუ მომავალსა მას საუკუნესა მრავალწილად მიიღო სასყიდელი შენი. და კუალად, უკუეთუ ჰქმნე ბოროტი და არა დაისაჯო აქავე, ამისთჳს ნუ გიხარიან, რამეთუ უკუეთუ არა მოიქცე და შეინანო, მუნ ჰპოო სატანჯველი. პირი უფლისაჲ იტყოდა ამას; ვინ იკადროს ურწმუნოებაჲ ანუ ორგულებაჲ? რამეთუ საქმენიცა მებრ ხილულნი წამებენ უხილავსა მას. იხილენ, ვითარ საკჳრველ არიან აქავე ყოველთა მიერ მოწამენი და აღმსაარებელნი ქრისტესნი, ვითარ უკუე შეუძლოს ვინ ურწმუნოებად მერმისა მისთჳს განმზადებულისა მათთჳს დიდებისა. ჭეშმარიტად და უტყუველად მუნ დამარხულ არიან ნიჭნი იგი მართალთანი და სატანჯველნი ცოდვილთანი. აწ უკუე უარისმყოფელთა უფლისათა აქაცა ევნების და მუნცა; აქა - დასჯილნი შინაგანისა გონებისაგან, და მუნ - მიცემადნი საუკუნეთა მათ სატანჯველთა. ხოლო კეთილისა მის აღსაარებისა აღმსაარებელნი აქაცა შეიძენენ და მუნცა; აქა ბუნებითსა მას და თანაწარუვალსა სიკუდილსა სასუფეველისა ცათაჲსა მოსაგებელად იჴმარებენ და ყოველთა მიერ სანატრელ იქმნებიან, და მუნ მიუთხრობელთა მათ კეთილთა დაიმკჳდრებენ და ქრისტესა აღმსაარებელ და ქადაგ თჳსისა ახოვნებისა ჰყოფენ, ვითარცა ესერა გუაუწყა უტყუელითა მით პირითა და ყოვლით კერძო მორწმუნენი თჳსნი ფრთოან-ყვნა აღსაარებისა მიმართ. რამეთუ ცანი განუხუნა და საბჭოჲ იგი საშინელი უჩუენა და განწყობილნი ანგელოზთანი წარმოუდგინნა: და მათ ყოველთა წინაშე აღსაარებაჲ აღმსაარებელთა თჳსთაჲ აღუთქუა და გჳრგჳნოსნობაჲ მათი გულისჴმა-უყო, რაჲთა ყოვლით კერძო შეიჭურნენ და აქუნდეს სიკუდილი ესე ჴორციელი სრულიად შეურაცხად.
სწავლაჲ ლდ ვითარმედ ჯეროვნად განგებულ არს ხრწნილებაჲ ესე გუამთა ჩუენთაჲ, რამეთუ უკუეთუმცა ესე არა ეგრეთ იყო, მრავალიმცა უჯეროებაჲ იქმნა სოფელსა შინა
აწ უკუე, სარწმუნოებისმოყუარენო, ერნო ქრისტესნო, გულის-ჴმა-ყავთ გონებათა თქუენთა ყოველნი ესე სიტყუანი და ბრძანებანი ქრისტესნი, და კაცად-კაცადმან შეურაცხ-ვყოთ სიკუდილი ჭეშმარიტებისათჳს და შევჰრაცხოთ იგი უადვილეს ძილისა. უკუეთუ მოგუეცეს ჟამი აღსაარებისაჲ, ნუ ვჰრიდებთ ჴორცთა ჩუენთა, არამედ ურიდად მოვაკუდინნეთ იგინი, რაჲთა მოვიყიდოთ სასუფეველი.
ხოლო დაღაცათუ არა იპოებოდის ჟამი წამებისაჲ წინაშე მეფეთა და მთავართა, არამედ, ვითარცა მრავალგზის მითქუამს, არსვე მარადის ჩუენთჳს ჟამი წამებისაჲ, უკუეთუ არა უდებ ვიყვნეთ და ჴორცთა მოყუარე. რამეთუ წინამდებარე არს ჩუენდა ბრძოლაჲ ვნებათაჲ, მოღუაწებაჲ საღმრთოჲსა მოქალაქობისაჲ; ესე შევიკრძალოთ: მძლე ვექმნათ ეშმაკთა, მოვაკუდინნეთ ჴორცნი ჩუენნი ვნებათაგან, დავიმორჩილნეთ იგინი და დავიმონნეთ მოღუაწებითა. ესრეთ თუ ვცხონდებოდით და სიყუარული ქრისტესი აღვატყინოთ გონებათა შინა ჩუენთა, ვიქმნეთ მოწამე თჳნიერ სისხლთა დათხევისა. მოვიძულოთ, ძმანო, ცხორებაჲ ესე საწუთროჲ და წარმავალი, რამეთუ ფრიად უაღრესისა ცხორებისა კარი განღებულ არს ჩუენდა შემდგომად ამიერ წარსლვისა, უკუეთუ გუენებოს შესლვად. რაჲსათჳს უკუე გუეშინის სიკუდილისაგან, უკუეთუ მონებასა შინა ქრისტესსა აღვესრულებით?
იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ხრწნილებაჲ გუამთაჲ მებრ სამძიმარ არს. ამისთჳს მცირედი ვთქუა მათდა მიმართ: ჯერ-არს, მორწმუნეო, ამის პირისათჳს უმეტესადღა სიხარული, რამეთუ სიკუდილი განიხრწნების და მოკუდავებაჲ განქარდების. არა თუ არსებაჲ იგი და ბუნებაჲ ჴორცთაჲ წარწყმდების, არამედ უფროჲსად განახლდების. ვითარცა-რაჲ დაძუელებული ვინ ჭურჭელი რვალისაჲ შთადვის ბრძმედსა, რაჲთა დაადნოს და რვალისა წილ ოქროჲსაჲ შექმნას, მწუხარემცა იყავა მას ზედა? ეგრეთვე გულისჴმა-ყავ გუამთა ჩუენთა საქმე და ნუ მწუხარე ხარ, რამეთუ განახლებაჲ არს და არა წარწყმედაჲ.
არამედ იტყჳან მეტყუელნი იგი: ესრეთ გუენებაო, რაჲთა თჳნიერ ხრწნილებისა მის იქმნებოდამცა განახლებაჲ იგი, და ესრეთ განუხრწნელადმცა ეგნეს ვიდრე დღედმდე განახლებისა მის.
და რაჲმცა იყო სარგებელი ამის საქმისაგან ანუ ცოცხალთათჳს, ანუ მიცვალებულთათჳს? ვიდრემდის იყოს ჩუენ შორის ჴორცთმოყუარებაჲ ესე? ვიდრემდის აჩრდილთა მიმართ განცჳბრებულ ვართ? რაჲმცა იყო ამის საქმისაგან სარგებელი? და უფროჲსღა ვთქუა, თუ: რომელიმცა სავნებელი არა იშვა ამისგან? რამეთუ უკუეთუმცა გუამნი არა განიხრწნებოდეს, პირველად, თავი იგი ყოველთა ბოროტთაჲ, რომელ არს ანპარტავნებაჲ, მრავალთამცა თანა აღორძნდებოდა; რამეთუ უკუეთუ განწესებულსა ამას ზედა ხრწნილებასა და ჭამასა ზედა მატლთასა მრავალთა ისწრაფეს ღმრთად საგონებელ-ყოფაჲ, უკუეთუმცა უხრწნელებაჲცამცა გუამთაჲ თანაშემწედ აქუნდა, რაჲმცა ურჩულოებაჲ არა მოიგონეს?
მეორედ, უკუეთუმცა უხრწნელებაჲ გუამთაჲ იყო, არამცა სარწმუნო იქმნა, თუ ჴორცნი ესე მიწისაგან არიან. რამეთუ უკუეთუ აწ საქმე წამებს და ჯერეთ იჭუეულღა ვიეთნიმე არიან, უკუეთუმცა ამას არა ხედვიდეს, არამცა უძჳრესი მოიგონესა?
მესამედ, დიდადმცა შეიყუარნეს კაცთა ჴორცნი და ფრიად უმეტეს აწინდელისა ამის იყვნესმცა ზრქელ გონებითა და ჴორცთმოყუარე და ყოვლითურთ ვნებულ;
მეოთხედ, არამცა ესრეთ საწადელ და სასურველ იყო საუკუნოჲ იგი მომავალი;
მეხუთედ, რომელნი უკუდავებასა იტყჳან ამის სოფლისასა, უმეტესიმცა ძალი მიიღეს თჳსისა მის გონებათა ცთომილობისაჲ და არამცა ჰრწმენა დამბადებელი ღმერთი;
მეექუსედ, არამცა საცნაურ იყო სიკეთე იგი სულისაჲ და თუ რაოდენი საქმე უპყრიეს, ვიდრემდე იყოს გუამსა შინა;
მეშჳდედ, მრავალთამცა, რომელთა საყუარელნი აღესრულნეს, დაუტევნეს სახლნი თჳსნი და საფლავებსამცა დაემკჳდრნეს და მკუდართა მათთაგანმცა განუშორებელ იქმნეს განცჳბრებულნი გონებითა. უკუე-თუ აწ გუამთაღა დამჭირვაჲ შეუძლებელ არს, რამეთუ დიან და წარვლენ, ხატთა ვიეთნიმე საყუარელთა თჳსთასა გამოსახვენ და ყოვლითურთ შემსჭუალულ მათ ფიცართადა არიან, უკუეთუმცა გუამთაჲცა შეეძლო განუხრწნელად ქონებაჲ, რომელიმცა უწესოებაჲ არა მოიპოვეს? მე ვჰგონებ, ვითარმედ მრავალთა ტაძარნიმცა აღუშენნეს ესევითართა მათ გუამთა, და მრავალსამცა აუცნებდეს მათ მიერ სიტყუად ეშმაკნი, ვინაჲთგან აწცა მოქმედნი იგი მისნობისანი მრავალსა ესევითარსა იკადრებენ გამოთქუმად შემდგომად ხრწნილებისა ამის და მიწა და ნაცარ ქმნისა ჴორცთაჲსა; რავდენნიმცა კერპთმსახურებანი იქმნნეს ამის საქმისაგან და სხუანი მრავალნი ბოროტნი?
ამისთჳს წინაჲსწარ განაგო ღმერთმან ამის ყოვლისა დაყენებაჲ და ინება სწავლაჲ ჩუენი განშორებად წარმავალთა და ცუდთა საქმეთაგან და განაწესა დაჴსნაჲ იგი გუამთაჲ წინაშე თუალთა ჩუენთა ჯეროვნად და სამართლად. ამისთჳს მრავალგზის არნ ვინმე ჴორცთმოყურე და სიყუარულითა ქალისა შუენიერისაჲთა შეპყრობილი. ესევითარმან მან უკუეთუ არა ინებოს გულისჴმის-ყოფისა მიერ გონებისა ცნობად საძაგელებაჲ ცოდვისაჲ, ემხილოს მას ხილვითა თუალთაჲთა, იხილნეს რაჲ მრავალნი თანამოჰასაკენი თჳსისა მის საყუარელისანი და მისსა უშუენიერესნი მომკუდარნი, რომელთა შემდგომად ერთისა ანუ ორისა დღისა აღმოუტევიან სულმყრალობაჲ სასტიკი და წუთხისა მდინარე და მატლთა სიმრავლე. ნუუკუე თჳთ მებრ მისსა მას საყუარელსაცა შეემთხჳის ესე წინაშე თუალთა მისთა, უკუეთუ არა, ოდესმე უეჭუელად შეემთხჳოს, რაჲთა ცნას უგულისჴმომან მან, თუ ვითარი არს საყუარელი იგი მისდა და ფრიად საწადელი შუენიერებაჲ, თუ რაჲზომ დუხჭირ არს, რაჲზომ საძაგელ. ხოლო უკუეთუმცა გუამნი არა განიხრწნებოდეს, არამცა საცნაურ იქმნა საქმე ესე, არამცა შეიგონეს უგულისჴმოთა მათ, არამედ ვითარცა ეშმაკნი მირბიან სამაროანსა, ეგრეთვე მრავალნი ტრფიალნი სამარეთამცა ზედა სხდეს და ეშმაკნიმცა შეიწყნარნეს სულადმცა და ესევითარითა მით სიბორგილითამცა მოსწყდეს. ხოლო აწ სხუასა ყოველსა თანა ესეცა დიდი სარგებელი არს ესევითართაჲ მათ, რომელ ხატნი იგი არა ჩანან და მოვლენ დავიწყებად ვნებისა მის.
კუალად, უკუეთუმცა ხრწნილებაჲ არა იყო, არცამცა საფლავები აღმოიკუეთებოდა, არამედ იხილემცა ქალაქთა და სოფელთა შინა სავსენი მკუდარნი, რაჟამს კაცად-კაცადი სურვიელ არნ თჳსსა მას მამასა, ანუ შვილსა, ანუ ძმასა, ანუ საყუარელსა ხედვად; და დიდიმცა უწესოებაჲ იქმნა ამის საქმისაგან, და ფრიადიმცა დახრწევაჲ იყო ქადაგებისა ამისთჳს უკუდავებისა სულთაჲსა, და სხუაჲმცა მრავალი უჯეროებაჲ შემოვიდა სოფლად, რომელი თქუმადცა არა ჯერ-არს.
ამისთჳს მეყსეულად განიხრწნებიან გუამნი, რაჲთა კეთილად გულის-ჴმა-ჰყო შუენიერებაჲ იგი სულისაჲ და სცნა, ვითარმედ: უკუეთუ ჴორცთა ესრეთ შუენიერ-ჰყოფს, ვიდრემდის მათ თანა იყოს, რავდენ უფროჲს იგი თჳთ ფრიად შუენიერ არს და კეთილ?
უკუეთუ ესრეთ უშუერსა ამას გუამსა ეგევითარითა ფეროვნები-თა შეამკობს, ვიდრეღა შორის მისსა იქცეოდის, და ესრეთ მტკიცედ უპყრიეს, რავდენ უფროჲს იგი თჳთ ეგოს სიკეთესა ზედა თჳსსა მადლითა ღმრთისაჲთა? რამეთუ არა თუ ჴორცნი არიან შუენიერ, არამედ განგებულებაჲ იგი და ფეროვნებაჲ, რომელი მიეცემის თანამკჳდრობითა მით სულისაჲთა, იგი არს შუენიერება ჴორცთა.
აწ უკუე, კაცო, ნუ ჴორცნი გიყუარან, არამედ სული შეიყუარე, რომელი ჴორცთაცა განაშუენებს, რამეთუ არა ხოლო თუ შემდგომად სიკუდილისა საცნაურ არს, ვითარმედ სულისა თანამკჳდრობითა იყო სიკეთე ჴორცთაჲ, არამედ ამასვე ცხორებასა. უკუეთუ გნებავს, გულისჴმა-ჰყო, ვითარ ყოველივე სიკეთე და შუენიერებაჲ ჴორცთაჲ სულისაგან არს. რამეთუ მხიარულ თუ იქმნას სული, მეყსეულად ფეროან-ჰყოფს პირსაცა; უკუეთუ შეწუხნეს, უჩინო-ჰყოფს ფეროვნებასა და მჭუნვარებასა შეჰმოსს პირსა; უკუეთუ სამარადისოდ იხარებდეს, შუებულ არნ პირიცა და ყოველივე გუამი; უკუეთუ მწუხარე არნ და მგლოარე, ჴორცნიცა უშუერ და განლეულ იქმნიან; უკუეთუ გულისწყრომითა განფიცხდის, ყვის პირი იგი საშინელ და საწყინო; უკუეთუ დამშჳდნის იგი, პირიცა დასწყნარდის; ოდეს სული შურითა შეპყრობილ იქმნის, უფერულ და განლეულ იქმნის პირი; უკუეთუ სიყუარულითა აღივსის, შუებულ არნ პირიცა და შუენიერ.
ამისთჳსცა მრავალნი აგებულებითა ჴორცთაჲთა არა შუენიერ იყვნიან, გარნა სიკეთისათჳს სულისა მათისა ყოველთა მიერ იყვნიან საყუარელ და საწადელ ხილვად. სხუანი იყვნიან შუენიერ პირითა, და სიხენეშემან სულისამან ყვნის იგინი საძულელ ყოველთა მიერ და საწყინო.
გულისჴმა-ყავ, ვითარ სირცხჳლეულ რაჲ იქმნის სული რომლისათჳსვე საქმისა, მეყსეულად განაწითლის პირი; და კუალად, ურცხჳნო თუ არნ სული, გლისპ არნ პირიცა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ყოველივე შუენიერებაჲ ჴორცთაჲ სულისა თანამკჳდრობითა არს; რაბამ უკუე არს მისი იგი სიკეთე, გულისჴმა-ყავთ.
ხოლო შენ, კაცო, რაჲსათჳს დაგიტევებიეს მთავარი და მონისადა შეკუართულ ხარ? რაჲსათჳს თანაწარჰჴდები მოძღუარსა და მოწაფესა დაემეგობრები? უკუეთუ იხილო პირი შუენიერი, სული გულისჴმა-ყავ მისი, ვითარი არს; უკუეთუ იგი შუენიერ იყოს სათნოებათა მიერ და ღმრთისმოყუარებისა, სამართალად საყუარელ არს კაცი იგი; უკუეთუ სული უშუერ იყოს უფლებისაგან ვნებათაჲსა, ჴორცთა ფეროვნებასა ნუცაღა მიხედავ, რამეთუ სული ბუნებით ესოდენ შუენიერ არს, რომელ ვერცა თუ შემძლებელ ვართ ენითა მითხრობად. არამედ შუენიერებაჲ იგი ბუნებითი აღემატებისცა და დაიჴსნებისცა. უკუეთუ შეიყუაროს ღმერთი და მცნებანი მისნი შეიტკბნეს და შჯულსა მისსა იწურთიდეს დღე და ღამე და დამბადებელი თჳსი მოიგოს თანამკჳდრად, და სთნდეს მეუფესა სიკეთე მისი და მოვიდეს თანა მამით და სულით წმიდითურთ და სავანე-ყოს მის თანა, ვინმე იტყოდის ესევითარისა მის სულისა შუენიერებასა და სიკეთესა? ვერცა გონებაჲ მისწუთების, ვერცა ენაჲ იტყჳს. ინება ოდესმე სოლომონ თჳსითა მით სიბრძნითა ესევითარისა სულისა სახედ თქუმად ქებასა მას შინა ქებათასა, გარნა სრულებით ვერ უძლო, არამედ რაოდენ უძლურებასა კაცობრივსა ენისასა ძალ-ედვა, ესოდენცა თქუა, რამეთუ ესევითართა მათ სულთა ქებაჲ ღმრთისაგან არს და არა კაცთა მიერ.
უკუეთუ კუალად ყოს სულმან თავი თჳსი სამკჳდრებელად ვნებათა და დააშავოს ფეროვნებაჲ იგი ბუნებითი საძაგელებითა მით ცოდვათაჲთა და შეიწყნაროს ეშმაკი თანამკჳდრად თჳსად უბადრუკმან, ჵ, ვითარ-მე მიგითხრა ესევითარისა მის სულისა უშუერებაჲ იგი და სულმყრალობაჲ და საძაგელებაჲ მისი, რომლისათჳსცა მადლსა სულისა წმიდისასა განიოტებს თავისა თჳსისაგან და შეიწყნარებს უშუერებითა და სულმყრალობითა სავსეთა მათ ეშმაკთა, რაჲთა იქმნას ყოვლითურთ ოჴერ.
ესევითარითა ამით სახითა ბუნებითი იგი შუენიერებაჲ სულისაჲ ანუ აღემატების, ანუ განირყუნების. რამეთუ არა ეგრეთ არს ბუნებაჲ მისი, ვითარცა ჴორცთაჲ. ჴორცთა აგებულებაჲ ვითარიცა დაებადოს, მას ზედა ჰგიეს. არცა შუენიერი თავით თჳსით უშუერ იქმნების გუამი ანუ თუ პირი, არცა უშუერსა ჴელ-ეწიფების თავისა თჳსისა განშუენებად. ხოლო სული თჳთმფლობელად დაბადებულ არს და ჴელ-ეწიფების, ვიდრემდის ჴორცთა ამათ შინა იყოს, შეცვალებად თავისა თჳსისა, ვიდრეცა ენებოს; მრავალგზის შუენიერ არნ, და ინების მიდრეკად ცოდვისა მიმართ, და იქმნის ფრიად უშუერ. სხუაჲ უშუერ არნ და საძაგელ შებღალვითა მით ცოდვათაჲთა, და მეყსეულად ლმობიერ იქმნის, მოიძულის ცოდვათა იგი მწჳრე, მოიქცის ღმრთისა, მოიგის სინანული და მადლითა ღმრთისაჲთა წარემატის ბუნებითსა მას შუენიერებასა შინა თჳსსა. ხოლო უკუეთუ უმეტესადრე იღუაწის, ანგელოზთასაცა მიიწიის საზომსა. ესე ყოველი ჴელ-ეწიფების სულსა, ვიდრეღა ჴორცთა ამათ შინა იყოს, ხოლო გან-რაჲ-ვიდეს მათგან, არღარა ჴელ-ეწიფების საქმეთა მათ თჳთმფლობელობისათა აღსრულებად, არამედ ვითარიცა სახე მოატყუა თავსა თჳსსა სოფელსა ამას შინა, მასცა ზედა ჰგიეს.
ამისთჳს გევედრები, ჵ ქრისტესმოყუარენო, გულისჴმა-ყავთ, ჵ მორწმუნენო, შეიგონეთ, მოედით, განვაშუენოთ კაცად-კაცადმან სული თჳსი, ვიდრეღა ჟამი გუაქუს! მოვედით, აღვჴოცოთ მისგან უშუერებაჲ იგი ცოდვათაჲ! მოედით, შევამკოთ იგი სამკაულითა მით სათნოებათაჲთა, რაჲ-თა სთნდეს ღმერთსა სიკეთე ჩუენი, და დაემკჳდროს ჩუენ შორის სული წმიდაჲ და მკჳდრ-მყვნეს საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.