მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 10:39

38. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს.39. რომელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.40. რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.
სახარებაჲ მათესი თავი 10
39. რომელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან პოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოვოს იგი“ (10,39).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, რომელმან ჰრიდოს სულსა თჳსსა ჩემთჳს სიკუდილად მიცემაჲ, მან წარიწყმიდოსო იგი გეჰენიასა შინა ცეცხლისასა; ხოლო რომელმან მისცეს სული თჳსი სიკუდილდ სახელისა ჩემისათჳს, მან ჭეშმარიტად პოოს იგი სასუფეველსა შინა ცათასა.

ჰხედავა, ვითარ სავნებელ არს უწესოჲ და უჯეროჲ სიყუარული, და ვი-თარ სარგებელ არს ჟამსა თჳსსა სიძულილი? რამეთუ ვინაჲთგან მცნებანი ესე მძიმედ ჩნდეს, რომელ-იგი უბრძანა ბრძოლად განწყობაჲ მშობელ-თა მიმართ და შვილთა და თჳსთა და მეგობართა და ყოვლისავე სოფლისა და მერმეღა სულისაცა თჳსისა მიმართ, რაჟამს მისცეს იგი სიკუდილდ, ამისთჳს სარგებელიცა დიდი მიუთხრა ესევითარისა ამის სიძნელისაჲ, ვი-თარმედ: რომელმან დადვას სული თჳსი ჩემთჳს სიკუდილდ, მან პოოს იგი ჭეშმარიტად, ესე იგი არს, აცხოვნოს იგი მკჳდრობითა მის სასუფეველისაჲთა. ვითარცა-იგი მარადის იქმს, რომელი საწადელად უჩნნ, მისი პოვნაჲ წინაუყვის; ეგრეთცა აწ ეტყჳს: რაჲსათჳს არა წადიერ ხარო, კაცო, მიცემად სული შენი სიკუდილდ? ამისთჳს, რამეთუ გიყუარსა იგი? აწ უკუეთუ გულისსიტყუაჲ ესე შენი ჭეშმარიტ არს და გიყუარს სული შენი, ნუ ჰრიდებ მას ჩემთჳს სიკუდილად დადებად. ესე თუ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი X
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
10:34-39 — რწმენის მახვილი და ჯვრის აღება:

34-36. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი. - ყოველთვის კარგი არაა თანხმობა, არამედ არის შემთხვევაც, როცა კარგი განყოფაა. მახვილი სარწმუნოების სიტყვაა, რომელიც ჩვენ შინაურთა და ნათესავთაგან გამოგვყოფს, თუკი ისინი ღმრთისმოსაობაში ხელს შეგვიშლიან. უფალი იმას კი არ გვეუბნება, რომ მათ რაღაც უბრალო მიზეზის გამო უნდა გავშორდეთ ან გამოვეყოთ, არამედ მხოლოდ მაშინ, რაჟამს არ გვეთანხმებიან, ან უფრო მეტიც, შინაც კი გვეღობებიან რწმენის გზაზე.

37. რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. - ხედავ? მშობლები და შვილები მხოლოდ მაშინ უნდა მოვიძულოთ, რაჟამს მოისურვებენ, რომ ისინი ქრისტეზე მეტად შევიყვაროთ. მაგრამ მამასა, დედასა და შვილებზე რაღას ვამბობ? უფრო მეტიც მოისმინე:

38. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის