📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მოფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მოფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა“ (10,34).
კუალად მძიმეთა და ფიცხელთა სიტყუათა წინაუყოფს და, რომელსა მათ ეგულებოდა თქუმად, წინაჲსწარვე მიუთხრა მათ, რაჲთა არა, ესმოდის რაჲ ესევითარი ესე ყოველივე ძნელოვანი, ჰრქუან მას, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ამისთჳს მოხუედა, რაჲთა ჩუენცა მოსაკლავად მიგუცნე და იგინიცა, რომელნი მერჩდენ ჩუენ, და ბრძოლითა აღავსო სოფელი?
ამისთჳს პირველვე თავადი ეტყჳს ამას, ვითარმედ: „არა მოვედ მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა“. ვითარ უკუე ამცნო მათ მშჳდობისა მიცემად, რომელსაცა სახლსა შევიდენ? ანუ ვითარ იტყოდეს ანგელოზნი: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ“?1 და ვი-თარ ყოველნივე წინაჲსწარმეტყუელნი ამას ქადაგებდეს? არამედ გულის-ჴმა-ყავთ, ვითარმედ არარაჲ არს აქა წინააღმდგომი. გამოვიძიოთ უკუე, თუ რომელი არს იგი მშჳდობაჲ, რომელსა უფალმან უბრძანა მოციქულთა, რაჲთა მისცემდენ მორწმუნეთა, და ანგელოზნი ქადაგებდეს, და წინაჲსწარმეტყუელნი გუახარებდეს.
განდგომილნი ვიყვენით და განვრდომილნი ღმრთისაგან, მტერ ვიყვენით და მბრძოლ, რამეთუ დამონებულ ვიყვენით მძლავრსა მას ბოროტსა. მოვიდა უფალი და დაჰჴსნა მტერობაჲ იგი, რომელი იყო შორის ღმრთისა და კაცთა, ვითარცა იტყჳს პავლე მოციქული: „რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუაკედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა, მტერობაჲ იგი ჴორცითა მისითა, შჯული იგი მცნებათაჲ მათ ბრძანებითა განაქარვა, რაჲთა ორივე იგი დაჰბადოს მას შინა ერთად ახლად კაცად ყოფად მშჳდობისა. და დააგნეს ორნივე იგი ერთითა ჴორცი-თა ღმერთსა ჯუარისაგან, მოკლა მტერობაჲ მას შინა და მოვიდა და გახარა მშჳდობაჲ თქუენ შორიელთა და მშჳდობაჲ მახლობელთა, რამეთუ მის მიერ მაქუს ჩუენ მიახლებაჲ იგი ურთიერთას ერთითა სულითა მამისა მიმართ“.2 ამის ესევითარისა მშჳდობისათჳს ეტყოდა უფალი მოწაფეთა, მი-რაჲ-ვიდოდა ცხოელსმყოფელსა მას ვნებასა: „მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ“.3 ხოლო ესევითარი ესე მშჳდობაჲ ამით მახჳლი-თა წარემართებოდა, რომლისათჳს აწ იტყჳს უფალი, ვითარმედ: „მოვედ მოფენად ქუეყანასა ზედა“. რამეთუ ვიდრემდის იყო მშჳდობაჲ შორის ჩუენსა და ვნებათა, ვიდრემდის კაცნი შეთქუმულ იყვნეს ბოროტთა ზედა, ჭეშმარიტი იგი მშჳდობაჲ არა იპოებოდა, არამედ უფროჲსად მტერობაჲ და
1 ლუკ. 2,14. 2 ეფეს. 2,14-18. 3 იოან. 14,27.
განდგომილებაჲ ღმრთისაგან. ვინაჲთგან უკუე მოვიდა უფალი და მოჰფინა მახჳლი, განმკუეთელი ესევითარისა მის ბოროტთა ზედა შეთქუმულობისა და ეშმაკთა მიმართ და ვნებათა მშჳდობისაჲ, ყო ჭეშმარიტი იგი მშჳდობაჲ კაცთა შორის და შეაერთნა ქუეყანისანი ზეცისათა; ხოლო რომელთაცა არა ინებეს დაჴსნად მშჳდობისა მის ბოროტისა, რომელი აქუნდა მორჩილებად ეშმაკთა და მონებად ცოდვისა, იგინი განწვალნა ღმრთისმოყუარეთაგან, უფროჲსღა მათ განიწვალნეს თავნი თჳსნი.
ესე არს უკუე მშჳდობაჲ ჭეშმარიტი. ოდეს ჴორცნი იგი დამპალნი მოიკუეთნენ გუამისაგან და გუამი იგი სრულიად განიკურნოს, ოდეს მოლალენი იგი და შფოთისმოქმედნი განვიდენ კრებულისაგან, მაშინ იყოს მუნ ყოველივე მშჳდობაჲ. ეგრეთვე მკურნალმან ჴელოანმან ყვის, ჰნებავნ რაჲ კეთილად განკურნებაჲ გუამისაჲ, რომელიცა პოის ჴორცი დამპალი, მოჰკუეთის და განაგდის, რამეთუ ცნის, ვითარმედ მისი კურნებაჲ არა არს და სხუასაცა გუამსა ავნებს. ეგრეთვე ერისთავმან გონიერმან, პოის რაჲ შეთქუმულებაჲ და ერთობაჲ ერისაჲ ბოროტსა რასმე ზედა, ისწრაფის განქარვებაჲ მისი.
ეგრეთვე იქმნა შენებასა მას გოდლისასა, რამეთუ ბოროტი იგი მშჳდობაჲ განწვალებამან მან კეთილმან დაჰჴსნა, და იქმნა მშჳდობაჲ. ეგრეთვე აქა იხილვების, რამეთუ მოვიდა უფალი, რაჲთა ყოველნი მოაქცინეს მონებისაგან ეშმაკისა მონებად ღმრთისა. ხოლო რომელთა ესე არა ინებეს, მათ თჳთ განწვალნეს თავნი თჳსნი ღმრთისმოყუარეთაგან. არამედ იტყჳან ვიეთნი, ვითარმედ სახარებაჲ არა ეგრეთ იტყჳს, თუ მათ განწვალნეს თავნი თჳსნი, არამედ მე მოვედო, იტყჳს უფალი, ესვითარისა ამის განყოფილებისა ქმნად; ხოლო ესე ნუგეშინის-ცემისათჳს მოციქულთაჲსა ესრეთ თქუა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ნუ ჰგონებთ, თუ შფოთისა მის და ურთიერთას განყოფისა კაცთაჲსა თქუენ ხართ მიზეზ. მე ვარ ამის საქმისა მოქმედი და ამისთჳს მოვედ, რაჲთა რომელნიცა არა ერჩდენ სიტყუასა ჩემსა და არა მოიქცენ მონებისაგან ეშმაკისა, განვყვნე მათგან მორჩილნი ჩემნი და მოყუარენი სახელისა ჩემისანი, რაჲთა განეშორნენ რაჲ ბოროტნი იგი, მაშინ კეთილნი შევაერთნე ზეცისა ძალთა. რამეთუ მოვედ მე მიფენად მახჳლისა შორის კაცთა და ეშმაკისა. აწ უკუე განწვალებასა მას ეშმაკთასა მორწმუნეთაგან, რომელნიცა მათისა მის ნაწილისა მოყუარე იპოვნენ, მათ თანა მივიდენ. ესრეთ რაჲ გულისჴმა-უყო, მეყსეულად თითოსახეობაჲ ბრძოლისაჲ მის და განყოფისაჲ მიუთხრა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული - დედისაგან თჳსისა და სძალი - დედამთილისაგან თჳსისა. და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი“ (10,35-36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თუ უფალი იყო მიზეზ ესევითარისა მის განწვალებისა, არამედ მათი იგი უკეთურებაჲ. ვითარცა რაჲ იყვნიან თუ მრავალნი შეწყუდეულ სახლსა შინა ბნელსა უკუნსა, და შეიწყალნის იგინი სახიერმან ვინმე, აღანთის ლამპარი და განუღის კარი და მოუწოდის ნათლად, რომელნიმე განვიდიან და შეუდგიან ნათელსა მას და განეშორნიან ბნელისა მისგან წყუდიადისა, ხოლო რომელნიმე არა შეუდგიან, არამედ დაშთიან ბნელსა შინა. აწ ვინ იქმნა მიზეზ განყოფისა მის მათისა? რომელმან-იგი მიუპყრა ნათელი და მოუწოდა ბნელისაგან, ანუ რომელნი-იგი არა შეუდგეს მას? ჰე, ჭეშმარიტად იგინი იქმნეს მიზეზ სიბნელისა და წარწყმედისა თჳსისა. გარნა ესე ჩუეულება არს წერილისაჲ ამის ესევითარისა სახისა თქუმად, ვითარცა იტყჳს: „მისცნა მათ ღმერთმან თუალნი არა ხედვად“.1 არა თუ ღმერთმან დაუყვნა თუალნი, - ნუ იყოფინ! - არამედ მათმან უკე-თურებამან. ეგრეთვე აქა განყოფილებისა მის მიზეზ უკეთურებაჲ იგი უშჯულოთაჲ მათ იქმნა. არამედ ამისთჳს უფალმან ესრეთ მიუთხრა მოციქულთა, რაჲთა ოდეს საქმე იქმნებოდის და მრავალნი მაცთურით ხადოდინ მათ და განმყოფელად მამა-დედათა შვილთაგან და მეუღლეთა ერთმანერ-თისაგან, არა შეშფოთნენ, არამედ გულისჴმა-ყონ, ვითარმედ პირველვე უთხრა ესე უფალმან. ეგრეთვესახედ იქმნა ძუელსაცა შინა შჯულსა, რაჲ-თა სცნა, ვითარმედ ესევე იყო მისცა შჯულისა განმგებელი.
რამეთუ ოდეს-იგი ჰურიათა ქმნეს ჴბოჲ და თაყუანის-სცეს, და უბრძანა მოსე სიტყჳთა უფლისაჲთა ურთიერთას მოწყუედაჲ მახჳლითა ლევიტელთა მათ, და მაშინღა იქმნა მშჳდობაჲ; ეგრეთვე, ოდეს-იგი ბელფეგორეს ჰმსახურეს, იქმნა, დაღაცათუ უკუე სისხლნი მრავალნი დაითხინეს მაშინ. არამედ ვიცით, ვითარმედ კაცთმოყუარებისათჳს იყო ბრძანებაჲ იგი, რაჲთა შეთქუმულებაჲ ბოროტისაჲ დაიჴსნას. ხოლო რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ ესე იყო, რომელმან-იგი მაშინ სათნო-იჩინა, ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელებაჲცა აჴსენა, დაღაცათუ არა ამას ზედა თქუმული, არამედ ესევითარისავე საქმისა მომასწავებელი: „და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი“;2 რამეთუ იყო ჰურიათაცა შორის ესევითარი საქმე: იყვნეს წინაჲსწარმეტყუელნი ჭეშმარიტნი, და იყვნეს სხუანი ცრუწინაჲსწარმეტყუელნი, და ერი იგი განწვალებულ იყო და სახლნი - განყოფილ, რომელ-თამე მათი ჰრწმენა და რომელთამე - მათი. ამისთჳს თქუა წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: „მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი მისნი“.
ეგრეთვე აქა აღესრულა: რომელთამე შეიყუარეს ქრისტე და სხუათა - ეშმაკი; და იქმნეს იგინი მტერ ქრისტესმოყუარეთა მათ. იხილეთ, ვითარ განეყო თეკლა დედასა თჳსსა და ქმარსა და შეუდგა ქრისტესა. ხოლო იგინი იქმნეს მტერ მისა და ძჳრ-ძჳრად ტანჯეს. და სხუანი ესევითარნი მრავალნი გამოჩნდეს, რომელთა შეიყუარეს ქრისტე, და თჳსთა მათთაგან იგუემნეს და მოიკლნეს. ამისთჳსცა იტყოდა უფალი, ვითარმედ: „ცეცხლისა მოვედ მოფენად“,3 რაჲთა გამოსახოს მჴურვალებაჲ იგი სიყუარულისაჲ, რომელი
1 შდრ. რომ. 11,8; 2 სჯ. 29,3. 2 შდრ. მიქ. 7,6. 3 ლუკ. 12,49.
მოიგეს მრავალთა მისა მიმართ. ხოლო ამათ სიტყუათა მიერ გონებასაცა მორწმუნეთასა განამტკიცებდა და მოციქულთაცა განაკრძალებდა და უმაღლეს-ჰყოფდა, ვითარმედ: უკუეთუ რომელთა თქუენ მიერ ჰრწმენეს, ესრეთ ეგულების ყოფად, რაჲთა შვილნი და მშობელნი და მეუღლენი შეურაცხ-ყვნენ სიყუარულისა ჩემისათჳს, გულისჴმა-ყავთ, თუ თქუენ ვითარ გიღირს ყოფაჲ, რომელნი-ეგე მოძღუარნი ხართ სოფლისანი.
ესევითარი ესე სიტყუაჲ შემოიღო რაჲ, უმეტესად განავრცელებს ამას პირსა, რაჲთა განაცხადოს საქმე მახჳლისა მის, რომელი თქუა, თუ: „მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა“. ამისთჳსცა იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს“ (10,37-38).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა ჴელმწიფებაჲ მეუფისაჲ? იხილეა, ვითარ გულისჴმა-უყო, ვითარმედ იგი არს მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ, თანაარსი და თანამოსაყდრე მამისაჲ? რამეთუ აჰა ესერა ბრძანებს განცხადებულად, რაჲთა ყოველივე შეურაცხ-ვყოთ და იგი მხოლოჲ შევიყუაროთ. და რად ვიტყჳ სხუასა რასმე? უკუეთუ თჳსსაცა სულსა უმეტეს სიყუარულისა მისისა პატივ-სცეს ვინ, იტყჳს: „არა ღირს არს ჩემდა“.
თქუეს ვიეთმე, ვითარმედ: ესე სიტყუაჲ არა წინააღმდგომ არსა ძუელისა შჯულისა, რომელი იტყჳს: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა“?1 ნუ იყოფინ! არა წინააღმდგომ არს, არამედ უფროჲსად ფრიად შეერთებულ, რამეთუ ძუელსა შჯულსა შინა ესრეთ განაწესებს, რაჲთა უკუეთუ ქმნიან მშობელთა კერპთმსახურებაჲ, არა თუ ხოლო მოიძულნენ შვილთა, არამედ ქვაჲცა დაჰკრიბონ. და მეორესა შჯულსა იტყჳს: „რომელმან ჰრქუას მამასა თჳსსა და დედასა: არა გიცნი თქუენ, და ძმანი თჳსნი არა იცნნეს და ძენი თჳსნი განწირნეს, მან დაიმარხნეს სიტყუანი შენნი“.2 ხოლო უკუეთუ პავლე განაწესებეს დამორჩილებასა მშობელთასა, ნუ გიკჳრს სიტყუაჲ მისი, რამეთუ მათ საქმეთა ზედა იტყჳს მორჩილებასა მათსა, სადა-იგი არა ევნებოდის ღმრთისმსახურებასა, რამეთუ სამართალ არს და კეთილ სხუასა ყოველსა ზედა პატივ-ცემაჲ მათი, ხოლო უკუეთუ უმეტეს წესისა ეძიებდენ მორჩილებასა, რაჲთამცა უფროჲს ღმრთისა პატივ-ვეცით მათ, მაშინ ყოვლადვე არა ჯერ-არს სმენაჲ მათი. ამისთჳს ლუკაჲს თავსა შინა ესრეთ იტყჳს: „რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე-ყოფად ჩემდა“.3
1 გამ. 20,12. 2 2 სჯ. 33,9. 3 ლუკ. 14,26.
არა თუ ესრეთ ცუდად ბრძანა მოძულებაჲ, რამეთუ ესე უშჯულოება არს, არამედ ოდეს გეტყოდისო მშობელი, ანუ შვილი, ანუ მეუღლე, რაჲ-თამცა უფროჲს ჩემსა შეიყუარე იგი, მას საქმესა ზედა მოიძულე, რამეთუ ესევითარი სიყუარული ორთავე წარწყმედისა მიზეზ ექმნების. ხოლო ესე სიტყუანი განაწესნა, რაჲთა შვილნიცა უმეტესად განაძლიერნეს და მშობელთა ასწაოს არა დაყენებად, რაჟამს ღმრთისა მივიდოდინ. ხოლო თქუა რაჲ: „რომელმან არა მოიძულოს მამაჲ და დედაჲ“, რაჲთა არა ესე სიტყუაჲ სამძიმარ უჩნდეს მშობელთა, ამისთჳს შესძინა: „მერმე კუალად სულიცა თჳსი“. რაჲსათჳს მშობელთა და შვილთა და ცოლსა აჴსენებო? სულისა თჳსისა არარაჲ არს პატიოსან კაცთა, და მასცა გიბრძანებ მოძულებად, უკუეთუ გნებავს მოწაფე-ყოფად ჩემდა.
და არა თუ ესრეთ ადვილად ბრძანა მოძულებად სულისა თჳსისა, არამედ მიცემად იგი სიკუდილად; ამისთჳს თქუა: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე-ყოფად ჩემდა“.1
არა თქუა, თუ სიკუდილისა მიმართ ხოლო ჯერ-არს განწყობაჲ, არამედ - სიკუდილისა მიმართ მიმძლავრებულისა და საყუედრელისა; რამეთუ ესე მოასწავა ტჳრთვითა მით ჯუარისაჲთა, რაჲთა უკუეთუ იგიცა შეემთხჳოს, რომელ ჯუარსა დამოეკიდოს, ნუმცა ჰრიდებს მას სახელისა ჩემისათჳს.
ამათ ყოველთა ძნელოვანთა ზედა არა განჰკრთეს მოციქულნი, არცა განეშორნეს, რამეთუ დიდ იყო ძალი მეტყუელისაჲ მის სახიერისაჲ და მათი იგი მისა მიმართ სიყუარული. ამისთჳსცა კუალად ძნელოვანთა და ფიცხელთა სიტყუათა ეტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან პოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოვოს იგი“ (10,39).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, რომელმან ჰრიდოს სულსა თჳსსა ჩემთჳს სიკუდილად მიცემაჲ, მან წარიწყმიდოსო იგი გეჰენიასა შინა ცეცხლისასა; ხოლო რომელმან მისცეს სული თჳსი სიკუდილდ სახელისა ჩემისათჳს, მან ჭეშმარიტად პოოს იგი სასუფეველსა შინა ცათასა.
ჰხედავა, ვითარ სავნებელ არს უწესოჲ და უჯეროჲ სიყუარული, და ვი-თარ სარგებელ არს ჟამსა თჳსსა სიძულილი? რამეთუ ვინაჲთგან მცნებანი ესე მძიმედ ჩნდეს, რომელ-იგი უბრძანა ბრძოლად განწყობაჲ მშობელ-თა მიმართ და შვილთა და თჳსთა და მეგობართა და ყოვლისავე სოფლისა და მერმეღა სულისაცა თჳსისა მიმართ, რაჟამს მისცეს იგი სიკუდილდ, ამისთჳს სარგებელიცა დიდი მიუთხრა ესევითარისა ამის სიძნელისაჲ, ვი-თარმედ: რომელმან დადვას სული თჳსი ჩემთჳს სიკუდილდ, მან პოოს იგი ჭეშმარიტად, ესე იგი არს, აცხოვნოს იგი მკჳდრობითა მის სასუფეველი-
1 ლუკ. 14,27.
საჲთა. ვითარცა-იგი მარადის იქმს, რომელი საწადელად უჩნნ, მისი პოვნაჲ წინაუყვის; ეგრეთცა აწ ეტყჳს: რაჲსათჳს არა წადიერ ხარო, კაცო, მიცემად სული შენი სიკუდილდ? ამისთჳს, რამეთუ გიყუარსა იგი? აწ უკუეთუ გულისსიტყუაჲ ესე შენი ჭეშმარიტ არს და გიყუარს სული შენი, ნუ ჰრიდებ მას ჩემთჳს სიკუდილად დადებად. ესე თუ ჰქმნე, მაშინ აჩუენო მას ჭეშმარიტი სიყუარული, რაჟამს აცხოვნო და შეიყვანო სასუფეველსა ცათასა და მოატყუა ცხორებაჲ იგი წარუვალი. ხოლო უკუეთუ ამას ხოლო საწუთროსა შეიყუარო იგი და აღირჩიო ცხორებაჲ ესე წარმავალი უფროჲს ჩემსა და ჰრიდო სიკუდილად მიცემაჲ სულისა შენისაჲ სახელისა ჩემისათჳს, იგი იყოს წარწყმედაჲ ჭეშმარიტი სულისა მის შენისაჲ. რამეთუ მოიწიოს რაჲ ჟამი იგი სიკუდილისაჲ თანამდები, მიგეღოს თჳნიერ ნებისაცა შენისა სული იგი, რომელი არა ინებე ჩემთჳს მიცემად, და მიეცეს წარწყმედასა მას საუკუნესა გეჰენიასა შინა ცეცხლისასა. მაშინ სტიროდი უგუნურებასა მას შენსა ფრიადსა, ოდეს სარგებელი არღარაჲ იყოს.
და იხილე სიბრძნე იგი გამოუთქუმელი: პირველად აჴსენა დატევებაჲ და მოძულებაჲ მშობელთა და შვილთაჲ სახელისა მისისათჳს, გარნა ესრეთ გამოწულილვით და ზედამიწევნით არა თქუა მუნ; ხოლო შემოიღო რაჲ, რომელი-იგი უფროჲს ყოვლისა თჳსებით და სურვილით გუაქუს, რომელ არს სული, მაშინღა თქუა ესრეთ განმარტებულად და განჩინებულად: რომელმან ჰრიდოსო სულსა თჳსსა ჩემთჳს სიკუდილად მიცემად და მიჰყვეს წუთერთსა მას ნებასა მისსა, რაჟამს მძიმედ უჩნნ მას სიკუდილი და განყოფაჲ იგი ჴორცთაგან, მან წარიწყმიდოს იგი საუკუნოჲთა მით წარწყმედითა; ხოლო რომელმან აქა არა ჰრიდოს მას ჩემთჳს მიცემად სიკუდილად, - რომელსაცა წარწყმედად სახელ-სდვა ჩუეულებისაებრ კაცთა სიტყჳსა, რამეთუ ფრიადისა მის სიმძიმისათჳს სიკუდილისა წარწყმედად უწესენ მას, - რომელმან ამას კაცთა მიერ წარწყმედად წოდებულსა სიკუდილსა არა ჰრიდოს მიცემად ჩემთჳს სული თჳსი, არა თუ წარწყმიდოს იგი, - ნუ იყოფინ! - არამედ მაშინღა იჴსნას საუკუნოჲსა მის წარწყმედისაგან და აცხოვნოს მოპოვნებითა უკუდავისა მის ცხორებისაჲთა. ამისთჳს უკუე, აჴსენა რაჲ სული, ესრეთ განავრცელა ამას ზედა სიტყუაჲ თჳსი, რაჲთა მშობელთა და შვილთა და სხჳსა ყოვლისავე შეურაცხ-ყოფისათჳს არცა თუ სიტყუაჲ ვის აქუნდეს ყოვლადვე, არამედ ცნან, ვითარმედ: უკუეთუ სულისაცა სიკუდილდ დადებაჲ ბრძანებულ არს, სხჳსა ამის ყოვლისაჲვე რაჲმცა ვის აქუნდა მიზეზი? ხოლო დაღაცათუ სიკუდილი ბუნებით ჴორცთაჲ არს, არამედ ვინაჲთგან განყოფაჲ იგი შეერთებისაჲ მის ძნელ უჩნს სულსა და იგი არს, რომელი ჟამსა სიკუდილისასა შეურვებულ იქმნების, არა თუ ჴორცნი (ვითარცა ჰრქუა უფალმან ჟამსა მას ვნებისასა მოწაფეთა, ვითარმედ: „შეწუხებულ არს სული ჩემი სიკუდილდმდე“1 ),
1 მათ. 26,38.
ამისთჳს არა ჴორცთაჲ თქუა სიკუდილდ მიცემაჲ, არამედ სულისაჲ, რაჲთა უაღრესისა მიმართ იყოს სიტყუაჲ მისი, ჯეროვნად და შუენიერად. რამეთუ წარწყმედასაცა გეჰენიისასა დაღაცათუ მერმესა მას აღდგომასა ჴორცნიცა სულსა თანა მიეცემიან, არამედ სულისა ხოლო სახელი აჴსენა, რაჲთა უაღრესისა მის კერძისაგან უდარესიცა საცნაურ-ყოს; რამეთუ დაღაცათუ ჴორცნი მიეცემიან სიკუდილად და სული უკუდავ არს, არამედ მარადის სულისათჳს ითქუმის სიკუდილად დადებაჲ, რამეთუ დიდად ელმის მას ჴორცთაგან განსლვაჲ და სასუმელისა მის მიღებაჲ. ამისთჳსცა იტყჳს უფალი იოვანეს თავსა შინა: „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვას ცხოართათჳს“;1 არა ჴორცნი თქუა, არამედ სული. ხოლო დადებაჲ სულისაჲ, უწყით, ვითარმედ სიკუდილისათჳს თქუა. და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს“.2 და კუალად იტყჳს: „მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაჲთა კუალად მოვიღო იგი“,3 ნეფსითსა რაჲ მოასწავებდა სიკუდილსა და კუალად აღდგომასა. ესრეთ უკუე ყოველსა ადგილსა სიკუდილად დადებაჲ სულისაჲ ჩუეულ არს წერილთა შინა თქუმად, რაჲთა უაღრესისა მისგან უდარესი მოესწაოს. ამისთჳს აქაცა ესრეთ თქუა უფალმან: „რომელმან პოოს სული თჳსი“, - ესე იგი არს, რომელმან ჰრიდოს მას მიცემად სიკუდილდ, - „მან წარიწყმიდოს იგი“; „და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს“, - ესე იგი არს, რომელმან მისცეს იგი სიკუდილდ, - „მან პოოს იგი“, რაჟამს განარინოს საუკუნოჲსა მის წარწყმედისაგან, რომელ-იგი არს ჭეშმარიტი პოვნაჲ, და მკჳდრ-ყოს სასუფეველსა ცათასა.
აწ უკუე, ძმანო, ვინაჲთგან უკუეთუ სიკუდილი წინამდებარე იყოს და ელმოდის სულსა ჩუენსა და არა ენებოს, ბრძანებაჲ მოგჳღიეს, რაჲთა არა თუმცა მივერჩდით ამას ზედა, არამედ სრულიად მოვიძულოთ იგი ბოროტისა მის ზრახვისათჳს და ურიდად მივსცნეთ სიკუდილდ უფლისათჳს; არა უფროჲსად აწ თანამდებ ვართა, ოდეს არცა თუ სიკუდილი წამებისაჲ არს წინამდებარე, არამედ ცხორებასა შინა ვართ ადვილსა, რაჲთა ბოროტთამცა ნებათა მისთა არა მივერჩდით, ვითარცა-იგი იტყჳს იოვანეს თავსა შინა: „რომელსა უყუარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაჰმარხოს იგი“.4 ესე უკუე სიტყუაჲ გულისჴმა-იყოფების სიკუდილად დადებისათჳსცა, ვი-თარცა მათეს თავსა და ლუკაჲსსა შინა წერილიცა, გარნა კუალად ამასცა მოასწავებს, ვითარმედ: „რომელსა უყუარდეს სული თჳსი, მან წარიწყმიდოს იგი“; ესე იგი არს, რომელი გულისთქუმათა მისთა ბოროტთა იქმოდის და უჯეროებისა საქმეთა ზედა მიერჩდეს მას. ამისთჳს წერილ არს: „ნუ შეუდგები გულისთქუმათა სულისა შენისათა, რამეთუ ესე არს წარმწყმედელი მისი“. და კუალად: „რომელსა სძულდეს სული თჳსი, მან აცხოვნოს
1 იოან. 10,11. 2 იოან. 10,15. 3 იოან. 10,17. 4 იოან. 12,25.
იგი“; ესე იგი არს, რომელი არა ჰმორჩილობდეს ბოროტსა ნებასა მისსა. და არა თქუა: რომელი არა ჰმორჩილობდეს მას, არამედ: „რომელსა სძულდეს იგი“, რაჲთა ვითარცა საძულელთა ჩუენთა ჴმისა სმენაჲცა არა გუნებავს, არცა პირისა მათისა ხილვად წადიერ ვართ, ეგრეთვე რაჟამს სული წინააღმდგომსა ნებისა ღმრთისასა ეძიებდეს, სრულიად გარემიქცევაჲ მისგან ჯერ-არს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. რომელმან შეიწყნაროს წინაჲსწარმეტყუელი სახელად წინაჲსწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელისაჲ მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მარ-თალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს. და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად ხოლო მოწფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი“ (10,40-42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: კმა იყო ზემოთქუმული იგი ყოველივე დარწმუნებად კაცთა, რაჲთა შეიწყნარებდენ და ჰმსახურებდენ მოციქულთა; რამეთუ ვინმცა იხილნა ახოანნი იგი მჴედარნი ქრისტესნი, ლომებრ მორბედნი სოფელსა შინა, შეურაცხისმყოფელნი ყოვლითურთ თავთა თჳსთანი, რაჲთა სხუანი აცხოვნნენ, და არამცა გულსმოდგინედ შეიწყნარნა იგინი? გარნა ვინაჲთგან ზემო დიდი სასჯელი თქუა არაშემწყნარებელთა მათთათჳს, ვი-თარმედ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ სოდომისა და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრეღა რომელთა-იგი არა შეგიწყნარნენ თქუენ, აწ კუალად შემწყნარებელთა მათთა სასყიდელსა წარმოიტყჳს, რაჲთა ცნან, ვი-თარმედ მათ უმეტესი კეთილი მოეტყუების შეწყნარებითა მით, ვიდრეღა მოციქულთა. ამისთჳსცა იტყჳს: „რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი“. რაჲმცა უკუე შეესწორებოდა ამას პატივსა და ამას დიდებასა, შეწყნარებასა მამისა და ძისასა, რომელთაგან სული წმიდაჲ განუშორებელ არს? ხოლო სხუაჲცა აღუთქუა: სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელთა და მართალ-თაჲ მიიღონო შემწყნარებელთა მათ. ხოლო არა თქუა მარტივად: რომელმან შეიწყნაროს წინაჲსწარმეტყუელი და მართალი, მიიღოს მან სასყიდელი ესევითარი, არამედ ესეცა შესძინა: „სახელად წინაჲსწარმეტყუელისა“ და „სახელად მართლისა“; ესე იგი არს, უკუეთუ არა ჴორციელისა შეწევნისა და ჴელის-აპყრობისათჳს, არცა სხჳსა რაჲსმე კაცობრივისა გულისსიტყჳსათჳს შეიწყნაროს, არამედ ამისთჳს ხოლო, რომელ წინაჲსწარმეტყუელი არს ანუ მართალი, და მცნებისათჳს ღმრთისა, მიიღოს მან სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელისა და მართლისაჲ; ესე იგი არს, ვითარი შეჰგავს წინაჲსწარმეტყუელისა და მართლისასა, გინა თუ ვითარი წინაჲსწარმეტყუელსა მას ანუ მართალსა ეგულების მოღებად.
ხოლო რაჲთა არავინ გლახაკობასა მიზეზობდეს, ამისთჳს ესეცა შეს-ძინა: „რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელ ერთ წყალი გრილი სახელად ხოლო მოწფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი“. დაღაცათუ ვინ სასუმელ ერთ წყალი გრილი ასუას ერთსა ვისმე ყოველთა უმცირესსა სახელისა ჩემისათჳს, მიიღოს სასყიდელი საქმისა მისთჳს უშრომელისა და წარუგებელისა. ხოლო რომელ აქა თქუა: „სახელად ხოლო მოწფისა“, მარკოზ განმარტებულადრე გჳთხრა: „სახელისა ჩემისათჳსო, რამეთუ ქრისტესნი ხართ“.1
იხილეა, რავდენითა სახითა განაწესა გულსმოდგინედ შეწყნარებაჲ მათი და უჩუენა ყოველთა, ვითარმედ თანანადები არს საქმე ესე? პირველად თქუა: „ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა“;2 მეორედ, რომელიგი უპოვრებით წარავლინნა; მესამედ, რომელ უბრძანა ბრძოლათა და განსაცდელთა შესლვაჲ; მეოთხედ, რომელ მისცა მათ საქმე სასწაულთაჲ; მეხუთედ, რომელ მშჳდობისა მიცემად განუწესა შემწყნარებელთა მათთა; მეექუსედ, რომელ არაშემწყნარებელნი მათნი უძჳრეს სოდომელთასა განაჩინნა; მეშჳდედ, რომელ თქუა, ვითარმედ: შემწყნარებელნი მათნი მას შეიწყნარებენ თანა მამით და სულით წმიდითურთ; მერვედ, რომელ სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელისა და მართლისა აღუთქუა მიცემად; მეცხრედ, რომელ გრილისათჳსცა წყლისა მადლი განუმზადებიეს.
სწავლაჲ ლე მოწყალებისათჳს
ხოლო აწ, მორწმუნენო, ვისმინნეთ სიტყუანი ესე უფლისანი და განვეკრძალნეთ შეწყნარებად უცხოთა და შეწყალებად გლახაკთა. და ნუვინ იტყჳს, თუ: სადა არს აწ მოციქული და წინაჲსწარმეტყუელი, რაჲთა შევიწყნარო? რამეთუ დაღაცათუ ამას ადგილსა სიტყუაჲ მისი იქმნა მოციქულ-თათჳს, არამედ სხუასა ადგილსა ყოველთავე უნდოთა და დავრდომილთა შეწყნარებასა გჳბრძანებს და იტყჳს: „რავდენსა არა უყავთ ერთსა მცირე-თაგანსა, მე არა მიყავთ“.3 და კუალად მართალთა იგივე ჰრქუა: „რავდენსა ზედა ჰყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“.4 რასა ეძიებ უკუე, კაცო, წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა? რავდენიცა უყო გლახაკსა, ქრისტე თჳსად მიიჩემებს; შენ სხუათა მართალთა რასა ეძიებ?
გლახაკი იგი, რომელი მოგიჴდეს და გევედრებოდის, კაცი არს მსგავსი შენი, შენ თანავე დამკჳდრებული სოფელსა ამას; მისვე მეუფისა მონაჲ, რომლისაჲ შენ ხარ; მათვე საიდუმლოთა ზიარებულ არს, რომელთა შენ
1 მარკ. 9,41. 2 მათ. 10,10. 3 მათ. 25,45. 4 მათ. 25,40.
ეზიარე; მასვე სასუფეველსა წოდებულ არს, სადა შენ; აქუს დიდი სამარ-თალი შეწყნარებისაჲ - იწროებაჲ მისი და სიგლახაკე; სხუასა უმეტესსა რასა ეძიებ? ჵ საკჳრველი! მსახიობელნი და მემღერენი და მოკიცხარნი თუ მოგიჴდენ, მრავლითა ნიჭითა განავლინებ, ხოლო გლახაკი თუ მოვიდეს თხოად პურისა, ბევრეულსა ბრალობასა დასდებ უქმებისასა და მრავლითა შეურაცხებითა განუტეობ და არა იგონებ თავით თჳსით, ვითარმედ შენცა უქმობასა შინა გარდაიჴდი დღეთა, და ღმერთი არა მიგიღებს ნიჭთა მისთა. რამეთუ მითხარღა, თუ რომელსა კეთილისა საქმესა შინა აღასრულებ შენ ცხორებასა შენსა: გინა თუ მოწყალებასა, ანუ ლოცვასა, ანუ თუ შეწევნასა გლახაკთასა? ამის ყოვლისაგან უქმ ვართ ყოველნი, და არაოდეს გურქუა ღმერთმან: ვინაჲთგან უქმ ხარ, არღარა აღმოგიბრწყინებ მზესა ანუ არა მოვავლენ წჳმასა; არამედ ყოველივე უხუებით მოუცემიეს ჩუენ ცოდვილთა და უდებთადა. შენ უკუე, ოდეს იხილო გლახაკი ჭირვეული, რაჲსათჳს უქმობასა აბრალებ და შეურაცხ-ჰყოფ თავსა შენსა? რად არა ეტყჳ: ჵ უბადრუკო თავო ჩემო, ვითარ არარას იქმ მცნებათაგან უფლისათა, არამედ აღასრულებ დღეთა შენთა შუებასა შინა და მთრვალობასა, მტაცებლობასა და ანგაჰრებასა და სხუათა უძჳრესთა?
ხოლო ამათ სიტყუათა არა თუ ამისთჳს ვიტყჳ, თუმცა უქმობასა განვაწესებდი. - ნუ იყოფინ! - უფროჲსად მნებავს, რაჲთა ყოველნი იქმოდესმცა, რამეთუ ყოველი ბოროტი უქმობამან ასწავა კაცთა; არამედ გევედრები, რაჲთა არა უწყალო ვიყვნეთ და ულმობელ, რამეთუ არა ბრძანებულ არს შენდა, მორწმუნეო, განკითხვაჲ უქმთა და მოქმედთაჲ, არამედ დაუყენებელად ყოფად წყალობისა. ისმინე პავლესი, რომელმან მრავალი ბრალობაჲ თქუა უქმობისაჲ და განაწესა, ვითარმედ: „რომელსა არა უნდეს საქმის, ნუცა ჭამნ“,1 ვითარი ხოლო შეუდგინა სიტყუაჲ: „ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის-ყოფაჲო“.2 არა შენ გიბრძანა, თუ: რომელი გლახაკი არა იქმოდის, ნუ მისცემ პურსა, არამედ მას ეტყჳს საქმისა ქმნად, ხოლო შენ გეტყჳს: „ნუ გეწყინებისო კეთილისა ყოფაჲ“.
გარნა შენ ფრიად გეწყინების; უკუეთუ სადმე მიგეპყრას პური ანუ დანგი ერთი და კუალად მოვიდის თხოად ჭირვეული იგი, მეყსეულად აყუედრი: არა გუშინ მოხუედო და წარიღე? რაჲ არს სიტყუაჲ ესე, უბადრუკო? უკუეთუ გუშინ ანუ ძუღუან მიიღო, სხუაჲ არღარა ეჴმარებისა საზრდელი?
რად არა შენსაცა მუცელსა დაუწესებ წესსა ამას და ეტყჳ: გუშინ და ძუღან განსძეღ, აწ ნუღარა ეძიებ! არამედ იგი დღითი-დღე უმეტეს ზომისა ჭამითა განსთქდების, და გლახაკი გეწყინების, რომლისაჲ უმეტეს თანა-გედვა წყალობაჲ, რომელ-იგი დღითი-დღე, იძულებული შიმშილისაგან და ნაკლულევანებისა, მოგიჴდების და გევედრების. არამედ აწ აბრალებ და სირცხჳლეულ-ჰყოფ და უნდოსა მას ქველისსაქმესა აყუედრებ, რაჲთა
1 2 თეს. 3,10. 2 2 თეს. 3,13.
არცა მისი გაქუნდეს სასყიდელი; რამეთუ ქრისტემან ფარულად ბრძანა ქველისსაქმისა ყოფად, ხოლო შენ ჰქადაგებ და გლახაკსა მას შეარცხუენ და ურცხჳნოდ სახელ-სდებ; და არა უწყი, ვითარ მრავალგზის შენ ურცხჳნოქმნილ ხარ საქმეთა შინა ბოროტთა? და აწ ჭირვეულსა მას ვითარ იკადრებ კდემად და ყუედრებად? ნუ, ძმანო ღმრთისმოყუარენო, ნუვინ არს უწყალო და გლახაკთა შეურაცხისმყოფელ თქუენ შორის, არამედ სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ ყურად-იღეთ და ნუ გეწყინების კეთილის-ყოფაჲ.
ისმინეთ მეუფისა ქრისტესიცა, რასა იტყჳს: „ყოველსა, რომელი გთხოვდეს, მიეც“;1 და „იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს“.2 გულისჴმა-ყავთ, რავდენნი მცნებანი წარმოთქუნა და არასადა თქუა ესე სიტყუაჲ, არამედ მოწყალებისათჳს ხოლო, რამეთუ არარაჲ ესრეთ მსგავს ღმრთისა გუყოფს ჩუენ, ვითარ მოწყალებაჲ.
აწ უკუე ნუმცა უდებ ვართ კეთილსა ამას ზედა, ნუმცა გამოვეძიებთ, თუ იგი ვინმე გლახაკი ცოდვილი არს და იგი ვინმე - უწესოჲ. უფროჲსღა თჳსთა ცოდვათა გულისჴმა-ვჰყოფდეთ, და ვპოვნეთ თავნი ჩუენნი უფროჲს ყოველთასა შეცოდებულ. დაღაცათუ არა თანამდებ ხარ მრავალთა ცოდვათა, ჵ კაცო, რომელ-ესე არა უწყი, თუმცა იყო, გარნა ეგრეთცა არა ჯერ-არს შენდა სხუათა განკითხვაჲ და ბრალობაჲ, რაჲთა არა შეგემთხჳოს განსაცდელი იგი ფარისეველისაჲ. ნუ იქმნები უწყალო, უყუარულ, უწირავ, მიმსგავსებულ მჴეცთა. რამეთუ ესეცა მჴეცებრივი წესი ვიხილე ვიეთთანამე: მოვიდა გლახაკი მშიერი თხოად პურისა, და იგი ეტყოდა: არა არს აქა მონაჲ ჩემი, რაჲთა მოგცეს შენ პური; და მცონარებისაგან ანუ თუ ანპარტავანებისა თავ-იდიდა აღდგომად და მიცემად მისა ანუ პური, ანუ წულილი ერთი. ჵ ულმობელობაჲ ესე და გულფიცხელობაჲ! კაცო მჴეცის მსგავსო, შენისა ზუაობისათჳს ჭირვეული იგი ცარიელი განავლინეა, მომყმარი შიმშილითა? უკუეთუმცა ათისაცა უტევნისა გიჴმდა სლვაჲ, არა ჯერ-იყოა სიხარული, რაჲთა უმეტესი სასყიდელიმცა მიიღე? რამეთუ ოდეს მისცეს კაცმან ქველისსაქმე, მიცემისა მისთჳს ხოლო აქუს სასყიდელი; ხოლო თავით თჳსით თუ მივიდეს ყოფად ქველისსაქმისა, შრომისა მისთჳს ორკეცი მიიღოს სასყიდელი ღმრთისაგან.
მითხარღა, შენ უპატიოსნეს ხარა მამათმთავრისა მის, რომელმან შეიწყნარნა რაჲ სახითა უცხოჲთა მისდა მისრულნი იგი, თავით თჳსით მირბიოდა არვედ და მოიქუა ჴბოჲ და უქმნა ჭამადი, რომელსა სამას ათრვამეტი ჰყვეს სახლეულნი? და აწ შენ, უბადრუკო, ვითარ თავ-გედიდების მსახურებაჲ გლახაკისაჲ, რომლისა მიერ ქრისტეს ჰმსახურებ? არამედ მონასა უბრძანებ. გარნა იყავნ ესე ესრეთ; უკუეთუ ესოდენ მზუაობარ ხარ, ბარე მონისა ჴელითა მისცემდი, ოდენ იქმოდე ქველისსაქმესა, ოდენ ნუ სრულიად უნაყოფო იქმნები და გულქვაჲ, ოდენ ნუ აყუედრებ და აბრალებ ჭირვე-
1 მათ. 5,42. 2 ლუკ. 6,36.
ულსა, რამეთუ წამალი საკურნებელი უჴმს მას, არა სასიკუდინე; წყალობაჲ ეჴმარების, არა მახჳლი. ნუ იკადრებ გლახაკისა მიმართ სიტყჳსა ფიცხლისა და შეურაცხისა თქუმად, რაჲთა არა ბრალად დიდად შეგერაცხოს, რამეთუ წერილ არს: „უმჯობეს არს სიტყუაჲ სახიერი, ვიდრე მიცემაჲ“.1 უკუეთუ სიტყუაჲ მწუხარებისაჲ ჰრქუა გლახაკსა, მახჳლი განგიწონიეს გულსა შენსა. ოდეს იგი წარვიდეს შენგან შეწუხებული სულთქუმით და ცრემლით, რომელ-იგი ღმერთსა მოევლინა შენდა, გულისჴმა-ყავ, რაჲ იყოს შენდა. ღმერთმან მოავლინა იგი შენდა და შენ გიბრძანა მიცემად ქველისსაქმისა, ხოლო შენ არა თუ უწყალო ოდენ იპოე და არარაჲ მიეც, არამედ აგინეცა და განსდევნე. გულისჴმა-ყავ, რაბამისა სასჯელისა თანამდებ-ჰყავ თავი შენი.
უკუეთუ წარავლინო შენ მონაჲ შენი სხჳსა მიმართ მონისა შენისა, რომლისა თანა ძენ საფასე შენი, და მიუმცნო მიცემად მისა რავდენიმე საფასე, ხოლო მან არა თუ ხოლო არარაჲ მისცეს, არამედ გინებით და შეურაცხებით მოავლინოს შენდავე, არამცა დიდად განჰრისხენა? ეგრეთვე ღმრთისათჳს გულისჴმა-ყავ: იგი მოგივლენს გლახაკსა, და თუ მისცე, მისსა მისცემ, არა შენსა; უკუეთუ კუალად შეურაცხად განავლინო, რომელისამცა სასჯელისა არა ღირს იყავ? რომლისა მეხის-ტეხისა არამცა თანამდებ იყავ ესევითარისა სიფიცხისათჳს?
ამისთჳს გევედრები, ძმანო, ენასა აღჳრ-ვასხნეთ და ჴელნი განვჰმარტნეთ მოწყალებად და გულნი ჩუენნი მოვდრიკნეთ ლმობიერებად, და ნუ ხოლო საფასითა, არამედ სიტყჳთაცა სახიერებისაჲთა ნუგეშინისვსცემდეთ გლახაკთა და ჭირვეულთა, რაჲთა ვპოოთ ჩუენ კურთხევაჲ ღმრთისაგან და წყალობაჲ და მკჳდრ სასუფეველისა გამოვჩნდეთ მადლი-თა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, პატივი და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 ზირ. 18,16.