მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 12:16

15. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი.16. და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.17. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:
სახარებაჲ მათესი თავი 12
16. და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და განეშორა მიერ და წარვიდა. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი. და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ“ (12,14-16).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ გარდამატებული უშჯულოებაჲ! რაჲ სავნებელი შეემ-თხჳა, რომელ მოკლვასა მისსა განიზრახვიდეს? ესოდენ ბოროტ არს შური, რომელ თჳსისაცა კეთილისა მტერ არს.

ხოლო მშჳდმან მან და სახიერმან ესე გულისჴმა-ყო და განეშორა მიერ და დაუტევნა იგინი, ვინაჲთგან ყოველივე, რაჲცა ჯერ-იყო, საქმით და სიტყჳთ აჩუენა მათ ზედა, რაჲთამცა მოიყვანნა ცხორებად, და მათ ნეფსით შეიწყნარეს წარწყმედაჲ; მერმე დაუტევნა იგინი და განე-შორა.

სადა არიან, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: უკუეთუმცა აწ იქმნებოდეს სასწაულნი, სარგებელმცა იყოო? აჰა ეგერა გამოჩნდა, ვითარმედ ოდეს სული უმადლო იყოს და უკეთური, არარაჲ სარგებელ ეყოფის, ვითარცაიგი ბოროტთა მათ არარაჲ ერგო, არამედ მარადის ცხორებისა და სარგებელისა კაცთაჲსა მტერნი იყვნეს; ცხორებისა მისთჳს მეძვისა აბრალებდეს, მოქცევისათჳს მეზუერეთაჲსა ძჳრსა უზრახვიდეს, კურნებისათჳს უძლურ-თაჲსა მოკლვასა განიზრახვიდეს. ამისთჳს დაუტევნა იგინი სამართლად და განეშორა.

„და მისდევდა მას ერი მრავალი“. რამეთუ ერი იგი მარადის მისდევდა და განკჳრვებულ იყო, ხოლო ურჩულონი იგი მწიგნობარნი და ფარისეველნი უმეტესად შეიწუებოდეს შურითა. ხოლო უფალი არავე...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:15-21 — ესაიას წინასწარმეტყველების აღსრულება:

15-16. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი. და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.- მათი შური რომ შეესუსტებინა, თავის გაცხადება არ მოისურვა, მაგრამ სნეულთა განკურნებას ყოველი ღონით ცდილობდა.

17-19. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას. არა ჰჴდებოდის, არცა ღაღადებდეს. - მახარებელს იესოს სიმდაბლის დასამოწმებლად წინასწარმეტყველი მოჰყავს და ამბობს, რომ იუდეველებს, რაც არ უნდა მოესურვებინათ, იესო ყველაფერს გააკეთებდა. უკეთუ იმას ისურვებდნენ, რომ თავი არ განეცხადებინა, ასეც მოიქცეოდა, არც წინააღმდეგობას გაუწევდა, ვითარცა პატივმოყვარე და არც იდავებდა, არამედ პირიქით, ხალხსაც აუწყებდა, რომ მის შესახებ არ განეცხადებინათ; სამსჯავროს შესახებ წარმართებსაც მიუთხრობდა, ანუ ასწავლიდა, რადგან სამსჯავრო - სწავლება, შემეცნება და გარჩევაა სიკეთისა. ან: მომავალ სამსჯავროზე წარმართებსაც აუწყებდა, რომელთაც მანამდე მასზე არაფერი სმენოდათ.

არცა ესმეს ვის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის