მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 12:19

18. აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას.19. არა ჰჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ჴმაჲ მისი.20. ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს და პატრუკი მბნდჳნვარე არა დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი.
სახარებაჲ მათესი თავი 12
19. არა ჰჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ჴმაჲ მისი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდვა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას. არა ჴდებოდის, არცა ღა-ღადებდეს, არცა ესმეს უბანთა ზედა ჴმაჲ მისი. ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს და პატრუკი მბნდჳნვარე არა დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი. და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ“ (12,17-21).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ სიტყუათა მიერ უგალობს წინაწარმეტყუელი სიმ-შჳდესა მისსა და გამოუთქუმელსა მას ძალსა, და წარმართთა კარსა დიდსა ცხორებისასა განუღებს, და მოწევნადთა მათ ჰურიათა ზედა ბოროტთა მოასწავებს, და აჩუენებს ერთობასა მას ძისასა მამისა თანა, ამისთჳსცა იტყჳს: „აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა“.

ვინაჲთგან საყუარელი მისი არს, რომელი სთნავს სულსა მისსა, საცნაურ არს, ვითარმედ ყოველსავე ერთითა ნებითა და ერთითა განზრახვითა იქმან. ეგრეთვე დაჴსნაჲ შაბათისაჲ ნებისაებრ მისისა იქმნა, და სათნო-უჩნდა მას, არა თუ უძნდა საქმე ესე.

მერმე სიმშჳდესა მისსა ქადაგებს და იტყჳს: „არა ჴმობდეს, არცა ღა-ღადებდეს“. ესე იგი არს, ვითარმედ მას ენება კურნებაჲ მათი და კეთილის-ყოფაჲ, ხოლო ვინაჲთგან იგინი წინააღუდგებოდეს, არარას ელალვოდა, არცა აიძულებდა. კუალად აჩუენებს მისსა ძლიერებასა და მათსა უძლურებასა და იტყჳს: „ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს“. რამეთუ ადვილ იყო წინაშე მისსა შემუსრვაჲ მათ ყოველთაჲ, ვითარცა ლერწმისა განტეხილისაჲ, არამედ სულგრძელ ექმნა.

„და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
12:15-21 — ესაიას წინასწარმეტყველების აღსრულება:

15-16. და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი. და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.- მათი შური რომ შეესუსტებინა, თავის გაცხადება არ მოისურვა, მაგრამ სნეულთა განკურნებას ყოველი ღონით ცდილობდა.

17-19. რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას. არა ჰჴდებოდის, არცა ღაღადებდეს. - მახარებელს იესოს სიმდაბლის დასამოწმებლად წინასწარმეტყველი მოჰყავს და ამბობს, რომ იუდეველებს, რაც არ უნდა მოესურვებინათ, იესო ყველაფერს გააკეთებდა. უკეთუ იმას ისურვებდნენ, რომ თავი არ განეცხადებინა, ასეც მოიქცეოდა, არც წინააღმდეგობას გაუწევდა, ვითარცა პატივმოყვარე და არც იდავებდა, არამედ პირიქით, ხალხსაც აუწყებდა, რომ მის შესახებ არ განეცხადებინათ; სამსჯავროს შესახებ წარმართებსაც მიუთხრობდა, ანუ ასწავლიდა, რადგან სამსჯავრო - სწავლება, შემეცნება და გარჩევაა სიკეთისა. ან: მომავალ სამსჯავროზე წარმართებსაც აუწყებდა, რომელთაც მანამდე მასზე არაფერი სმენოდათ.

არცა ესმეს ვის...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის