...(იერ. 3,7)
განიბანე, კაცო, პირი შენი და ენაჲ სიტყუათაგან ბოროტთა, რაჲთა კადნიერებით ევედრებოდი ღმერთსა, რამეთუ წერილ არს: „ცხორებაჲ და სიკუდილი ჴელთა შინა ენისათა არს“, და „სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო“. აწ უკუე მსგავსად გუგათა თუალისათა დაიცევ ენაჲ შენი, რამეთუ ასწაო თუ მას წესიერებაჲ, იქმნას ეტლ მეუფისა; ხოლო დაუტეო თუ წარმდებებით სლვად ყოველსავე ბოროტსა შინა, იყოს იგი საჴედარ ეშმაკისა, რაჟამს აღივსებოდის ყოვლითავე გინებითა და ბოროტისმეტყუელებითა, გულისწყრომით ზრახვითა მოყუსისაჲთა და სხჳთა მრავლითა ბოროტითა. ამისთჳს გევედრები, უკუეთუ გნებავს, რაჲთა კადნიერებით ევედრებოდი ღმერთსა, ყოვლისავე რისხვისა და გულისწყრომისაგან წმიდა-ყავ სული შენი, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „მნებავს ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულისწყრომისა; ეგრეთვე დედათა წესიერებისა სამკაულითა მორცხუედ და ღირსებით შემკობად თავთა თჳსთა“. აწ უკუე, კაცო, ნუ სირცხჳლეულ-ჰყოფ ენასა შენსა. უკუეთუ არა, ვითარ შეწიროს შენთჳს ვედრებაჲ, ოდეს კადნიერებაჲღა თჳსი წარეწყმიდოს?...