თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: იგიცა საქმე დავითისი უსიტყუელ-გყოფს თქუენ, გარნა თუ მისთჳს რაჲმე ინებოთ თქუმად, ამისთჳს რაჲღა-მე სთქუათ? რამეთუ ვერ იტყჳთ, თუ ცთომით იქმნა, ანუ უმეცრებით, ანუ მძლავრობით, რამეთუ აჰა ესერა მღდელნი ტაძარსა შინა შჯულსა მას უქმობისასა შეურაცხ-ყოფენ და მსახურებასა ტაძრისასა აღასრულებენ და არა ბრალსა ქუეშე არიან, არამედ უბრალო არს საქმე მათი შჯულისაგან. ხოლო რაჲთა ვერ ჰრქუან, თუ: რაჲსათჳს იტყჳ ესრეთ, არა თუ აქა ტაძარი არს, ანუ მოწაფენი შენნი მღდელ არიან? ამისთჳს შეს-ძინა, ვითარმედ: „გეტყჳ თქუენ: ტაძრისა უფროჲს არს აქა“. რამეთუ ჭეშმარიტად მეუფე იგი ტაძრისაჲ მუნ იყო, ჭეშმარიტებისა ნათელი და აჩრდილისა განმაქარვებელი. ამას ყოველსა ზედა არარაჲ თქუეს მათ, რამეთუ არა წინამდებარე იყო ცხორებაჲ კაცისაჲ და საქმე სასწაულისაჲ, რაჲთამცა შურითა შეიწუებოდეს მოშურნენი იგი.
გარნა უფალმან ეგრეთცა დაუტევა სიტყუაჲ ესე და სხუაჲ წინაუყო და ჰრქუა მათ მხილებით: