მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 13:22

21. ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თჳსსა, არამედ საწუთო არნ. და რაჟამს არნ ჭირი ანუ დევნაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდის იგი.22. ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის, და ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის.23. ხოლო რომელი-იგი ქუეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინა და გულისჴმა-ყო, რომელმან გამოიღო ნაყოფი და ყო რომელმანმე ასი, რომელმანმე სამეოცი და რომელმანმე ოც და ათი.
სახარებაჲ მათესი თავი 13
22. ხოლო რომელი-იგი ეკალთა შორის დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის, და ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის.
მათეს სახარების განმარტება - თავი XIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
13:16-23 — მოწაფეთა ნეტარება და მთესვარის იგავის განმარტება:

16-17. ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა. - ნეტარნი არიან მოციქულთა ხორციელი თვალები და ყურები, მაგრამ კიდევ უფრო ღირსნი ნეტარებისა მათი სულიერი თვალები და ყურებია, რადგანაც ქრისტე შეიცნეს. უფალი მათ წინასწარმეტყველებზე მაღლა აყენებს, რადგან ქრისტე ხორციელი თვალებითაც იხილეს, მაშინ, როცა ისინი მას მხოლოდ სულიერი თვალებით ჭვრეტდნენ, და კიდევ იმიტომაც, რომ არც იმდენი დაფარულის გაგების და არც ისეთი ცოდნის ღირსნი გამხდარან, რამდენიც ამათ შეიტყვეს და შეიმეცნეს. ამგვარად, მოციქულები წინასწარმეტყველებს ორი რამით აღემატებიან: იმით, რომ მაცხოვარი ხორციელადაც იხილეს და იმით, რომ ღმრთეებრივ საიდუმლოებს სულიერად უფრო მეტად ეზიარნენ. უფალი მოწაფეებს იგავს განუმარტავს და ეუბნება:

18-19. ხოლო თქუენ ისმინეთ იგავი ესე მთესვარისაჲ. ყოველსა რომელსა ესმეს სიტყუაჲ სასუფეველისაჲ და არა გულისჴმა-ყოს, მოვიდის უკეთური იგი და მისტაცის დათესული...

სრულად ნახვა
საუბარი 59. „და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა" (დაბ 33:18–20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სიმდიდრის საცთური და დინას შეურაცხყოფა (34:1–12):

...კს შეუძლია კი სიწმიდეზე ფიქრი, გარყვნილების თავიდან აცილება, სათნოების რაიმე ღვაწლის აღსრულება ან რაიმე სხვა სულიერზე ზრუნვა?

2. სიმდიდრის საცთური და დინას შეურაცხყოფა (34:1–12)

არ გესმის, რას ამბობს ქრისტე: „ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის" (), — რასაც ეკლადაც უწოდა? როცა თქვა, რომ ერთი თესლი ეკლებში ჩავარდა, და მოწაფეებს უხსნიდა, რა არის ეკალი, უფალი ამბობს: „ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშთვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის". და კარგად შეადარა ამ სოფლის ზრუნვები ეკალს: როგორც ეკალი თესლს არ აძლევს აღმოცენების საშუალებას, არამედ თავისი სიხშირით თესვას ახშობს, ასევე ამქვეყნიური ზრუნვები არ აძლევს სულიერ თესლს ნაყოფის გამოღების საშუალებას, როცა იგი სულში ჩადებულია, არამედ, ეკლის მსგავსად, ახშობს და აღგვის მას, სულიერი თესვის აღმოცენების საშუალებას არ იძლევა. „საცთურმან სიმდიდრისამან", ამბობს: კარგად მიაწერა სიმდიდრეს მოტყუება, რადგან იგი მართლაც მოტყუებაა. რა სარგებელია ტალანტების ასეთ სიმრავლეში, ფულის ასეთ სიჭარბეში? „მათი შეძენა ბევრ სიამოვნებას ანიჭებსო", — იტყვიან. მაგრამ რა სიამოვნება? რა სიამოვნებაზე ლაპარაკობ? ნუთუ ეს არ აჩენ...

სრულად ნახვა