რაჲ განყოფილებაჲ აქუს ამას იგავსა პირველისა მისგან? მას შინა მათ მოასწავებს, რომელთა ყოვლადვე არა ისმინეს მისი, არამედ შორს განდეს და განმცემელ თესლისა მის იქმნეს, ხოლო აქა კრებულსა მას გუაუწყებს მწვალებელთასა, რაჲთა ამასცა არა უმეცარ იყვნენ მოწაფენი. რამეთუ ესეცა ღონეთაგან არს ეშმაკისათა, რაჲთა ჭეშმარიტებასა თანა შეურთოს საცთურიცა, რაჲთა მსგავსობითა მით აცთუნნეს გონებაცთომილნი. ამისთჳს არა იტყჳს სხუასა რასმე თესლსა, არამედ ღუარძლსა, რომელი-იგი მიემსგავსების იფქლსა მცირედითა რაჲთმე ხილვითა.
„და ვითარცა დაიძინეს კაცთა, მოვიდა მტერი მისი და დასთესა ღუარ-ძლი“. ამით სიტყჳთა დიდსა შიშსა დასდებს მღდელთა ზედა და მთავართა, რომელნი დადგინებულ არიან მცველად საღმრთოჲსა მის სიტყჳსა, რამეთუ შეუნდვეს თესვად ღუარძლისა, და აჩუენებს, ვითარმედ შემდგომად ჭეშმარიტებისა მოვალს საცთური. ამისთჳს შემდგომად წინაჲსწარმეტყუელთა მოვიდეს ცრუწინაჲსწარმეტყუელნი, და შემდგომად მოციქულთა - ცრუმოციქულნი, და შემდგომად ქრისტეს განკაცებისა მომავალ არს ანტე. რამეთუ უკუეთუ არა იხილოს ეშმაკმან პირველად კეთილი, არა განეწყვების ბრძოლად. ვინაჲთგან იხილა ქრისტეს განკაცებითა...