მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 13:33

32. რომელი უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთა არნ იგი, და იქმნის იგი ხე დიდ, ვიდრემდის მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა.33. მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდის აღაფუვნა იგი ყოვლად.34. ამას ყოველსა ეტყოდა იესუ იგავით ერსა მას და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ.
სახარებაჲ მათესი თავი 13
33. მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდის აღაფუვნა იგი ყოვლად.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შერთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუვნა იგი ყოვლად“ (13,33).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესეცა იგავი პირველსა მასვე სახესა დაამტკიცებს: ვი-თარცა ცომი ყოველსა მას აღსუარულსა თჳსისა მიმართ ძალისა შესცვალებს, ეგრეთვე მოციქულთა ყოველი სოფელი შეცვალონ და მოიყვანონ სარწმუნოებად. ამისთჳსცა სიბრძნით ბუნებითთა საქმეთა მოიღებს იგავად, რაჲთა გამოაჩინოს, რამეთუ ვითარცა იგინი უეჭუელად აღესრულებიან, ეგრეთვე ესე უეჭუელად იქმნას. დაღაცათუ ათორმეტნი არიან მოწაფენი, არამედ აღერინენ რაჲ სოფელსა, არა ესენი სიმრავლისა მის წესსა მიემსგავსნენ, არამედ იგინი თჳსსა წესსა და მოძღურებასა მოიყვანნენ; ვითარცა ცომი შეერთის რაჲ აღსუარულსა მას, არა წარწყმიდის ძალი თჳსი, არამედ მცირედმან მან ყოველივე აღაფუვნის, ეგრეთ იყოს ქადაგებაჲ მოციქულთაჲ. რამეთუ ვინაჲთგან წყალობისა ჩუენისათჳს განჴორციელდა უფალი ჩუენი და ბუნებაჲ ჩუენი საშოჲსაგან ქალწულისა ერთგუამებად თავისა თჳსისა თანა შეაერთა და ორითა მით ბუნებითა იხილვა ქუეყანასა ზედა და კაცთა შორის იქცეოდა, შერთო თჳსი იგი მადლი თბესა მას კაცთა ბუნებისასა და ყოვლითურთ განაახლა იგი. და მერმე განავლინნა ქადაგებად მოციქულნი კაცად-კაცადისა მიმართ, რაჲთა ყოველნივე შეიკრიბნეს თავისა თჳსისა სახიერმან მან....

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
13:31-35 — მდოგვისა და საფუარის იგავები:

31-32. სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა თჳსსა მტილსა, რომელი უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთა არნ იგი, და იქმნის იგი ხე დიდ, ვიდრემდის მოვიდიან მფრინველნი ცისანი და დაადგრიან რტოთა მისთა. - მარცვალი მდოგვისა ქადაგება და მოციქულები არიან, რადგან თითქოსდა ისინი ცოტანი იყვნენ, მაგრამ მთელი სამყარო ისე მოიცვეს, რომ, ფრინველნი ზეცისანი ანუ ისინი, რომელთაც მსუბუქი და ფრთაშესხმული გონება აქვთ, მათზე ისვენებენ. ამრიგად, მდოგვის მარცვალიც რომ იყო, შესახედავად მცირე (რამეთუ სათნოების სახილველად გამოფენა საჭირო არაა), მაგრამ თბილი, მოშურნე, გონებამახვილი და მამხილებელი, მაინც მეტი იქნები მხალეულზე, ანუ სუსტებსა და არასრულყოფილებაზე, შენ თვითონ სრული, ასე რომ, რადგანაც ანგელოზური ცხოვრებით ცხოვრობ, ფრინველნი ზეცისანი, ანუ ანგელოზები შენზე დაისვენებენ. ისინი ხომ მართალთა ზედა ხარობენ.

33. მერმე სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის