თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეთ აწ კაცთმოყუარებაჲ მისი და კეთილის-ყოფად განმზადებულებაჲ და მტანჯველობისაგან უცხოებაჲ, რამეთუ ოდეს სთესვიდეს, თავით თჳსით სთესავს, ხოლო ოდეს ტანჯვაჲ ჯერ-იყოს უშჯულოებისა მოქმედთაჲ, ანგელოზთა მოავლენს. ხოლო რომელ-იგი თქუა, თუ: „მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე“, არა თუ ამას მოასწავებს, თუ ესოდენ ხოლო იყოს ბრწყინვალებაჲ მათი, არამედ ვინაჲთგან ჩუენ უბრწყინვალესი მზისაჲ სხუაჲ არარაჲ გჳხილავს, ამის-თჳს სახეთა მოიღებს ჩუენ მიერ საცნაურთა. ხოლო ვითარ სხუასა ადგილსა აწვე მოწევნასა მკისასა მოასწავებს, ვითარცა-იგი ჰრქუა მოციქულთა: „აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე“; და კუალად თქუა: „სამკალი ფრიად არს, და მუშაკნი მცირედ“. ვითარ უკუე მუნ აწვე მოწევნაჲ მკისაჲ და აქა მომავალსა მას ჟამსა გამოთქუა ყოფადი იგი? სხჳსა სახისათჳს იყო მუნ სიტყუაჲ, ვითარცა-იგი სხუასა ადგილსა თქუა, ვითარმედ: „სხუაჲ არს, რომელმან სთესა, და სხუაჲ არს მომკალი“, და...
სახარებაჲ მათესი 13:39
36. მაშინ დაუტევა იესუ ერი იგი და მოვიდა სახლსა.- ხალხი მაშინ გაუშვა, როცა ნახა, რომ სწავლებისაგან სარგებლობას ეეღარ იღებდა. იგავებით ხომ იმიტომ ამბობდა, რომ კითხვები მიეცათ, მათ კი არც ამისთვის იზრუნეს და არც იმას შეეცადნენ, რამე გაეგოთ, ამიტომაც სამართლიანად გაუშვა ისინი.
და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაჲ და აგარაკისაჲ. - მხოლოდ ამ იგავის შესახებ ეკითხებიან, რადგან სხვები მათ უფრო გასაგებად მიიჩნიეს. ღვარძლი ყველა ის სარეველაა, რომელნიც ხორბლის ყანაში ამოდიან: ჭიოტა, ცერცველა, გუდაფშუტა და სხვა.
37-42. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელი სთესავს თესლსა კეთილსა, ძე კაცისაჲ არს; ხოლო აგარაკი იგი ესე სოფელი არს; ხოლო თესლნი იგი კეთილნი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლნი იგი არიან ძენი უკეთურისანი. ხოლო მტერი იგი, რომელმან დათესა იგი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ. და მომკალნი იგი არიან ანგელოზნი. ვითარცა იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ. რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის