მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 13:45

44. კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი.45. მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა.46. და პოის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალ-სასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი.
სახარებაჲ მათესი თავი 13
45. მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა დაფარულსა აგარაკსა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარული-თა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი. მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილსა მარგალიტსა. და პოის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალსასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი“ (13,44-46).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა ზემო იგავი იგი მარცულისა მის მდოგჳსაჲ და ცომისაჲ მცირედითა რაჲმე განყოფილ არიან ურთიერთას, რამეთუ ერთსა პირსა მოასწავებენ, ეგრეთვე აქა იგავნი ესე საუნჯისა და მარგალიტისაჲ ერთსა პირსა მოასწავებენ, ვითარმედ ჯერ-არს ქადაგებისა მის პატივ-ცემაჲ და შეყუარებაჲ უფროჲს ყოველთა მონაგებთა ქუეყანისათა; და ზემოთქუმულნი იგი იგავნი ცომისაჲ მის და მდოგჳსაჲ ძალსა მას მოასწავებდეს ქადაგებისა მის სახარებისასა, ვითარმედ დაღაცათუ მცირედ ჩანს აწ, არამედ ყოველი სოფელი დაიპყრას მან. ხოლო აწ კუალად პატიოსნებასა მას და ბრწყინვალებასა მისსა გამოაჩინებს, რამეთუ აღორძნდების, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, და შესცვალებს სოფელსა უღმრთოებისაგან ღმრთისმსახურებად, ვითარცა შესცვალებს ცომი ყოველსა მას აღსუარულსა აღფუვნებად. პატიოსან არს და მრავალსასყიდლისა უფროჲს მარგალიტისა. არამედ სოფლისა საქმეთაგან არარაჲ იპოვა ჰასაკისა და საზომისა მისისაჲ უპატიოსნეს მისსა, ამისთჳს იგი შემოიღო სახედ. ხოლო შუენიერ არს და განმამდიდრებელ, ვითარცა საუნჯე დიდძალი. ამისთჳს არა ამას ხოლო მოასწავებს, ვითარმედ ჯერ-არს ყოვლისავე დატევებაჲ და მისა გამორჩევაჲ, არამედ რაჲთა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
13:44-50 — საუნჯის, მარგალიტისა და ბადის იგავები:

44. კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა და ფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მით მისთჳს წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი. - ყანა სამყაროა, ხოლო საუნჯე - ქადაგება, ან შეცნობა ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად დაფარულია: არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას (I კორინ. 2.7) - ამბობს პავლე მოციქული. ვინც შემეცნებას ღმრთისას ეძიებს, იპოვის კიდევაც მას და ყოველივე რაც აქვს, იქნება ეს ელინთა მოძღვრებანი, უკეთური ზნე-ჩვეულებანი თუ სიმდიდრე, მსწრაფლ დატოვებს და ყანას, ანუ ამ სოფელს იყიდის, რადგანაც ეს სამყარო მისი საკუთრებაა, ვინც ქრისტეს შეიმეცნებს; არაფრის მქონე ყველაფერს შეიძენს, სტიქიებსაც დაიმონებს და მათზე ისევე იმბრძანებლებს, ვითარცა ქრისტე ან მოსე.

45-46. მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა. და პოის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალ-სასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი. - ზღვა ეს ცხოვრებაა, ვაჭარნი კი ისინი, რომელნიც მასზე მიმოდიან და რაღაც ცოდნის შეძენას ეძიებენ. ბევრი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის