თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა განყოფილ არს ესე ზემოთქუმულთა მათ იგავ-თაგან, - თესლისა მის და ღუარძლისათჳს, - რამეთუ მუნცა რომელნიმე ცხონდეს და რომელნიმე წარწყმდეს? არამედ იგი იგავნი სარწმუნოებისათჳს იყვნეს. პირველნი იგი, - ეკალთა მიერ და კლდისა და გზასა ზედა დათესულისა, - ესენი მოესწავებოდეს, რომელთა არა შეიწყნარეს ქადაგებაჲ იგი; და კუალად ღუარძლისა მის მიერ მწვალებელნი გუაუწყნა, რომელთაცა ძედ უკეთურისა სახელ-სდვა. ხოლო აწ მათთჳს იტყჳს, რომელნი საქმეთა მიერ ბოროტთა წარწყმდებიან, რომელნიცა ფრიად საწყალობელ არიან, რამეთუ მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მიემთხჳნეს და ეგრეთცა ვერვე ცხონდეს, რამეთუ საქმენი ცოდვისანი ვერ მოიძულნეს. ხოლო ვი-თარ რომელ ოდესმე თავსა თჳსსა იტყჳს მწყემსი იგი სახიერი განმრჩეველად კეთილთა ბოროტთაგან, „ვითარცა განარჩინის მწყემსმან ცხოარნი თიკანთაგან“, და აწ აქა ანგელოზთა მოასწავებს? ესე ამისთჳს, რამეთუ ოდესმე კაცობრივრე ჰყოფს სიტყუასა თჳსსა მსმენელთა მათ უძლურებისათჳს და ოდესმე უმაღლეს და გულისჴმისსაყოფელად, რამეთუ ყოველივე განგებულებითა წამის-ყოფისა მისისაჲთა იქმნების. ხოლო...
სახარებაჲ მათესი 13:49
48. და ოდეს აღივსოს, გამოიღიან იგი ზღჳს-კიდესა და დაასხიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიიან.49. ესრეთ იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ: რამეთუ გამოვიდენ ანგელოზნი და განაშორენ უკეთურნი და შორის მართალთა50. და შესთხინენ იგინი შორის საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
სახარებაჲ მათესი თავი 13