მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 13:7

6. მზე რაჲ აღმოჰჴდა, დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა.7. და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.8. და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა, რომელიმე სამეოცსა, რომელიმე ოც და ათსა.
სახარებაჲ მათესი თავი 13
7. და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი მდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად. და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი. და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ. მზჱ აღმოჰჴდა, და დასცხა და, რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა. და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა, რომელიმე სამეოცსა და რომელიმე ოცდაათსა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (13,3-9).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: „გამოვიდა მთესვარი თესვად“. ვინაჲ გამოვიდა, რომელი-იგი ყოველგან არს და ყოველივე აღუვსიეს, ანუ ვითარ გამოვიდა? არა თუ ადგილითი ადგილად სლვითა, რამეთუ ყოველივე დაუპყრიეს მას, არამედ წყალობითა და განგებულებითა მახლობელ ჩუენსა იქმნა, შემოსითა მით ჴორცთაჲთა. რამეთუ ჩუენ შესლვად მისა ვერ ჴელ-გუეწიფებოდა შუვაკედლისა მისგან ცოდვათაჲსა, რომელნი ვითარცა ზღუდე რვალისა იყვნეს შორის ჩუენსა და მისა, ამისთჳს წყალობით თავადი ჩუენდა გამოვიდა. და რაჲსა-მე გამოვიდა? წარწყმედად ქუეყანისა ეკლოვნებისა მისისათჳს? ანუ ტანჯვად მუშაკთა მათ კაცთა, რომელთა ეკალი და კუროჲსთავი მოიმუშაკესა? ნუ იყოფინ! არამედ განწმედად ეკალთა მათ მოვიდა და თესვად სიტყუასა მას ცხორებისასა.

რამეთუ თესლად აწ სიტყუასა მას მოძღურებისასა იტყჳს და ქუეყანად - სულებსა კაცთასა, ხოლო მთესვარად - თავსა თჳსსა. იხილეთ უკუე, რაჲ შეემთხჳა თესლსა მას: სამი ნაწილი წარწყმდა და ერთი ცხონდა, და არცა იგი სწორებით, არამედ ცხოვნებულთაცა შორის ფრიადი იქმნა განყოფილებაჲ. რამეთუ თავადი უშურველად ასწავლიდა ყოველთა; ვითარცა მთესვარი უშურველად სთესავნ, ეგრეთვე სახიერმან მან უშურველად მიუთხრა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
13:4-9 — ოთხი სახის ნიადაგი:

4-6. და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი. და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად; და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ, მზე რაჲ აღმოჰჴდა, დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა. - გზაში უზრუნველი და ზანტი ადამიანები იგულისხმება, რომელნიც სიტყვას საერთოდ არ იწყნარებენ, რადგანაც გონება მათი გატკეპნილი და გამომშრალი გზაა, რომელიც არასოდეს მოხნულა. ამიტომაც სიტყვებს ფრინველნი ზეცისანი, ანუ ჰაერის სულები, ე. ი. დემონები სტაცებენ. ხოლო კლდოვანში ისინი იგულისხმებიან, რომელნიც სიტყვას კი ისმენენ, მაგრამ, თავიანთი სისუსტის გამო, ვერ უმკლავდებიან რა ცდუნებასა და მწუხარებას, საკუთარ გადარჩენის საქმეს ღალატობენ. ამომავალ მზეში ცდუნებანი მოიაზრე, რადგანაც ადამიანებს ცდუნებანი წარმოაჩენენ და მსგავსად მზისა, დაფარულს ცხადყოფენ.

7. და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. - ესენი ისინი არიან, რომელნიც სიტყვას საზრუნავებით აშთობენ, რადგან მდიდარი თითქოსდა კეთილ საქმეს აკეთებს, მაგრამ საქმე იგი არც...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის