📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად. მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მეტყუელსა მას: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი? და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“ (12,46-50).
სიტყუანი ესე არა თუ ამისთჳს თქუნა უფალმან, ვითარმცა სირცხჳლუჩნდა დედაჲ თჳსი, ანუმცა უარ-ჰყოფდა მისგან შობასა; ნუ იყოფინ! ვითარმცა სირცხჳლ-უჩნდა დედად წოდებაჲ მისი, რომლისა საშოსა დამკჳდრებაჲ და მისგან უაღრეს ბუნებათა შობაჲ არა უღირს-იჩინა? და ესოდენი აქუნდა მისთჳს მოღუაწებაჲ, ვიდრეღა ჟამსა მასცა, რაჟამს ჯუარსა დამოკიდებულ იყო, შეჰვედრა იგი მოწაფესა მას უმეტეს ყოველ-თა შეყუარებულსა და ამცნო შვილებრივისა ერთგულებისა და მსახურებისა ჩუენებად მისა მიმართ. არამედ აწ სიტყუათა ამათ მიერ ორსა განგებულებასა გამოაჩინებს: ერთად ამას მოასწავებს, ვითარმედ თჳნიერ სათნოებისა არა თუმცა სხუაჲ რაჲმე საქმე, არამედ არცა თუ დედობაჲ იგი ქრისტესი არადმცა სარგებელ ქმნილ იყო, უკუეთუმცა დედაჲ იგი არა ყოვლითავე სათნოებითა და კეთილისსაქმითა შემკობილ იყო; ვითარცაიგი ჭეშმარიტად უაღრეს იყო ქალწული იგი წმიდაჲ ყოველთა დაბადებულთასა სიწმიდითა სულისა და ჴორცთაჲთა და ყოვლითავე სათნოები-თა; რამეთუ არცა იპოვა დასაბამითგან მსგავსი მისისა სიწმიდისაჲ კაცთა ბუნებასა შინა. ამისთჳს ანგელოზთაცა უმეტეს იქმნა, უმაღლეს ქერობინთა და უდიდებულეს სერაბინთა. ხოლო უკუეთუმცა არა ესევითარი იყო, არცა თუ მასმცა ერგო შობაჲ იგი ქრისტესი. აწ უკუე ვინაჲთგან მისთჳს ესე ითქუა, სხუასა რომელსამცა ვინ საქმესა მიენდო და თქუა, თუ: ამან რამანმე თჳნიერ სხუათა სათნოებათასა მაცხოვნოს და თჳნიერ გონებისა კეთილისა, გინა თუ უდაბნოს მყოფებამან, გინა თუ მღდელობამან, გინა თუ სასწაულთმოქმედებამან, გინა თუ სხუამან რომელმანმე საქმემან. ერთად უკუე ესე მოძღურებაჲ გამოაჩინა ამათ სიტყუათა მიერ. ამისთჳსცა თქუა: „რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“; და კუალად, ოდეს-იგი ღაღატ-ყო დედაკაცმან მან, ვითარმედ: „ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუთა, რომელთა სწოვდი! ხოლო თავადმან თქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ“.1 არა თქუა,
1 ლუკ. 11,27-28.
თუ: მუცელსა არა უტჳრთავ, ანუ ძუძუნი არა მიწოვნიან, არამედ ნეტარ არსო, რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ.
და კუალად მეორე განგებულებაჲ ამათ სიტყუათაჲ ესე იყო: რამეთუ დაღაცათუ წმიდაჲ იგი ქალწული სავსე იყო ყოვლითა სიბრძნითა და გულისჴმის-ყოფითა და იცოდა საიდუმლოჲ იგი უთესლოჲსა მის და უხრწნელისა შობისა თჳსისაჲ და, ვითარცა ლუკა იტყჳს, „დაემარხნეს ყოველნი იგი სიტყუანი გულსა თჳსსა“,1 არამედ ჯერეთ ჯეროვნად და ღირსად არა აქუნდა მეცნიერებაჲ ღმრთეებისა მისისაჲ ვიდრე აღდგომადმდე და ზეცად ამაღლებადმდე. ხოლო მაშინ, მი-რაჲ-ვიდა და ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, არა დადგა იგიცა სმენად სიტყუათა მისთა და ელოდა შემდგომად აღსრულებისა მოძღურებისა მის მერმეღა სიტყუად, არამედ მიუმცნო მას უჟამოდ, ვითარცა ჴელმწიფებით, შვილებისათჳს. ამისთჳს ესრეთ მიუგო უფალმან, რაჲთა მოიყვანოს იგი უმაღლესსა გულისჴმის-ყოფასა და ცნას, ვითარმედ არა ძე ხოლო არს მისი, არამედ მეუფეცა და ღმერთი, და გულისჴმა-ყოს, ვითარმედ არა დედობისა ხოლო მისისა ჯერ-არს მინდობაჲ, არამედ ნებისა მის საღმრთოჲსაჲ, და მცნებათა მისთა აღსრულებაჲ, და ვითარმედ თჳსებაჲ იგი სათნოებისაჲ უმეტესადღა სათნო არს მისა.
ხოლო კუალად ძეთა მათთჳს იოსებისთა, რომელთაცა თჳსებისა მისთჳსცა, რომელი აქუნდა, რამეთუ თესლისაგან და ტომისა დავითისა იყვნეს, და მათ თანა ზრდილობისა მისისათჳს ძმად მისა ეწოდებოდა, საცნაურ არს, ვითარმედ იგინი წესითა ზუაობისაჲთა მოუჴდეს, რამეთუ იოვანეცა იტყჳს მათთჳს, ვითარმედ: „არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“,2 და სიტყუათაცა მათთა იტყჳს უგუნურებითა სავსეთა. რამეთუ აიძულებდეს მისლვად იერუსალჱმდ არა თუ სხჳსა რაჲსათჳსმე, არამედ რაჲთა მოატყუან თავთა თჳსთა დიდებაჲ მის მიერ ქმნილთა სასწაულთაგან. ამისთჳს ეტყოდეს: „უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. რამეთუ არავინ იდუმალ რასამე იქმნ და ჰნებავნ, ვითარმცა განცხადებულ იყო“.3 ამისთჳსცა თავადმან შეჰრისხნა მათ ჴორციელისა მის და კაცობრივისა გულისსიტყჳსა მათისათჳს. ეგრეთვე აქა, ამით ესევითარითა უგულისჴმოებისა გულისსიტყჳთა მივიდეს და არა ჯერ-იჩინეს მოძღურებისა მისისა სმენად, არამედ გარე დგეს და ეძიებდეს, რაჲთამცა თავადი განვიდა მათა, რამეთუ ვითარცა კაცსა ლიტონსა ხედვიდეს მას და ზუაობდეს სასწაულ-თათჳს მისთა. ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან, რაჲთა მოიყვანნეს იგინი გულისჴმის-ყოფად და ცნან, ვითარმედ სათნოებისა მოგებაჲ თანააც, და გულისჴმა-ყონ, ვითარმედ არა კაცი არს ლიტონი, არამედ მხოლოდშობილი იგი ძე ღმრთისაჲ. ამისთჳსცა ესრეთ თუ უმეცარ იყვნეს, არამედ უკუანაჲსკნელ დიდსა მოვიდეს გულისჴმის-ყოფასა და საზომსა მიიწინეს მაღალსა მადლითა უფლისაჲთა და თჳსებაჲ იგი სათნოებისაჲ მოიგეს სიტყჳსაებრ
1 ლუკ. 2,51. 2 იოან. 7,5. 3 შდრ. იოან. 7,4.
უფლისა, ვითარცა თქუა: „რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“.
ეჰა პატიოსნებაჲ სათნოებისაჲ, ვითარსაღა სიმაღლესა აღიყვანებს მუშაკსა თჳსსა! რავდენნი ნათესავნი ჰნატრიან წმიდასა მას ქალწულსა და ღმრთისმშობელსა, რომელ ღირს იქმნა დედად უფლისა წოდებად. აწ უკუე რაჲ დამაყენებელ არს ჩუენიცა ნეტარებასა მას მიწევნად? რამეთუ აჰა ესერა გზაჲ ვრცელი გჳჩუენა მიწევნად ნეტარებასა მას, არა ხოლო თუ დედათა, არამედ მამათაცა და ყრმათა და ყოველსავე ჰასაკსა, რამეთუ თქუა: „რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“. და კუალად თქუა: „არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ“.1
აწ უკუე, ძმანო, ესე შევიკრძალოთ ყოვლითა ძალითა, რაჲთა ნებასა ღმრთისასა ვიქმოდით და სიტყუანი მისნი დავიმარხნეთ და მივიწინეთ თჳსებასა მას ქრისტესსა. ხოლო უკუეთუ ესე არა გუაქუნდეს, არამედ უდებებით ვცხონდებოდით, ნუცა შვილთა სიწმიდესა ზედა ვიქადით, უკუეთუ ჩუენცა არა ზიარ მათისა სათნოებისა ვიყვნეთ, ნუცა მშობელთა ქველისსაქმესა და ღმრთისმსახურებასა მივენდვებით, უკუეთუ ჩუენცა არა მობა-ძავ მათდა ვიყვნეთ, რამეთუ არას გუერგოს ჩუენ, ვითარცა ესერა უფალი გულისჴმა-გჳყოფს. და კუალად ნათლისმცემელი ეტყოდა ჰურიათა: „ნა-შობნო იქედნეთანო, ყავთ ნაყოფი, ღირსი სინანულისაჲ, და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი“,2 რაჲთამცა გულისჴმა-უყო, ვითარმედ არარას ერგოს ნათესაობაჲ აბრაჰამისი, უკუეთუ არა სათნოებითა თჳს ეყვნენ მას. და უფალი ეტყოდა: „უკუეთუმცა შვილნი აბრაჰამისნი იყვენით, საქმეთამცა აბრაჰამისთა იქმოდეთ“.3
ხოლო აწ უფალმან სიმშჳდით მიუგო, რამეთუ დედისა მიმართ იყო სიტყუაჲ. არა თქუა, თუ: არა დედაჲ ჩემი ხარ, არამედ პატივ-სცემდა, ვი-თარცა დედასა, და აღმოთქუა სიტყუაჲცა ღმრთივშუენიერისა გულისჴმისყოფისაჲ: „რომელმან ყოსო ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“. ხოლო ესე რაჲ თქუა, გამოვიდა სახლისა მისგანო. ჰხედავა, ვითარ სიტყუათა მათ მიერ მოიყვანნა იგინი გულისჴმის-ყოფად? და მერმე განვიდავე სიტყჳსაებრ დედისა, ვითარცა-იგი ქმნა ქორწილსა მას კანაჲსსა, რაჟამს ღჳნისა მისთჳს ჰრქუა დედამან მისმანო: „ღჳნოჲ არა აქუს. ჰრქუა მას იესუ: რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო?“4 რამეთუ აბრალა მას უჟამოდ თხოისათჳს სასწაულისა მის და მერმე აღასრულავე თხოაჲ მისი, რაჲთა ბრალობითა მით უძლურებაჲ იგი კაცობრივი განჰმარ-თოს, ხოლო მორჩილებითა პატივი იგი დედისაჲ აჩუენოს. ეგრეთვე აქა, რაჲ-იგი ჯერ-იყო თქუმად, აღმოთქუა, და მერმე სიტყუასა მას დედისასა პატივ-სცა და განვიდა ხილვად მისა.
1 ლუკ. 11,28. 2 ლუკ. 3,7-8. 3 იოან. 8,39. 4 იოან. 2,3-4.
ხოლო გან-რაჲ-ვიდა და ეზრახა დედასა თჳსსა და ძმად წოდებულთა მათ, კუალად იწყო ერისა მისცა სწავლად; რამეთუ სასწაულნი მრავალნი აჩუენნა და აწ კუალად სარგებელსა მას მოძღურებისასა წინაუყოფს. ამის-თჳსცა იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა ზღჳსკიდესა. შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳსკიდესა დგა. და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით“ (13,1-3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: დაჯდა ზღჳსკიდესა, რამეთუ ენება მონადირებაჲ კაც-თაჲ, ვითარცა მოასწავებს მახარებელი, ვითარმედ: ამისთჳს ზღჳსკიდედ მივიდა, რაჲთა შეკრებასა მას ერისასა არავინ დაუტეოს ზურგით კერძო, არამედ ყოველნი წინაშე პირსა მისსა იყვნენ. და ეტყოდა მათ იგავითო.
ხოლო მთასა მას ზედა ასწავლიდა რაჲ, არა იგავით ყო მოძღურებაჲ თჳსი, არამედ განმარტებულითა სიტყჳთა. ესე ამისთჳს, რამეთუ ერი ხოლო იყო მუნ და კრებული უმანკოჲ, ხოლო აწ აქა მრავალნი იყვნეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ამისთჳს იგავით ყო მოძღურებაჲ იგი თჳსი, რაჲთა უმეტესად საძიებელ იყოს მათ მიერ და უმეტესად შევიდეს გულად მათა და უმეტესად გამოუცხადოს საქმეთა მათ ძალი.
და იხილეთ, ვითარ წესიერად ყო განწესებაჲ იგი იგავთაჲ და, რომელიიგი პირველ ჯერ-იყო თქუმად, იგიცა თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესერა გამოვიდა მთესვარი თესვად. და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი. და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ. მზჱ აღმოჰჴდა, და დასცხა და, რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა. და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი. და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა, რომელიმე სამეოცსა და რომელიმე ოცდაათსა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!“ (13,3-9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „გამოვიდა მთესვარი თესვად“. ვინაჲ გამოვიდა, რომელი-იგი ყოველგან არს და ყოველივე აღუვსიეს, ანუ ვითარ გამოვიდა? არა თუ ადგილითი ადგილად სლვითა, რამეთუ ყოველივე დაუპყრიეს მას, არამედ წყალობითა და განგებულებითა მახლობელ ჩუენსა იქმნა, შემოსითა მით ჴორცთაჲთა. რამეთუ ჩუენ შესლვად მისა ვერ ჴელ-გუეწიფებოდა შუვაკედლისა მისგან ცოდვათაჲსა, რომელნი ვითარცა ზღუდე რვალისა იყვნეს შორის ჩუენსა და მისა, ამისთჳს წყალობით თავადი ჩუენდა გამოვიდა. და რაჲსა-მე გამოვიდა? წარწყმედად ქუეყანისა ეკლოვნებისა მისისათჳს? ანუ ტანჯვად მუშაკთა მათ კაცთა, რომელთა ეკალი და კუროჲსთავი მოიმუშაკესა? ნუ იყოფინ! არამედ განწმედად ეკალთა მათ მოვიდა და თესვად სიტყუასა მას ცხორებისასა.
რამეთუ თესლად აწ სიტყუასა მას მოძღურებისასა იტყჳს და ქუეყანად - სულებსა კაცთასა, ხოლო მთესვარად - თავსა თჳსსა. იხილეთ უკუე, რაჲ შეემთხჳა თესლსა მას: სამი ნაწილი წარწყმდა და ერთი ცხონდა, და არცა იგი სწორებით, არამედ ცხოვნებულთაცა შორის ფრიადი იქმნა განყოფილებაჲ. რამეთუ თავადი უშურველად ასწავლიდა ყოველთა; ვითარცა მთესვარი უშურველად სთესავნ, ეგრეთვე სახიერმან მან უშურველად მიუთხრა სიტყუაჲ სწავლისა მისისაჲ მდიდართა და გლახაკთა, უდებთა და მოსწრაფეთა, სწავლულთა და უსწავლელთა, მჴნეთა და მოშიშთა, ყოველ-თავე სწორებით ასწავებდა, დაღაცათუ იცოდა წინაჲსწარ ყოველივე, თუ რომელსა ეგულებოდა სმენაჲ ანუ რომელსა არა. გარნა ეგრეთცა თჳსსა მას სახიერებასა აჩუენებდა, რაჲთა თქუას: „რაჲღა ჯერ-იყო ქმნად ვენაჴისა მის, და არა ვქმენ?“1 და უსიტყუელ იყვნენ, რომელთაცა არა შეიწყნარონ.
ხოლო შენ გესმას რაჲ, ვითარმედ: „გამოვიდა მთესვარი თესვად“, ნუ ორგზის თქუმასა ერთისა მის სიტყჳსასა გულისჴმა-ჰყოფ, რამეთუ მრავალგზის გამოვალს მთესვარი სხუად საქმედ, გინა თუ თერძვად, გინა თუ ნამარგელისა აღმოფხურად, გინა თუ ეკალთა განყრად, ანუ სხუად რადმე ესევითარად. ხოლო თავადი თესვად გამოვიდა, მთესვარი იგი სახიერი. ვითარ უკუე უმეტესი იგი თესლისაჲ მის წარწყმდა? არა მთესვარისაჲ მის იყო ბრალი, არამედ ქუეყანისაჲ მის, რომელმან შეიწყნარა თესლი იგი, რომელ არიან სულნი იგი უნაყოფონი; რამეთუ რომელიმე უდებთა მიიღეს და წარწყმიდეს, და სხუაჲ იგი - დაჴსნილთა, და განმცემელ იქმნეს, და სხუაჲ იგი - მდიდართა, და შეაშთვეს. არამედ უფალმან არა თქუა ესრეთ სახელდებით, რაჲთა არა სასოწარკუეთილებად მოვიდენ ესევითარნი იგი, არამედ იგავითა მით ქუეყანისაჲთა ყოველნივე ესე გამოსახნა და მიუშუა კაცად-კაცადსა, რაჲთა თჳსმან გონებამან ამხილოს.
ხოლო ესე არა თესლსა მას ხოლო შეხუდა, არამედ სათრომელსა მასცა ბადესა, რამეთუ მრავალი იპოვა ჯერკუალი.
და ესევითარნი ესე იგავნი თქუნა, რაჲთა ასწაოს და გულისჴმა-უყოს მოციქულთა, რაჲთა დაღაცათუ უმრავლეს იყვნენ არაშემწყნარებელნი იგი სიტყჳსანი, ვიდრეღა შემწყნარებელნი, არავე დაჴსნილ იქმნენ მსახურებისაგან თჳსისა. რამეთუ მეუფისაცა ზე ესევე იქმნა, არამედ თავადი არა დასცხრა თესვად, რომელმან ყოველივე წინაჲსწარ იცოდა.
თქუას ვინმე, ვითარმედ: ეგებისა ეკალთა ზედა თესვაჲ და კლდესა და გზასა? არამედ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ თესლსა ამას ზედა ხილულსა და ქუეყანასა არა იქმნების ესე, ხოლო სულთა ზედა და სწავლისა ესე მარადის აღესრულების და ფრიად სარგებელ არს. რამეთუ მუშაკმან თუ
1 შდრ. ესაია 5,4.
ქმნას ესე, სამართლად საბრალობელ იქმნას, რამეთუ არა ეგების კლდისაჲ გარდაქცევაჲ ქუეყანად და მიწად; არცა გზაჲ, თუმცა არა დაითრგუნვოდა მრავალთაგან; არცა ეკალთა, რაჲთამცა არღარა ეკალ იყვნეს; ხოლო პირმეტყუელთა საქმე არა ესრეთ არს, რამეთუ შესაძლებელ არს, რომელი-იგი კლდე იყოს, გარდაქცევად და ქმნად ქუეყანა კეთილ; და რომელი-იგი გზა იყოს, ჴელ-ეწიფების, რაჲთა არღარავის შეუნდოს დათრგუნვად იგი; და ეკლოვანსა ძალ-უც განყრად ეკალთა მათ თავისა თჳსისაგან და შეცვალებად ყანად ნაყოფიერად. რამეთუ უკუეთუმცა ესე ყოველი არა შესაძლებელ იყო, არამცა ეთესა ყოვლადბრძენსა მას მთესვარსა. ხოლო უკუეთუ არა ყოველთა ზედა იქმნა შეცვალებაჲ იგი, მათი იყო ბრალი, რომელნი შეუცვალებელად ეგნეს ბოროტსა ზედა.
ამისთჳსცა თქუა უფალმან, ვითარმედ: ყოველსა, რომელსა ესმეს სიტყუაჲ სასუფეველისაჲ და არა გულისჴმა-ყოს, არამედ ნეფსით განიფიცხოს გული თჳსი, მოვიდის უკეთური იგი და მისტაცის თესლი იგი გულისაგან მისისა, რამეთუ იგი თჳთ იქმნა განმცემელ.
და იხილე, ვითარ მრავალსახე არს გზაჲ იგი წარწყმედისაჲ, განშორებული ერთიერთისაგან: რომელნიმე გზასა მსგავს არიან, დათრგუნვილსა მრავალთა მათ ვნებათაგან, რომელნი-იგი დაჴსნილნი არიან და უდებნი; სხუანი მსგავს არიან კლდესა, უძლურნი გონებითა, რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის და მეყსეულად სიხარულით გულსა თჳსსა მიიღის, ხოლო ძირი არა აქუნ გულსა თჳსსა, არამედ საწუთრო არნ, და რაჟამს არნ ჭირი ანუ დევნაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაბრკოლდიან. აწ უკუე პირველნი იგი უძჳრეს ამათსა არიან. არა ერთ არს თჳნიერ ჭირისა რაჲსმე და განსაცდელისა განცემაჲ სიტყჳსაჲ მის და კუალად იწროებისა და ჭირისა განსაცდელთაჲსა ვერ თავს-დებაჲ. ხოლო რომელნი-იგი ეკალთა მსგავს არიან, იგინი უძჳრეს ყოველთასა არიან.
სწავლაჲ მდ რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ ყოველთა სათნოებათა მოგებად და სივლტოლად შუებისაგან
აწ უკუე რაჲთა არა ჩუენცა ეგრეთვე შემემთხჳოს, ვისწრაფოთ გულსმოდგინებით შეწყნარებად სიტყუათა ღმრთისათა და სამარადისოსა მას ჴსენებასა შინა დამარხვად. რამეთუ დაღაცათუ ეშმაკი მოსწრაფე არს მიტაცებად, არამედ ჩუენდა მოცემულ არს ჴელმწიფებაჲ განდევნად იგი შორს ჩუენგან. დაღაცათუ განჴმობაჲ თქუა თესლისაჲ მის, გარნა არა სიცხისაგან იქმნების განჴმობაჲ იგი; რამეთუ არა თქუა, თუ: სიცხისაგან გან-ჴმა, არამედ: „ძირნი არა დაებნესო“. დაღაცათუ შეაშთობენ ეკალნი, არა ეკალთაჲ მათ არს ბრალი, არამედ რომელმან-იგი შეუნდო ეკალთა აღმოცენებად, რამეთუ ჴელ-ეწიფებოდა დაყენებაჲ ბოროტისა მის მცენარისაჲ. ამისთჳს არა თქუა, თუ: სოფელმან ავნო, არამედ: „ზრუნვამანო ამის სოფლისამან“. არცა სიმდიდრე თქუა, არამედ: „საცთურმანო სიმდიდრისამან“. ამისთჳს ნუ საქმეთა ვაბრალებთ, არამედ გონებასა ბოროტსა, რამეთუ ეგების სიმდიდრე და არა საცთურად მიცემაჲ თავისაჲ, და იქმნების სოფელსა შინა ყოფაჲ და არაშეშთობაჲ ზრუნვათაგან. კეთილად უკუე თქუა, თუ: „საცთური სიმდიდრისაჲ“, რამეთუ ყოველივე საქმე სიმდიდრისაჲ საც-თურ არს, გინა თუ დიდებაჲ სთქუა, გინა თუ შუენიერებაჲ, ანუ თუ გულის-თქუმაჲ და გემოთმოყუარებაჲ; ყოველივე ესე საცთური არს და უცნებაჲ.
ხოლო წარმოთქუნა რაჲ სახენი იგი წარწყმედისანი, მერმეღა თქუა ქუეყანისა მისთჳს კეთილისა, რაჲთა მისცეს ყოველთავე სასოებაჲ სინანულისაჲ, და არავინ სასოწარკუეთილ იქმნას, არამედ ცნან, ვითარმედ შესაძლებელ არს უნაყოფოჲსა და ეკლოვანისა ქუეყანისა ნაყოფიერ-ყოფად, უკუეთუ ენებოს.
ხოლო ვინაჲთგან ქუეყანაჲ კეთილ იყო და ერთი იყო მთესვარი და თესლი იგი ერთ, რად რომელმანმე ასი ყო ნაყოფი და რომელმანმე სამეოცი და რომელმანმე ოცდაათი? რამეთუ აქაცა არა მუშაკი იგი იყო მიზეზ საქმისა მის, არცა თესლი, არამედ ნებაჲ იგი შემწყნარებელთა მათ სულ-თაჲ, რომელნიცა ქუეყანად გამოსახნა. და აქაცა დიდად ჩანს კაცთმოყუარებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ერთსა სახესა ეძიებს ჩუენგან სათნოებისასა, არამედ პირველნიცა სათნო-უჩანან და მეორეთა შეიწყნარებს და მესამეთა არა გარემიაქცევს. ხოლო რაჲსათჳს სხუანიცა ვნებანი არა აჴსენნა: გულისთქუმაჲ ჴორცთაჲ და ზუაობაჲ და მრისხანებაჲ და მსგავსნი მათნი?
ესე ამისთჳს, რამეთუ აჴსენა რაჲ ზრუნვაჲ ამის სოფლისაჲ და საცთური სიმდიდრისაჲ, ყოველნივე ვნებანი გამოსახნა, რამეთუ ამათგან იშვებიან ყოველნი: გულისთქუმაჲ და გემოთმოყუარებაჲ და ზუაობაჲ და შური; და სხუანი ყოველნივე ვნებანი ზრუნვათაგან სოფლისათა და საცთურისა მისისაგან მოვლენ. და შესძინა გზაჲცა და კლდე, რაჲთა გჳჩუენოს, ვითარმედ არა კმა არს დატევებაჲ ხოლო საფასეთაჲ, არამედ სხუათაცა სათნოებათა მოგებაჲ, რაჲთა სიმჴნეცა სულისაჲ გუაქუნდეს და მოსწრაფებაჲ და სხუანი იგი სათნოებანი. რამეთუ არა კმა არს ჩუენდა ერთი ხოლო საქმე, არამედ პირველად ჯერ-არს სმენაჲ სიტყუათა ღმრთისათაჲ გულსმოდგინებით და დამარხვაჲ მათი გულთა შინა საჴსენებელად საუკუნოდ, მერმე ახოვნებაჲ გჳღირს ქმნად სიტყუათა მათ, მერმე უგულებელს-ყოფაჲ საფასეთაჲ და განშორებაჲ საცთურთაგან სოფლისათა.
ამისთჳს, ძმანო, წესიერად შევიკრძალოთ განწყობილებაჲ ესე სათნოებათაჲ, რამეთუ უკუეთუ რომელთამე ვიქმოდით და რომელთამე უდებვჰყოფდეთ, რაჲ სარგებელ გუეყოს, გინა თუ სიმდიდრითა წარვწყმდეთ, გინა თუ დაჴსნილობითა, გინა თუ გულისთქუმითა? რამეთუ მუშაკმან გინა თუ ესრეთ წარწყმიდოს თესლი თჳსი, გინა თუ ეგრეთ, სწორად მწუხარე არნ. ამისთჳს ყოველნივე ვნებათა ეკალნი დავწუნეთ, რაჲთა არცა ერთი ნივთი წარწყმედისაჲ იყოს ჩუენ თანა, ხოლო უფროჲსად, რომელნი-იგი მიზეზნი და მშობელნი არიან სხუათა ვნებათანი: სიმდიდრისმოყუარებაჲ, დიდებისმოყუარებაჲ და გემოთმოყუარებაჲ. რამეთუ ესენი თითოეულიცა შემძლებელ არს ნავსა მას სულთა ჩუენთასა დანთქმად. ხოლო უკუეთუ ერთად შეკრბენ სამნივე და მოვიდენ მათ თანა ნაშობნიცა მათნი, გულის-ჴმა-ყავთ, თუ რაბამი ღელვაჲ აღადგინონ ჩუენ ზედა.
ამისთჳსცა უფალმან შუებისა და სიმდიდრისა საცთურთა ეკლად სახელ-სდვა. და ნუ გიკჳრს ესე, კაცო, თუ შუებასა რაჲსათჳს ეკალ ეწოდების, რამეთუ შენ უმეცარ ხარ და მთრვალი ეგე ვნებისა მისგან, ხოლო რომელნი მრთელ არიან გონებითა, იციან მათ, ვითარმედ შუებაჲ და ზრუნვაჲ უფროჲს ყოვლისა ეკლისა შემაშთობელ არიან სულისა და ჴორცთაცა მავნებელ. ვითარცა-იგი ეკალი ყოველთავე ასოთა, რომელთაცა მიეახლოს, მოსწყლავს, ეგრეთვე შუებაჲ სულსა თანა ჴორციელთაცა ასოთა ყოველ-თავე ავნებს.
აღმოიკითხენღა წიგნნი სამკურნალონი და ჰპოო, ვითარმედ ყოველნივე სენნი შუებისაგან იშვებიან და ნაყროვნებისა. ამის გამო სიბერე მოიწევის უჟამოჲ სენთაგან, და საცნობელნი მოუძლურდებიან, და გონებაჲ დაბნელდების, და გუამი დაიჴსნების, და ყოველივე ბოროტი გუამსა მას შინა განმრავლდების.
აწ უკუე, კაცო, რაჲსათჳს ესრეთ ხარკებით ასუქებ ჴორცთა შენთა, არა თუ დაკლვად განმზადებულ ხარ და ტაბლასა დასაგებელად? მფრინველთა და ოთხფერჴთა სამართლად ასუქებენ კაცნი დასაკლავად, და უფროჲსღა იგინიცა ფრიად განსუქებულნი მავნებელ არიან გუამისა, ხოლო შენ, კაცო, რომლისა-მე მიზეზისათჳს დაუცადებელად ასუქებ ჴორცთა შენთა? არა უწყია, ვითარმედ არარაჲ არს უფროჲს შუებისა მავნებელ სულისაცა და ჴორცთა, რომლისაგან იშვებიან ბილწებანი მრავალსახენი? რამეთუ სადაჲთ მოვლენ საქმენი იგი უჯეროებისანი? გარნა შუებისაგან და მთრვალობისა უწესოჲსა.
ღჳნისმოფარდულნი უმეტეს ზომისა არა აღავსებენ თხიერთა, რაჲთა არა განხეთქილებაჲ შეხუდეს, ხოლო შუებისა და მთრვალობისა მოყუარენი ვერცა თუ ესოდენ ჰრიდებენ უბადრუკთა მათ მუცელთა მათთა, არამედ აღავსნენ რაჲ ჭამადითა თითოფერითა და თითოსახითა, მერმე იწყებენ შთასხმად ღჳნისა ვიდრე ყელადმდე, ვიდრე საყნოსელთა და ყურთამდე, ვიდრემდის სრულიად შეაიწრიან განმგებელი ცხოელისაჲ მის - სული. არა თუ ამისთჳს მოცემულ არს შენდა ჴორჴი, ჵ კაცო, რაჲთამცა მუნამდე აღავსე მუცელი შენი ღჳნითა, არამედ ამისთჳს მოცემულ არს, რაჲთა უგალობდე ღმერთსა და შესწირვიდე ლოცვათა და აღმოიკითხვიდე წმიდათა წერილთა და მოყუასთა შენთა უმჯობესსა განაზრახვიდე.
ხოლო შენ იგი წესნი, რომელნი ბრძანებულ არიან შენდა, სრულიად დაგვიწყებიან და ყოვლადვე მსახურებასა მას არა შეექცევი, არამედ სრულიად დამონებულ ხარ ბოროტისა ამის მძლავრისადა. ვითარცა ვის არწმუნიან ათძალი ოქროჲსაჲ, და მან გალობისა წილ ჴმატკბილისა დაჰფლის იგი სკორესა შინა, ეგრეთვე შენ იქმ, შუებისა და მთრვალობისა მოყუარეო; ხოლო სკორედ არა საზრდელსა სახელ-ვსდევ, არამედ საშუებელსა და მის მიერ მომავალსა ბილწებისა გულისთქუმასა, რამეთუ ზომისა უმეტესი არღარა საზრდელ იწოდების, არამედ სავნებელ, რომელი ყოველსავე გუამსა ავნებს. ამისთჳს ფრიადსა მას მძლავრებასა რაჟამს ვერ დაუთმის მუცელმან, მრავალი ბოროტი აღადგინის ჩუენ ზედა: ფერჴნი დაჴსნილყვნის, ჴელნი შეღრიკნის, მრავალგზის პირიცა და თუალნი განამრუდნის და ცნობასაცა ავნებს. ხოლო ესე განგებულებით იქმნების, რაჲთა ნეფსით თუ არა ერიდო უწესოებასა, შიშითა ესოდენისა ამის ვნებისაჲთა განეკრძალო, რაჲთა არა ჴორცნიცა სულსა თანა წარსწყმიდნე.
აწ უკუე, მორწმუნენო, ვიჯმნათ უზომოჲსა შუებისაგან, ვიზრუნოთ წესიერებისათჳს, რაჲთა ჴორციელიცა სიმრთელე მოვიგოთ და სულნი ჩუენნი ვიჴსნნეთ ნაწილისა მისგან მდიდრისა მის, რომელი დაისაჯა ცეცხლსა შინა საუკუნესა.
უფროჲსღა ვიღუაწოთ, ძმანო, ლაზარეს თანა გლახაკისა წიაღთა მათ აბრაჰამისთა მისლვად და საუკუნეთა მათ კეთილთა მკჳდრ-ყოფად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.