მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 14:27

26. ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაჲ ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს: ვითარმედ: საოცარ რაჲმე არს, და შიშისაგან ღაღად-ყვეს.27. მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!28. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა.
სახარებაჲ მათესი თავი 14
27. მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მა-თა იესუ სლვით ზღუასა მას ზედა. ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რაჲ ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს, ვითარმედ: საუცარ რაჲმე არს, და შიშისაგან ღაღატ-ყვეს. მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!“ (14,25-27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: მეოთხესა საჴუმილავსა მოვიდა, რომელ არს მეათე ჟამი, რაჲთა ასწაოს არა ძიებად ადრე განრომად განსაცდელთაგან, არამედ თავს-დებად მოწევნულთა მათ ზედა ჭირთა ახოვნებით. ხოლო იყვნეს რაჲ ღელვასა მას შინა, დაერთო შიშიცა იგი უცნებისაჲ მის, რამეთუ ვერ იცოდეს, თუ უფალი არს. და თავადი დუმნა, რაჲთა, ვითარცა ვთქუ, განიწუართნენ ყოველსავე შინა მოთმინებად. ხოლო ოდეს-იგი ესოდენ აღემატა შიში იგი, ვიდრე ღაღატ-ყვეს, მაშინ ჰრქუა მათ უფალმან: „კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!“ ამან ჴმამან მეყსეულად შიში იგი განაქარვა, რამეთუ იცნეს ჴმაჲ მისი და კადნიერ იქმნეს.

ხოლო ყოველსავე ადგილსა მჴურვალემან პეტრე აქაცა აჩუენა მჴურვალებაჲ თჳსი:

მათეს სახარების განმარტება - თავი XIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
14:22-33 — იესო და პეტრე ზღვის ტალღებზე:

22. და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინა-წარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი. - მიანიშნა რა მასთან მოწაფეთა განუყრელობაზე, მათემ თქვა: აიძულა, რადგან მათ მუდამ იესოსთან ყოფნა სურდათ, ხალხი გაუშვა, რათა არ გაეცილებინა იგი და ამდენად დიდებისმოყვარედ არ წარმოჩენილიყო.

23-24. და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ. ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო. - გვიჩვენებს რა ჩვენ, რომ ლოცვისას ყურადღების მოკრებაა საჭირო, უფალი მთაზე ადის; ამასაც, ისევე როგორც ყოველივეს, ჩვენთვის აკეთებს, რადგან მას ლოცვა სრულიადაც არ სჭირდება. გვიანობამდე ლოცულობს, რითაც გვასწავლის, რომ ჩვენც ლოცვა არა თუ მალევე არ უნდა შევწყვიტოთ, არამედ, რამდენადაც ამ დროს მეტი სიწყნარეა, განსაკუთრებით ღამით უნდა ვილოცოთ. მან დაუშვა, რომ მოწაფეებს საფრთხე დამუქრებოდა, რათა განსაცდელთა მტკიცედ გადატანაც ესწავლათ და მისი ძალაც შეეცნოთ. ნავი შუა ზღვასა შინა კი გვიჩვენებს, რომ საშიშროება დიდი იყო.

25-27. და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის