📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ. ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით“ (14,23-24).
რაჲსათჳს აღვალს მთად? რაჲთა გუასწაოს ჩუენ, ვითარმედ კეთილ არს უდაბნოს მყოფებაჲ და მარტოებაჲ, ოდეს გუენებოს ვედრებად ღმრთისა. ამისთჳს ზედაჲსზედა განვიდოდა უდაბნოდ და მუნ გარდაიჴადის ღამე ლოცვათა შინა, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ ჟამისა და ადგილისაცა მყუდროჲსაჲ განჩემებად ლოცვისათჳს.
რამეთუ უდაბნოჲ დედაჲ არს მყუდროებისაჲ, ნავთსაყუდელი არს მფარველი ღელვათაგან ამბოხებისათა. ხოლო თავადი რაჲ იყოფოდა მთასა მას ზედა, მოწაფენი იღელვებოდეს ზღუასა შინა, ვითარცა პირველ. არამედ მაშინ უფალი იყო მათ თანა, და არაჲ ევნებოდა მათ, ხოლო აწ მარტოდ იპოვნეს და არა აქუნდა სასოებაჲ ცხორებისაჲ. რამეთუ მიუშუა მათ ზედა მისლვად ქარისა მის და აღდგომად ღელვათა, რაჲთა ისწაონ თავს-დებაჲ განსაცდელთაჲ და რაჲთა მოვიდენ ჴსენებად და უმეტესად სურვილად უფლისა. და ღამე ყოველ იგუემებოდეს ღელვათა მათ შინა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მა-თა იესუ სლვით ზღუასა მას ზედა. ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რაჲ ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს, ვითარმედ: საუცარ რაჲმე არს, და შიშისაგან ღაღატ-ყვეს. მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!“ (14,25-27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მეოთხესა საჴუმილავსა მოვიდა, რომელ არს მეათე ჟამი, რაჲთა ასწაოს არა ძიებად ადრე განრომად განსაცდელთაგან, არამედ თავს-დებად მოწევნულთა მათ ზედა ჭირთა ახოვნებით. ხოლო იყვნეს რაჲ ღელვასა მას შინა, დაერთო შიშიცა იგი უცნებისაჲ მის, რამეთუ ვერ იცოდეს, თუ უფალი არს. და თავადი დუმნა, რაჲთა, ვითარცა ვთქუ, განიწუართნენ ყოველსავე შინა მოთმინებად. ხოლო ოდეს-იგი ესოდენ აღემატა შიში იგი, ვიდრე ღაღატ-ყვეს, მაშინ ჰრქუა მათ უფალმან: „კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!“
ამან ჴმამან მეყსეულად შიში იგი განაქარვა, რამეთუ იცნეს ჴმაჲ მისი და კადნიერ იქმნეს.
ხოლო ყოველსავე ადგილსა მჴურვალემან პეტრე აქაცა აჩუენა მჴურვალებაჲ თჳსი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა ზედა და მოვიდოდა იესუჲსა. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღატ-ყო და თქუა: უფალო, მიჴსენ მე! და მეყსეულად განყო ჴელი იესუ, უპყრა მას და ჰრქუა: მცირედმორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი?“ (14,28-31).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რაბამი იყო მჴურვალებაჲ პეტრესი, რაბამი იყო სარწმუნოებაჲ მისი? ამისთჳსცა მეტისა მისგან მჴურვალებისა მრავალგზის ჭირსა მიეცემის; რამეთუ აქაცა ფრიად დიდი საქმე ითხოა სიყუარულისათჳს ხოლო მისისა, არა თუ საჩუენებელად. რამეთუ არა ჰრქუა, თუ: მიბრძანე სლვაჲ წყალთა ზედა, არამედ: „მიბრძანეო მისლვად შენდა წყალ-თა ზედა“. რამეთუ არავის ესრეთ უყუარდა უფალი, ვითარ მას. ეგრეთვე შემდგომად აღდგომისა ქმნა, არა ადროა სხუათა მოწაფეთა თანა მისლვად, არამედ აღდგა და მირბიოდა საფლავად.
ხოლო აწ არა სიყუარული ოდენ, არამედ სარწმუნოებაჲცა აჩუენა. რამეთუ არა ესე ხოლო ჰრწმენა, თუ ძალ-უც მას ზღუასა ზედა სლვად, არამედ სხუათაცა ვლინებად ჴელ-ეწიფების. ამისთჳს თქუა: „უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა“. ხოლო ქრისტემან უბრძანა. რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა, თუ: ვერ გაქუს ჯერეთ ესევითარი მტკიცე სარწმუნოებაჲ, კუალად აცილამცა სიმჴურვალისაგან. ამისთჳს საქმით დაარწმუნა ნაკლულევანებაჲ იგი სარწმუნოებისაჲ.
რამეთუ გარდავიდა რაჲ პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა ზედა და მივიდოდა იესუჲსა, არა ესრეთ მხიარულ იყო სლვისა მისთჳს წყალთა ზედა, ვითარ მისლვისათჳს უფლისა მიმართ. და რომელი-იგი უმეტესსა მძლე ექმნა, რომელ არს წყალთა ზედა სლვაჲ, უდარესისაგან შეირყია, რომელ არს ქარისა სიმძაფრე.
რამეთუ იხილა რაჲ ქარი იგი ძლიერი, შეშინდა და იწყო დანთქმად. შიშმან მან ყო დანთქმაჲ იგი, ხოლო შიში ქმნა ვერსიმტკიცემან სარწმუნოებისამან. რამეთუ ესრეთ არს კაცობრივისა ბუნებისა უძლურებაჲ: მრავალგზის უზეშთაესი წარჰმართის და უდარესსა ზედა ემხილის, ვითარ-იგი შეემთხჳა ელიას იეზაბელისგან, და მოსეს მეგჳბტელისა მისგან, და დავითს ბერსაბესგან. ეგრეთვე ესე ზღუასა მას ზედა აღსლვად და სლვად წყალთა ზედა კადნიერ იქმნა, და ქარისაგან შეეშინა და შეირყია, რომელი-იგი მახლობელ მებრღა იყო ქრისტესა, რაჲთა სცნა, ვითარმედ არად სარგებელ არს მახლობელობაჲ ქრისტესი, უკუეთუ ვინ სარწმუნოებითა არა ახლოს იყოს. ესრეთ უკუე გამოჩნდა ნაკლულევანებაჲ სარწმუნოებისაჲ, და ამან საქმემან სხუათა მათცა ნუგეშინის-სცა. რამეთუ უკუეთუ ორთა მათთჳს ძმათა განრისხნეს თხოისა მისთჳს, რომელ ითხოვეს, არამცა ამისთჳსცა მოუჴდაა ესევითარი გულისსიტყუაჲ, უკუეთუმცა არა ესრეთ ქმნილ იყო? რამეთუ არა იყვნეს ჯერეთ ღირსქმნილ მადლსა მას სულისა წმიდისასა სრულებით, ხოლო უკუანაჲსკნელ ყოველსა ადგილსა პეტრეს აწუევდეს წინამძღუარ-ყოფად სიტყჳსა.
ხოლო რაჲსათჳს არა შეჰრისხნა ქარისა სიმძაფრესა, არამედ მას უპყრა ჴელითა? ესე ამისთჳს, რამეთუ სარწმუნოებასა მისსა მოელოდა, ხოლო რა-ჟამს იგი მოაკლდა, მაშინ უფალმან თჳსი შეწევნაჲ აჩუენა. ამისთჳსცა უჩუენა, ვითარმედ არა სიმძაფრემან მან ქარისამან, არამედ მისმან მცირედმორწმუნეობამან ყო შერყევაჲ იგი და მიდრეკაჲ მისი. და ჰრქუა: „მცირედმორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი?“ რამეთუ უკუეთუმცა სარწმუნოებაჲ შენი არა მოუძლურებულ იყო, ადვილადმცა წინააღდგომილ იყავ ქარისა მის.
ხოლო განყო რაჲ ჴელი და უპყრა მას, დაუტევა მერმეცა ქროლად ქარი იგი, რაჲთა გულისჴმა-უყოს, ვითარმედ ოდეს სარწმუნოებაჲ მტკიცე იყოს, ქარი და ზღუაჲ ვერარას ავნებენ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას, დასცხრა ქარი იგი. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანისცეს მას და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ. და განვიდეს და მივიდეს ქუეყანასა მას გენესარეთისასა“ (14,32-34).
თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ ამისა იტყოდეს, ვითარმედ: „რაბამ ვინ არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?“1 ხოლო აწ მოუჴდეს და თაყუანი-სცეს მას და იტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ“. ჰხედავა, ვითარ აღამაღლებდა გონებათა მათთა გულისჴმის-ყოფისა კიბეთა? რამე-თუ მაშინ შეჰრისხნა ზღუასა მას და ქართა, ხოლო აწ სხჳთ სახით უჩუენა ძალი თჳსი - სლვითა ზღუასა ზედა და მინიჭებითა პეტრესითა მადლისა მის და განრინებითა მისითა დანთქმისაგან. ამისთჳსცა უმეტესად სარწმუნოებად მოვიდეს და იტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ“.
ხოლო სიტყუასა ამას ზედა ნუუკუე შეჰრისხნაა ქრისტემან? ნუ იყოფინ! უფროჲსღა დაამტკიცა, უმეტესითა რაჲ ჴელმწიფებითა აღასრულნა კურნებანი, ვითარცა ესერა იტყჳს მახარებელი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და განვიდეს მიერ და მივიდეს ქუეყანასა მას გენესარეთისასა. და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული. და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რავდენთა შეახეს, ცხონდეს“ (14,34-36).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არამედ ესე დაგჳრჩა ზემო თქუმად: ვითარ იტყჳს აქა: „ვითარცა აღვიდეს იგინი ნავად, დასცხრა ქარი იგი“; ხოლო იოვანე იტყჳს,
1 მათ. 8,27.
ვითარმედ: „უნდა, რაჲთამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას. და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქუეყანასა მას, ვიდრეცა ვიდოდეს“.1 ესრეთ უკუე გულისჴმავჰყოფთ, ვითარმედ ორნივე ესე ურთიერთას ეწამებიან. პირველად იხილეს იესუ, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა, და შეეშინა; ჰრქუა მათ იესუ: „მე ვარ, ნუ გეშინინ!“ და მერმე აღასრულა ძლიერებაჲ იგი პეტრეს ზედა. მერმე ენება, რაჲთამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას, და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქუეყანასა მას, ვიდრეცა მივიდოდეს. არა თუ ეგრეთ იტყჳს, თუ გარე ჴმელსა იპოვა, არამედ მახლობელად კიდესაო. და მი-რაჲ-ეახლნეს კიდესა, მაშინ აღვიდა იესუ ნავად. აწ უკუე განიყვეს მახარებელთა სასწაული ესე და კეთილად გუაუწყეს ყოველივე.
ხოლო გან-რაჲ-ვიდეს ქუეყანად, იცნეს იგი კაცთა მათ და არღარა ეტყოდეს, რაჲთა სახლად კაცად-კაცადისა მივიდეს, არამედ უმეტესითა სარწმუნოებითა შემოკრიბნეს ყოველთა მათგან სანახებთა უძლურნი და ევედრებოდეს შეხებად ფესუსა სამოსლისა მისისასა, რამეთუ წიდოვნისა მისგან ისწავეს საქმისა ამის ძალი. ამისთჳსცა რომელნი შეეხნეს, ცხონდეს.
სწავლაჲ ნ წმიდათა საიდუმლოთათჳს და მოწყალებისათჳს
და აწ ჩუენცა, მორწმუნენო, შევეხნეთ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და უფროჲსღა, უკუეთუ გუენებოს, ყოვლითურთ არს იგი ჩუენ შორის; რამეთუ არა თუ სამოსელი მისი, არამედ ჴორცი და სისხლი მისი წინამდებარე არს ჩუენდა არა შესახებელად ხოლო, არამედ საჭმლადცა და სასუმლად, უკუეთუ გუენებოს, მოუცემიეს ჩუენდა.
მოუჴდეთ უკუე სარწმუნოებით, რაჲთა განიკურნენ ყოველნივე უძლურებანი ჩუენნი. უკუეთუ რომელნი ფესუსა სამოსლისა მისისასა შეეხნეს, ესრეთ სარგებელ ეყო, რავდენ უმეტესად სარგებელ ეყოს, რომელთა შეიწყნარონ იგი თავთა შორის თჳსთა, უკუეთუ ოდენ ღირს იქმნენ გული-თა წმიდითა და სარწმუნოებითა შეუორგულებელითა შეწყნარებად.
რამეთუ ჭეშმარიტად, მორწმუნენო, აწცა ქრისტესა მოუჴდებით, და-ღაცათუ ჴმაჲ მისი არა გუესმის, და უფროჲსღა გუესმის ჴმაჲცა მისი დღი-თი-დღე სახარებისა მიერ.
აწ უკუე შეუორგულებელად გრწმენინ, ძმანო, ვითარმედ აწცა სერობაჲ იგი არს, რომელსა შინა თავადი ინაჴითმჯდომარე იყო, და არაჲთა განყოფილ არს ესე მისგან. რამეთუ ვითარცა-იგი მაშინ მან შეჰმზადა, ეგრეთვე აწ ამას იგივე შეჰმზადებს.
1 იოან. 6,21.
ამისთჳს გეტყჳ, საყუარელო, ოდეს იხილო, რომელ მღდელი გაზიარებდეს, ნუ ჰგონებ, თუ მღდელი იგი მოგცემს შენ წმიდასა მას საიდუმლოსა, არამედ ჴელი ქრისტესი განმარტებულ არს მოცემად შენდა ჴორცსა და სისხლსა მისსა. რამეთუ ვითარცა-იგი ნათელ-იღებდე რაჲ, არა თუ მღდელი იგი ნათელ-გცემს, არამედ ღმერთსა უხილავად უპყრიეს თავი შენი, და არცა ანგელოზი, არცა მთავარანგელოზი, არცა სხუაჲ ვინ იკადრებს მოახლებად, ეგრეთვე აქა, იგი არს, რომელი გაზიარებს წმიდათა მათ საიდუმლოთა.
რამეთუ არა ანგელოზთადა ურწმუნებიეს ნიჭი ესე, არამედ თავადი ქრისტე არს განმყოფელი და მიმნიჭებელი; რამეთუ რომელმან უმეტესი ქმნა, უდარესიმცა უღირს-იჩინაა? რომელმან თავი თჳსი მოგუცა საჭმლად, ჴელითამცა თჳსითა არა ჯერ-იჩინაა განყოფად პატიოსნისა მის ჴორცისა და სისხლისა მისისა მოყუარეთა თჳსთა?
ვისმინოთ უკუე მღდელთაცა და ყოველმან ერმან, ვითარსა პატივსა ღირსქმნილ ვართ. ვისმინოთ და შევძრწუნდეთ! წმიდისა ჴორცისა და სისხლისა მისისა ზიარ-მყვნა ჩუენ; თავი თჳსი დაკლული წინაშე დაგჳდვა. რაჲმე უკუე მიუგოთ, რომელნი ესევითარსა საიდუმლოსა ზიარქმნილ ვართ და ესრეთ წარმდებებით ვცოდავთ? რომელნი კრავსა მას ღმრთისასა მოვი-ღებთ და არა შევიკდიმეთ მგელთა მიმსგავსებად; რომელნი ტარიგსა მას მოვიქუამთ, ამხუმელსა ცოდვათა სოფლისათა, და ვართღა მჴეც მტაცებელ.
ესე საიდუმლოჲ ნიჭი არს მშჳდობისაჲ, განმწმედელი ყოველთა ცოდვათაგან ღირსად მიმღებელთა მისთა. და არა ჰნებავს, რაჲთა ყოვლადვე უფლებულნი ვიყვნეთ ვნებათაგან, შურისა, გინა მტერობისა, გინა მტაცებლობისა, გინა ანგაჰრებისა, ანუ თუ გულისთქუმათაგან ბოროტთა. რამეთუ უკუეთუ მან ცხორებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა არა ჰრიდა თავსა თჳსსა სიკუდილად მიცემად, ჩუენ ვითარ უგულებელს-ვჰყოფთ ცხორებასა ჩუენსა?
ჰურიათა მისცნა წლითი-წლად დღესასწაულნი საჴსენებელად ქველისმოქმედებათა მისთა, ხოლო ჩუენდა დღითი-დღე მოუცემიეს საჴსენებელი ესე, ვითარცა იტყჳს მოციქული: „რავდენგზის სჭამდეთ პურსა ამას და ჰსუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდეთ“,1 რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: „ამას ჰყოფდითო მოსაჴსენებელად ჩემდა“.2
და ნანდჳლვე ესე არს თავი ქველისმოქმედებათა მისთაჲ, ჴსენებაჲ სიკუდილისა მისისაჲ. რამეთუ უკუეთუ ვთქუა, თუ: ცანი გარდაართხნა და ქუეყანაჲ დაამტკიცა, ზღუანი განჰფინნა, მნათობნი დაჰბადნა, და ამისა პირველ მჴედრობანი ანგელოზთანი შექმნნა, სხუანი იგი ყოველნი თუ საკჳრველებანი მისნი წარმოვთქუნე, ვერარას ვიტყჳ სწორსა ამისსა, რო-
1 1 კორ. 11,26. 2 ლუკ. 22,19.
მელ თავი თჳსი მისცა ჩუენთჳს სიკუდილად, რაჲთა უცხოქმნილნი ესე და წარწყმედილნი მონანი მომიძინეს და შვილ ღმრთისა მყვნეს.
ესე არს თავი ყოველთა კეთილთაჲ, ესე არს საიდუმლოჲ დიდებული, რომელი საუკუნითგან დაფარულ იყო და აწ გამოგჳჩნდა ჩუენ. სურვილით უკუე და სარწმუნოებით მოუჴდებოდით წმიდასა მას და შესაძრწუნებელსა ტრაპეზსა.
გარნა ნუმცა ვინ მოუჴდების სამოსლითა ხენეშითა, რაჲთა არა გარე განვარდეს.
ნუმცა ვინ არს იუდა, ნუმცა ვინ არს სიმონ მოგჳ, რამეთუ ესე ორნივე ვეცხლისმოყუარებითა წარწყმდეს. ვივლტოდით უკუე ჩუენცა ბოროტისა ამის ვნებისაგან, განვეშორნეთ მოხუეჭისაგან გლახაკთაჲსა და ტყუენვისაგან დავრდომილთაჲსა. არიან ვიეთნიმე, რომელნი იტაცებენ გლახაკთაგან და შეიკრებენ საფასეთა, და მერმე იქმან ბარძიმ-ფეშხუემებსა ოქროჲსასა, შემკობილსა თუალითა და მარგალიტითა, და შესწირვენ ეკლესიათა; ეგრეთვე სტავრაებსა ოქროქსოილებსა და სხუასა მრავალსა, საფასითა დიდ-ძალითა მოგებულსა. აწ უკუე იტყჳს უფალი, არა ესევითარი შესაწირავი გამოვირჩიეო.
ჰგონება, კაცო, თუმცა ესევითარი ძღუენი სთნდა უფალსა? ნუ იყოფინ! უკუეთუ გნებავს პატივ-ცემაჲ შესაწირავისაჲ მის, სული შენი ქმენ ოქროჲსა უბრწყინვალეს, რომლისათჳსცა დაიკლა ქრისტე, და შეწირე იგი ძღუნად მისა. ხოლო უკუეთუ იგი იყოს ბრპენისა და თიჴისა უხენეშეს, რაჲ არს სარგებელი ჭურჭელთაგან ოქროჲსა და ვეცხლისათა?
აწ უკუე რომელსა გნებავს შეწირვაჲ ძღუენთაჲ ეკლესიად, პირველად სული შენი წმიდა-ყავ ცოდვათაგან და შეწირე. ესე არს ძღუენი ყოველთა ძღუენთა უპატიოსნესი. ხოლო გნებავს თუ ხილულისაცა ძღუნისა შეწირვად, ეგევითარი ქმენ ძღუენი იგი, რაჲთა ყოვლადვე არა ერთოს ანგაჰრებისა ანუ მონახუეჭისაგან ნაწილი. რამეთუ არა თუ ეკლესიაჲ საოქროჲსმჭედლოჲ არს, რაჲთამცა ოქროსა ხოლო და ვეცხლსა ეძიებდა. სიწმიდე სულთაჲ საჴმარ არს, და რაჲ-იგი სიწმიდით მოგებულ იყოს, მას შეიწირავს ღმერთი. არა იყო მაშინ ტაბლაჲ იგი ვეცხლისაჲ, არცა ბარძიმი იგი ოქროჲსაჲ, რომლითა აზიარა ქრისტემან მოწაფეთა, გარნა პატიოსნებაჲ და ბრწყინვალებაჲ მისი შესაძრწუნებელ იყო და თუალთშეუდგამ, რამეთუ სავსე იყო სულითა წმიდითა.
გნებავსა ქრისტეს საიდუმლოთა პატივ-ცემაჲ? ნუ უგულებელს-ჰყოფ მას, რაჟამს იხილო მშიერი გინა წყურიელი, გინა თუ შიშუელი. რაჲ სარგებელი არს ეკლესიასა სტავრათა მრავალსასყიდლისათა შეწირვაჲ და გარე ხილვაჲ მისი სიცივესა შინა და სიშიშულესა და უგულებელს-ყოფაჲ. არა უწყია, რამეთუ რომელმან თქუა: „ესე არს ჴორცი ჩემი“,1 და საქმითა სიტ-
1 მათ. 26,26.
ყუაჲ დაამტკიცა, მანვე თქუა: „მიხილეთ მე მშიერი და არა მეცით ჭამადი; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე. რამეთუ რავდენსა არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ“.1 ვისწაოთ უკუე პატივ-ცემაჲ ქრისტესი ესრეთ, ვითარცა მას ჰნებავს, ნუ ვითარცა ჩუენ. რამეთუ პატივი წმიდათა საიდუმლოთაჲ ესე არს, რაჲთა სულითა განწმედილითა ცოდვისაგან ვეზიარებოდით, რამეთუ არა ჭურჭელნი ეჴმარებიან ღმერთსა ოქროჲსანი, არამედ სულნი ოქროჲსა უწმიდესნი. ხოლო ოქროჲ და ვეცხლი გლახაკთა ზედა წარაგე. და ამას ვიტყჳ, არა თუ ვაყენებ სამკაულთა ეკლესიისათა შემზადებად, არამედ ამას ვიტყჳ, ვითარმედ: პირველ ყოვლისა გლახაკთა მო-ღუაწებაჲმცა არს საძიებელ ჩუენდა. რამეთუ ეკლესიისაცა შესაწირავთა, რომელნი წმიდა იყვნენ ყოვლისავე მონახუეჭისაგან, შეიწირავს ღმერთი, გარნა მოწყალებასა ფრიად უმეტესად შეიწირავს და სათნო-იჩინებს.
რამეთუ რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ საკურთხეველი სავსე იყოს ოქროჲთა და ვეცხლითა და სამოსლითა ოქროქსოილითა, და თავადი დგეს გარე მშიერი და წყურიელი და შიშუელი. პირველად იგი იღუაწე საზრდელითა და სამოსლითა, და მერმე ნამეტნავისაგან ეკლესიაჲცა შეამკვე. რამეთუ მითხარღა, უკუეთუ იხილო ვინმე მშიერი და წყურიელი და შიშუელი, ჭირვეული და არა სცე პური, არცა ასუა სასუმელი, არცა შეჰმოსო სამოსელი, არამედ შეიყვანო ტაძარსა ოქროლესულსა და უჩუენო ტაბლაჲ ქანდაკებული, მადლიერმცა გექმნაა? ნუ იყოფინ! ეგრეთვე ქრისტესთჳს გულისჴმა-ყავ: ოდეს იგი უცხოჲ და ჭირვეული მიმოვიდოდის, და შენ დაუტეო შეწყნარებაჲ მისი და ტაძართა ამკობდე მარმარიონითა და სუეტებითა და ოქროჲთა და ვეცხლითა და სტავრაებითა, არარაჲ არს სარგებელ შენდა; არამედ იგი შეიწყნარე პირველად, იგი იღუაწე, და მერმე უკუეთუ ესეცა ჰქმნა, კეთილ არს.
არაქმნისათჳს ოქროჲსა და ვეცხლისა ბარძიმ-ფეშხუემთაჲსა და სხჳსა ესევითარისა არავინ სადა ბრალებულ არს, ხოლო უდებებისათჳს გლახაკ-თა წყალობისა ჯოჯოხეთი განმზადებულ არს, ცეცხლი უშრეტი და ეშმაკ-თა თანა დასჯაჲ.
აწ უკუე ნუ იქმ ამას, რაჲთა ტაძარსა მას ამკობდე და ძმაჲ ჭირვეული უგულებელს-ჰყო, რამეთუ ესე ტაძარი მისა უპატიოსნეს არს. ესე სამკაულნი ნუუკუე წარიტაცნენ მეფეთა ურწმუნოთა ანუ მპარავთა და ავაზაკ-თა, ხოლო რაოდენიცა ჰქმნე ძმასა თანა მშიერსა და შიშუელსა და უცხოსა, წარუპარველად ეგოს უკუნისამდე. ვერცა თუ ყოველნი კრებულნი ეშმაკ-თანი შეითქუნენ, ჴელ-ეწიფების წარტაცებად იგი.
ხოლო მეტყჳან ვიეთნიმე, ვითარ თქუა უფალმანო: „გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ“?2 მეცა, ძმანო, ამისთჳს ვიტყჳ, თუ: ჯერ-არს მოსწრაფებით და წადიერად ქმნად
1 შდრ. მათ. 25,42,43,45. 2 მარკ. 14,7.
მოწყალებისა, რამეთუ არა ვჰპოებთ მას მარადის მშიერსა, არამედ ამას ხოლო საწუთროსა, და ესე არს ჟამი წყალობისაჲ.
ხოლო უკუეთუ გნებავს ცნობად ყოვლითურთ ძალი სიტყჳსაჲ მის, ისმინეთ, ვითარმედ: სიტყუაჲ ესე არა მოწაფეთა მიმართ თქუმულ არს, და-ღაცათუ ესრეთ ჩანს, არამედ უძლურებისა მიმართ დედაკაცისა მის. რამეთუ ვინაჲთგან იგი უმეცარი იყო და უძლური, ხოლო იგინი აბრალებდეს, ინება უფალმან ნუგეშინის-ცემაჲ მისი და ამისთჳს თქუა სიტყუაჲ ესე, ვი-თარმედ: „რასა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდამო“.1 ჰხედავა, რამეთუ ნუგეშინის-ცემისა მისისათჳს თქუა, თუ: „მე არა მარადის თქუენ თანა ვარ“. რამეთუ საცნაურ არს, ვი-თარმედ მარადის ჩუენ თანა არს, ვითარცა იტყჳს თავადი, ვითარმედ: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“.2
ამის ყოვლისაგან ცხად არს, ვითარმედ ესე იყო პირი სიტყუათა მის-თაჲ, რაჲთა სარწმუნოებაჲ დედაკაცისაჲ მის, მაშინ აღმოცენებული, არა განაჴმოს შერისხვამან მოწაფეთამან. ხოლო ჩუენ ნუ შემოვიღებთ შორის სიტყუათა ამათ, რომელნი განგებულებითა რომლითამე თქუმულ არიან; არამედ რომელნი-იგი შჯულად და წესად მოცემულ არიან მორწმუნეთადა, ახალსაცა შინა რჩულსა და ძუელსაცა, მოწყალებისათჳს, იგინი აღმოვიკითხნეთ; და ფრიადი მოსწრაფებაჲ ვაჩუენოთ ამას საქმესა ზედა, რამეთუ განმწმედელი არს ცოდვათაჲ საქმე ესე, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „მიეცით მოწყალებაჲ, და ყოველივე წმიდა იყოს თქუენდა“.3
ესე უაღრეს მსხუერპლებისა არს, ვითარცა იტყჳს: „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“.4 ესე ცათა განახუამს, ვითარცა იტყჳს: „ლოცვანი ეგე შენნი და ქველისსაქმენი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე ღმრთისა“.5
ესე უაღრეს არს ქალწულებისაცა, რამეთუ ქალწულთა რომელთა არა აქუნდა ესე, განითხინეს სასძლოჲსა მისგან, და რომელთა აქუნდა, ბრწყინვალედ შევიდეს.
ვინაჲთგან უკუე ესე ყოველი ესრეთ არს, ვიღუაწოთ, ძმანო, თესვად წყალობისა, რაჲთა წყალობაჲცა მოვიმკოთ და საუკუნეთა მათ კეთილ-თა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ დიდებაჲ, პატივი და სუფევაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 მათ. 26,10. 2 მათ. 28,20. 3 ლუკ. 11,41. 4 ოსე 6,6. 5 საქმე 10,4.