მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 14:29

28. მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა.29. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუჲსა.30. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო მიჴსენ მე!
სახარებაჲ მათესი თავი 14
29. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუჲსა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა. ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა ზედა და მოვიდოდა იესუჲსა. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღატ-ყო და თქუა: უფალო, მიჴსენ მე! და მეყსეულად განყო ჴელი იესუ, უპყრა მას და ჰრქუა: მცირედმორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი?“ (14,28-31).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რაბამი იყო მჴურვალებაჲ პეტრესი, რაბამი იყო სარწმუნოებაჲ მისი? ამისთჳსცა მეტისა მისგან მჴურვალებისა მრავალგზის ჭირსა მიეცემის; რამეთუ აქაცა ფრიად დიდი საქმე ითხოა სიყუარულისათჳს ხოლო მისისა, არა თუ საჩუენებელად. რამეთუ არა ჰრქუა, თუ: მიბრძანე სლვაჲ წყალთა ზედა, არამედ: „მიბრძანეო მისლვად შენდა წყალ-თა ზედა“. რამეთუ არავის ესრეთ უყუარდა უფალი, ვითარ მას. ეგრეთვე შემდგომად აღდგომისა ქმნა, არა ადროა სხუათა მოწაფეთა თანა მისლვად, არამედ აღდგა და მირბიოდა საფლავად.

ხოლო აწ არა სიყუარული ოდენ, არამედ სარწმუნოებაჲცა აჩუენა. რამეთუ არა ესე ხოლო ჰრწმენა, თუ ძალ-უც მას ზღუასა ზედა სლვად, არამედ სხუათაცა ვლინებად ჴელ-ეწიფების. ამისთჳს თქუა: „უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა“. ხოლო ქრისტემან უბრძანა. რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა, თუ: ვერ გაქუს ჯერეთ ესევითარი მტკიცე სარწმუნოებაჲ, კუალად აცილამცა სიმჴურვალისაგან. ამისთჳს საქმით დაარწმუნა ნაკლულევანებაჲ იგი სარწმუნოებისაჲ.

რამეთუ გარდავიდა რაჲ პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა ზედა და მივიდოდა იესუჲსა, არა ესრეთ მხიარულ იყო სლვისა მისთჳს წყალთა ზედა,...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
14:22-33 — იესო და პეტრე ზღვის ტალღებზე:

22. და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინა-წარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი. - მიანიშნა რა მასთან მოწაფეთა განუყრელობაზე, მათემ თქვა: აიძულა, რადგან მათ მუდამ იესოსთან ყოფნა სურდათ, ხალხი გაუშვა, რათა არ გაეცილებინა იგი და ამდენად დიდებისმოყვარედ არ წარმოჩენილიყო.

23-24. და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ. ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო. - გვიჩვენებს რა ჩვენ, რომ ლოცვისას ყურადღების მოკრებაა საჭირო, უფალი მთაზე ადის; ამასაც, ისევე როგორც ყოველივეს, ჩვენთვის აკეთებს, რადგან მას ლოცვა სრულიადაც არ სჭირდება. გვიანობამდე ლოცულობს, რითაც გვასწავლის, რომ ჩვენც ლოცვა არა თუ მალევე არ უნდა შევწყვიტოთ, არამედ, რამდენადაც ამ დროს მეტი სიწყნარეა, განსაკუთრებით ღამით უნდა ვილოცოთ. მან დაუშვა, რომ მოწაფეებს საფრთხე დამუქრებოდა, რათა განსაცდელთა მტკიცედ გადატანაც ესწავლათ და მისი ძალაც შეეცნოთ. ნავი შუა ზღვასა შინა კი გვიჩვენებს, რომ საშიშროება დიდი იყო.

25-27. და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის