თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა, რაბამი იყო მჴურვალებაჲ პეტრესი, რაბამი იყო სარწმუნოებაჲ მისი? ამისთჳსცა მეტისა მისგან მჴურვალებისა მრავალგზის ჭირსა მიეცემის; რამეთუ აქაცა ფრიად დიდი საქმე ითხოა სიყუარულისათჳს ხოლო მისისა, არა თუ საჩუენებელად. რამეთუ არა ჰრქუა, თუ: მიბრძანე სლვაჲ წყალთა ზედა, არამედ: „მიბრძანეო მისლვად შენდა წყალ-თა ზედა“. რამეთუ არავის ესრეთ უყუარდა უფალი, ვითარ მას. ეგრეთვე შემდგომად აღდგომისა ქმნა, არა ადროა სხუათა მოწაფეთა თანა მისლვად, არამედ აღდგა და მირბიოდა საფლავად.
ხოლო აწ არა სიყუარული ოდენ, არამედ სარწმუნოებაჲცა აჩუენა. რამეთუ არა ესე ხოლო ჰრწმენა, თუ ძალ-უც მას ზღუასა ზედა სლვად, არამედ სხუათაცა ვლინებად ჴელ-ეწიფების. ამისთჳს თქუა: „უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა“. ხოლო ქრისტემან უბრძანა. რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა, თუ: ვერ გაქუს ჯერეთ ესევითარი მტკიცე სარწმუნოებაჲ, კუალად აცილამცა სიმჴურვალისაგან. ამისთჳს საქმით დაარწმუნა ნაკლულევანებაჲ იგი სარწმუნოებისაჲ.
რამეთუ გარდავიდა რაჲ პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა ზედა და მივიდოდა იესუჲსა, არა ესრეთ მხიარულ იყო სლვისა მისთჳს წყალთა ზედა,...