თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველ ამისა იტყოდეს, ვითარმედ: „რაბამ ვინ არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?“ ხოლო აწ მოუჴდეს და თაყუანი-სცეს მას და იტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ“. ჰხედავა, ვითარ აღამაღლებდა გონებათა მათთა გულისჴმის-ყოფისა კიბეთა? რამე-თუ მაშინ შეჰრისხნა ზღუასა მას და ქართა, ხოლო აწ სხჳთ სახით უჩუენა ძალი თჳსი - სლვითა ზღუასა ზედა და მინიჭებითა პეტრესითა მადლისა მის და განრინებითა მისითა დანთქმისაგან. ამისთჳსცა უმეტესად სარწმუნოებად მოვიდეს და იტყოდეს: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ“.
ხოლო სიტყუასა ამას ზედა ნუუკუე შეჰრისხნაა ქრისტემან? ნუ იყოფინ! უფროჲსღა დაამტკიცა, უმეტესითა რაჲ ჴელმწიფებითა აღასრულნა კურნებანი, ვითარცა ესერა იტყჳს მახარებელი: