მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 14:36

35. და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინნეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული36. და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რაოდენთა შეახეს, ცხონდეს.
სახარებაჲ მათესი თავი 14
36. და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რაოდენთა შეახეს, ცხონდეს.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და განვიდეს მიერ და მივიდეს ქუეყანასა მას გენესარეთისასა. და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული. და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რავდენთა შეახეს, ცხონდეს“ (14,34-36).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არამედ ესე დაგჳრჩა ზემო თქუმად: ვითარ იტყჳს აქა: „ვითარცა აღვიდეს იგინი ნავად, დასცხრა ქარი იგი“; ხოლო იოვანე იტყჳს, ვითარმედ: „უნდა, რაჲთამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას. და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქუეყანასა მას, ვიდრეცა ვიდოდეს“. ესრეთ უკუე გულისჴმავჰყოფთ, ვითარმედ ორნივე ესე ურთიერთას ეწამებიან. პირველად იხილეს იესუ, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა, და შეეშინა; ჰრქუა მათ იესუ: „მე ვარ, ნუ გეშინინ!“ და მერმე აღასრულა ძლიერებაჲ იგი პეტრეს ზედა. მერმე ენება, რაჲთამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას, და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქუეყანასა მას, ვიდრეცა მივიდოდეს. არა თუ ეგრეთ იტყჳს, თუ გარე ჴმელსა იპოვა, არამედ მახლობელად კიდესაო. და მი-რაჲ-ეახლნეს კიდესა, მაშინ აღვიდა იესუ ნავად. აწ უკუე განიყვეს მახარებელთა სასწაული ესე და კეთილად გუაუწყეს ყოველივე.

ხოლო გან-რაჲ-ვიდეს ქუეყანად, იცნეს იგი კაცთა მათ და არღარა ეტყოდეს, რაჲთა სახლად კაცად-კაცადისა მივიდეს, არამედ უმეტესითა სარწმუნოებითა შემოკრიბნეს ყოველთა მათგან სანახებთა უძლურნი და ევედრებოდეს შეხებად ფესუსა სამოსლისა მისისასა, რამეთუ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
14:34-36 — განკურნებანი გენესარეთში:

34-36. და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა. და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინნეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული  და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რაოდენთა შეახეს, ცხონდეს. - რადგანაც იესო გენესარეთში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, ადამიანები მას არა მხოლოდ შესახედავად, არამედ სასწაულებითაც იცნობდნენ, რის გამოც მხურვალე რწმენა გამოამჟღავნეს. ისე რომ, მისი სამოსის ბოლოს შეხებას ესწრაფოდნენ და რომელნიც ამას აკეთებდნენ, იკურნებოდნენ კიდეც. ამგვარად, ქრისტეს სამოსის კიდეს, ანუ მისი ხორციელი არსებობის დასასრულს შენც შეეხე, რადგან უკეთუ იმას ირწმუნებ, რომ ქრისტე ამაღლდა, გადარჩები, რამდენადაც სამოსი აქ ხორცია, ხოლო კიდე მისი - დედამიწაზე ცხოვრების აღსასრული.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის