„მაშინ მოუჴდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი“. ოდეს „მაშინ“? ესე იგი არს, ოდეს ბევრეულნი იგი სასწაულნი ქმნა, ოდეს სნეულნი განკურნნა შეხებითა ფესუსა სამოსლისასა, ოდეს ხუთითა მით პურითა ხუთ ათასნი განაძღნა, ოდეს ზღუასა ზედა, ვითარცა ჴმელსა, ვიდოდა; მაშინ სავსენი იგი ყოვლითა უკეთურებითა მოუჴდეს და ესრეთ ეტყოდეს. ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი“?
ყოველსა მას ტომებსა განთესულ იყვნეს და ათორმეტად ნაწილად განყოფილ იყვნეს მწიგნობარნი იგი და ფარისეველნი, გარნა რომელნი-იგი დედაქალაქსა მას იერუსალჱმსა მკჳდრ იყვნეს, უმეტესი პატივი აქუნდა; ამისთჳსცა უმეტესითა ამპარტავანებითა და უკეთურებითა სავსე იყვნეს. ესევითართა მათგანნი იყვნეს ესენიცა, რომელნი აწ მოუჴდეს და სიტყუათა ამათ ეტყჳან უფალსა.
და იხილე, ვითარ სიტყჳსა მებრ მათისაგან სირცხჳლეულ იქმნებიან, რამეთუ არა თქუეს, თუ: რაჲსათჳს გარდაჰვლენ შჯულსა მოსესსა, არამედ: „რაჲსათჳს გარდაჰვლენო მოძღურებასა ხუცესთასა?“ ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ მრავალსა მღდელნი იგი მათნი თავით თჳსით მოძღურიდეს ახალთა მოძღურებათა, დაღაცათუ მოსე დიდითა შიშითა და შეჩუენებითა...