მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 15:35

34. ჰრქუა მათ იესუ: რაოდენი პური გაქუს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: შჳდი პური და მცირედ თევზი.35. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა.36. და მოიღო შჳდი იგი პური და თევზნი, ჰმადლობდა, განტეხა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას.
სახარებაჲ მათესი თავი 15
35. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას მოწაფეთა მათ: ვინაჲ არს ჩუენდა უდაბნოსა ზედა პური ესოდენი, ვითარმცა განძღა ერი ესე? ჰრქუა მათ იესუ: რავდენი პური გაქუს აქა? ხოლო მათ ჰრქუეს მას: შჳდი პური და მცირედ თევზი. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა. და მოიღო შჳდი იგი პური და თევზნი, ჰმადლობდა, განტეხა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას. ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფურიდი სავსე. ხოლო რომელთა ჭამეს, იყვნეს ოთხ ათას მამანი ხოლო, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა“ (15,33-38).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იგინი უძლურითა გონებითა წესისაებრ კაცობრივისა ესრეთ იტყოდეს, ხოლო სასწაული იგი სიტყუათა მათგან უეჭუელ იქმნებოდა. რაჲთა ვერვინ თქუას, ვითარცა ზემო ვიტყოდე, ვითარმედ დაბათაგან მახლობელთა მოიხუნეს პურნი იგი, ამისთჳს უდაბნობასა მის ადგილისასა აჴსენებენ. რამეთუ ორნივე ესე სასწაულნი ამის პირისათჳს უდაბნო-თა ზედა იქმნეს.

ხოლო იხილნა რაჲ უფალმან, ვითარმედ ვერ გულისჴმის-ყოფით მიუგეს, არამედ ვითარცა შეუძლებელი რაჲმე წინაუყვეს უდაბნოებაჲ ადგილისაჲ მის და ერისა სიმრავლე და პურთა მათ სიმცირე, ვითარცა პირველ (გარნა მაშინ სამართლად უცხო-უჩნდა ხუთითა პურითა გამოზრდაჲ მათი, რამეთუ არღა ეხილვა ესევითარი სასწაული, ხოლო აწ ჯერ-იყო ჴსენებად მის საკჳრველებისა მოსლვად და არა ესრეთ განკჳრვებით თქუმად, თუ: „ვინაჲ არს ჩუენდა ესოდენი პური, ვითარმცა განძღა ერი ესე?“); გარნა იხილნა რაჲ უფალმან, ვითარმედ ვერ აღიჴსენეს პირველქმნული იგი სასწაული, აღასრულა მეორეცა ესე, მსგავსი პირველისაჲ, და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა და ყოველივე აღასრულა მსგავსად პირველისა მის სასწაულისა. ხოლო თქუენ, ვითარცა ესე იხილეთ, ვითარმედ ვერღა მიწევნულ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
15:32-39 — ოთხი ათასის დაპურება:

32. ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აჰა ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმთაჲ არა მნებავს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა. - ხალხმა, რომელიც განსაკურნებლად იყო მოსული, პურის თხოვნა ვერ გაბედა. მაგრამ უფალმა, ვითარცა კაცთმოყვარემ, ამაზე თვითონ იზრუნა. ვინმეს რომ არ ეთქვა, საგზალი ჰქონდათო, უფალი ამბობს: კიდევაც რომ ჰქონოდათ გაუთავდებოდათ, რადგან უკვე სამი დღეა, აქ არიანო. სიტყვებით: ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა აჩვენებს, რომ მოსულები შორიდან იყვნენ. ამას მოწაფეებს ეუბნება, რათა მათ სურვილი აღუძრას მისთვის თქმისა: შენ შეგიძლია, ვითარცა ის ხუთიათასი, ესენიც დააპურო, - მაგრამ მოწაფენი ჯერ კიდევ უგუნურნი იყვნენ.

33. ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: ვინაჲ არს ჩუენდა უდაბნოსა ზედა პური ესოდენი, ვითარმცა განძღა ერი ესოდენი? - თუმცა მათ უნდა ხსომებოდათ, რომ იესომ მრავალი ადამიანი უდაბნოში ადრეც დააპურა, მაგრამ უგრძნობელნი იყვნენ. ამიტომ, როცა შემდეგ შენ მათ ესოდენ დიდი სიბრძნით აღვსილებს იხილავ, გიკვირდეს ქრისტეს მადლისა.

34-38. ჰრქუა მათ იესუ:...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის