მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნგ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აწ ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მინებს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა“ (15,32).

და პირველი რაჲ-იგი სასწაული ქმნა ხუთთა მათ პურთაჲ, ეგრეთვე პირველ მისა უძლურებანი იგი ერისანი განკურნნა, ვითარცა-ესე აწცა ქმნა: რაჟამს განკურნნა ბრმანი და ყრუნი და მკელობელნი და ღრეკილნი, მაშინღა საქმე ესე აწ აღმოკითხული აღასრულა. გარნა მაშინ მოწაფეთა ჰრქუეს: „განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი“,1 ხოლო აწ თავადი უფალი მოუწოდს აღსრულებად საქმისა ამის. რამეთუ ერნი იგი კურნებად უძლურებათა მათთა მოსრულ იყვნეს და ვერ იკადრებდეს თხოად პურისა, ხოლო სახიერმან მან და მოწყალემან მეუფემან არა უგულებელს-ყვნა, არამედ იღუაწნა იგინი წყალობით და ჰრქუა მოწაფეთა: „მეწყალის ერი ესე, რამეთუ აწ ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მინებს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა“.

ამისთჳს არა პირველსა მას დღესა, არცა მეორესა ქმნა სასწაული ესე, არამედ ოდეს სრულიად მოაკლდა საზრდელი, რაჲთა მათცა უმეტესითა სიხარულითა შეიწყნარონ, და ვერვინ თქუას, თუ იყო პური ერსა მას შორის. რამეთუ უმრავლესნი შორიელნიცა იყვნეს, ამისთჳს თქუა: „ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა“. ხოლო რაჲსათჳს მოუწოდა მოწაფეთა და მიუთხრა საქმე ესე? რაჲთა მოაჴსენოს მათ ზემოქმნილი იგი სასწაული, და ჰრქუან მას, ვითარმედ: უფალო, უკუეთუ არა გნებავს უზმათა განტევებაჲ მათი, ბრძანე კუალად განმრავლებაჲ პურთაჲ ამათ, და განაძღენ იგინი. გარნა მათ არცა ესრეთ გულისჴმა-ყვეს მიზეზი კითხვისაჲ მის, რაჲთამცა აჩუენეს სარწმუნოებაჲ ჯეროანი და მჴურვალე. ამისთჳსცა უკუანაჲსკნელ აყუედრა მათ უფალმან და ჰრქუა: „რაჲსა ჰზრახავთ გულთა თქუენთა, მცირედმორწმუნენო, რამეთუ პური არა გაქუს?“2 ხოლო მარკოზ უმეტესსაცა ყუედრებასა წარმოიტყჳს, რამეთუ მრავალი ქმნა პირველსა მას პურთა განყოფასა დაუვიწყებელობისათჳს მათისა: ჴელითა მათითა განუყო ერსა პური იგი და მათვე ტჳრთვად უბრძანნა გოდორნი იგი ნეშტისანი, გარნა მას ყოველსა ზედა ჯერეთ არა აქუნდა სრულებაჲ. ამისთჳსცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას მოწაფეთა მათ: ვინაჲ არს ჩუენდა უდაბნოსა ზედა პური ესოდენი, ვითარმცა განძღა ერი ესე? ჰრქუა მათ იესუ: რავდენი პური გაქუს აქა? ხოლო მათ ჰრქუეს მას: შჳდი პური და მცირედ თევზი. და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა. და მოიღო შჳდი იგი პური და თევზნი, ჰმადლობდა, განტეხა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას. ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფურიდი სავსე. ხოლო რომელთა ჭამეს, იყვნეს ოთხ ათას მამანი ხოლო, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა“ (15,33-38).

1 მათ. 14,15. 2 მათ. 16,8.

თ ა რ გ მ ა ნ ი: იგინი უძლურითა გონებითა წესისაებრ კაცობრივისა ესრეთ იტყოდეს, ხოლო სასწაული იგი სიტყუათა მათგან უეჭუელ იქმნებოდა. რაჲთა ვერვინ თქუას, ვითარცა ზემო ვიტყოდე, ვითარმედ დაბათაგან მახლობელთა მოიხუნეს პურნი იგი, ამისთჳს უდაბნობასა მის ადგილისასა აჴსენებენ. რამეთუ ორნივე ესე სასწაულნი ამის პირისათჳს უდაბნო-თა ზედა იქმნეს.

ხოლო იხილნა რაჲ უფალმან, ვითარმედ ვერ გულისჴმის-ყოფით მიუგეს, არამედ ვითარცა შეუძლებელი რაჲმე წინაუყვეს უდაბნოებაჲ ადგილისაჲ მის და ერისა სიმრავლე და პურთა მათ სიმცირე, ვითარცა პირველ (გარნა მაშინ სამართლად უცხო-უჩნდა ხუთითა პურითა გამოზრდაჲ მათი, რამეთუ არღა ეხილვა ესევითარი სასწაული, ხოლო აწ ჯერ-იყო ჴსენებად მის საკჳრველებისა მოსლვად და არა ესრეთ განკჳრვებით თქუმად, თუ: „ვინაჲ არს ჩუენდა ესოდენი პური, ვითარმცა განძღა ერი ესე?“); გარნა იხილნა რაჲ უფალმან, ვითარმედ ვერ აღიჴსენეს პირველქმნული იგი სასწაული, აღასრულა მეორეცა ესე, მსგავსი პირველისაჲ, და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა ზედა და ყოველივე აღასრულა მსგავსად პირველისა მის სასწაულისა. ხოლო თქუენ, ვითარცა ესე იხილეთ, ვითარმედ ვერღა მიწევნულ იყვნეს სრულსა მას გულისჴმის-ყოფასა, ეგრეთვე იხილეთ ჭეშმარიტებისა მათისა სიმაღლე და ბრწყინვალებაჲ, ვითარ იგინივე იყვნეს ამის ყოვლისა აღმწერელ, და რომელი რაჲმე არნ საბრალობელ მა-თა, არა დაჰფარვენ, ვითარცა-ესე აწ წინამდებარე სიტყუაჲ. რამეთუ არა მცირედ საბრალობელ იყო მათთჳს, რომელ ახლად ქმნილი იგი სასწაული ესრეთ დაივიწყეს; და კუალად ესეცა განიცადეთ, ვითარ ყოვლადვე ნაკლულევანად აქუნდა საჴმარი ჭამადისაჲ და იწროებით, რამეთუ შეურაცხეყო სრულიად ჴორციელი შუებაჲ. ხოლო უფალმან მცირედითა მითცა პურითა განაძღო ერი იგი, ვითარცა პირველ. გარნა ესე ხოლო იქმნა განყოფილებაჲ, რომელ მუნ ათორმეტი გოდორი აღიღეს სავსე ნეშტითა მით ნამუსრევითა და აქა - შჳდი სფურიდი. ვითარ უკუე ერი იგი მაშინ უმეტეს იყო და ნეშტი ესე აწ უმცირეს იქმნა? ამისთჳს, რაჲთა არა სწორებამან მან რიცხჳსამან და სრულიად განუყოფელობამან სასწაულთამან დავიწყებაჲ ყოს საქმისაჲ მის. ამისთჳს მაშინ ათორმეტი გოდორი აღიღეს, რიცხჳსაებრ ათორმეტთა მოციქულთაჲსა, და აქა - შჳდი სფურიდი, რიცხჳსაებრ შჳდთა მათ პურთაჲსა. რამეთუ თითოეული პური კმა-ეყო უმეტეს ხუთას სამეოცდაათერთმეტისა კაცისასა, თჳნიერ დედებისა და ყრმებისა, და აღივსო ნეშტითა სფურიდი ერთი, ვიდრეღა შჳდთა მათ პურთა ნამუსრევი შჳდივე სფურიდი იყო. რაჲთა გამოაჩინოს მიუთხრობელი იგი ძალი მისი და სიადვილე ჴელმწიფებისაჲ მის, ვითარმედ ჴელ-ეწიფების მას ესრეთ და ეგრეთ აღსრულებად სასწაულთა მათ. ამისთჳსცა ფრიადითა წესიერებითა მაშინ აღივსო ათორმეტი გოდორი, არცა დააკლდა, არცა შეემატა, და აქა კუალად შჳდი სფურიდი დაუკლებელად და შეუმატებელად. და ნუუკუე სფურიდნიცა იგი მათ გოდორთასა უფროჲს იყვნეს, რამეთუ ესეცა ეგების ყოფად, და ყოვლისაგანვე ღმრთეებისა და მეუფებისა მისისა ძალი ბრწყინავს.

ხოლო მაშინცა და აწცა, ვითარცა აღასრულა სასწაული იგი, მეყსეულად განეშორა ერსა მას, ვინაჲთგან სხჳსა არცა ერთისა სასწაულისათჳს ესრეთ გულსმოდგინედ მისდევდეს მას, ვითარცა სასწაულისა ამის-თჳს პურთაჲსა; და არა ხოლო მისდევდეს, არამედ წარყვანებადცა ენება, რაჲთამცა ყვეს იგი მეფე, ვითარცა იოვანე იტყჳს. ამისთჳს განეშორა მათ, რაჲთა არავინ შევიდეს იჭუად, თუ ერისა განდგომილებასა იქმს. და არცა თუ ჴმელით წარვიდა, არამედ ნავითა, რაჲთა დაეყენნენ იგინი შედგომად მისა, ვითარცა ესერა მახარებელი იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და განუტევა ერი იგი და აღვიდა იესუ ნავსა და მოვიდა საზღვართა მაგდალაჲსათა. და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქუთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ; და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ ძალ-გიც გულისჴმის-ყოფად. ნათესავი ბოროტი და მემრუ-შე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ. და დაუტევნა იგინი და წარვიდა“ (15,39-16,4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მარკოზ ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მოუჴდეს რაჲ და გამოეძიებდეს ფარისეველნი იგი და სასწაულსა ეძიებდეს, „სულთ-ითქუნა სულითა თჳსითა და თქუა: რაჲ არს ნათესავი ესე, რამეთუ ეძიებს სასწაულსა?“1 დაღაცათუ საქმე მათი ფრიადისა რისხვისა ღირს იყო, რამე-თუ გამოუცდელსა მას გამოსცდიდეს, გარნა სახიერი იგი და კაცთმოყუარე არა განრისხნებოდა, არამედ სწყალობდა წარწყმედილებასა მას მათსა, რომელ ესრეთ უკურნებელ იყო სენი მათი. რამეთუ ესოდენთა ძლიერება-თა შემდგომად გამო-ვე-სცდიდეს მას და არა თუ სარწმუნოებისათჳს ეძიებდეს სასწაულსა, არამედ რაჲთა პოონ მიზეზი ბრალისაჲ მის ზედა. ხოლო უკუეთუმცა სარწმუნოებით მოსრულ იყვნეს, უჩუენამცა, გარნა ვინაჲთგან

1 მარკ. 8,12.

იცოდა, ვითარმედ ზაკუვაჲ იყო გულსა მათსა, ამისთჳს ორგულად სახელსდვა მათ სხუასა ადგილსა, რამეთუ სხუასა იტყოდეს და სხუაჲ იყო გულსა მათსა. ხოლო ვითარსა-მე სასწაულსა ეძიებდეს ზეცით? დაყენებასა მზისასა, ანუ შეცვალებასა მთოვარისასა, ანუ ელვათა და მეხის-ტეხათა მოყვანებად და სხუასა ესევითარსა. და თავადმან მიუგო: „პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ ძალ-გიც გულისჴმის-ყოფად“.

იხილეა სიტკბოებაჲ ესე მოწყალისა მის და სახიერისაჲ? ვითარცა ზემო ჰრქუა, ვითარმედ: „სასწაული არა გეცეს თქუენ“, არა ესრეთ ყო აქა, არამედ მიზეზიცა მიუთხრა, თუ რაჲსათჳს არა უჩუენებს სასწაულსა.

ხოლო ძალი სიტყჳსა მის, რომელ მიუგო, ესე არს: ეტყჳს მათ, ვითარმედ: არა უწყითა, ვითარცა-იგი პირსა ცისასა სხუაჲ სახე ჩანს ჟამსა ზამ-თრისასა და სხუაჲ ჟამსა ყუდროებისა და ჰაერკეთილობისასა, და იხილიან რაჲ კაცთა მკსინვარებაჲ ზამთრისაჲ და მჭუნვარებაჲ ჰაერისაჲ, არა ეძიებდიან ზაფხულსა; არცა მყუდროებასა და ჰაერკეთილობასა შინა ზაფხულისასა ეძიებდიან ზამთარსა, არამედ იციან, ვითარმედ თითოეულისა ამათგანისა ჟამი და საქმე განწესებულ არს. ეგრეთვე საქმეთა ამათ ჩემ-თაჲ ჯერ-არს გულისჴმის-ყოფად, რამეთუ სხუაჲ არს ჟამი ესე აწინდელისა ამის მოსლვისა ჩემისაჲ და სხუაჲ არს მეორისა მის მოსლვისაჲ. აწ ამათ სასწაულთა ჯერ-არს ქმნად ქუეყანასა ზედა, ხოლო სასწაულნი მზისა და მთოარისა და ვარსკულავთანი და სხუანი იგი საკჳრველნი და ნიშნი ცათა შინა გამოჩინებადნი მის ჟამისათჳს დამარხულ არიან.

აწ ვითარცა მკურნალი სახიერი მოვედ, მაშინ ვითარცა მსაჯული ცხოელთა და მკუდართაჲ მოსლვად ვარ; აწ მოძიებად მოვედ შეცთომილ-თა, მაშინ განკითხვად მომავალ ვარ; აწ მიფარულად მოვედ, მაშინ დიდი-თა განცხადებულებითა ვიხილვო, და წარიგრაგნოს ცაჲ, ვითარცა ქსელი ეტრატისაჲ, მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი. მაშინ ძალნი ცათანი შეძრწუნდენ, და მიემსგავსოს განცხადებულებაჲ მოსლვისა ჩემისაჲ ელვასა, რომელი გამოჩნდის კიდითგან ცისაჲთ და ჩანნ ვიდრე კიდედმდე მისა.

ხოლო აწ არა არს ჟამი ესევითართა მათ სასწაულთაჲ, რამეთუ მოსრულ ვარ ვნებათა თავს-დებად და სიკუდილისა, რაჲთა ვიჴსნნე კაცნი მძლავრებისაგან სიკუდილისა, და მას აღვასრულებ წინაჲსწარმეტყუელებასა, რომელ იტყჳს, ვითარმედ: „არა ჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს უბანთა ზედა ჴმაჲ მისი“.1 და კუალად სხუაჲ წინაჲსწარმეტყუელი ღაღადებს: „გარდამოჴდეს, ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა“,2 რამეთუ მდუმრიად და სიმშჳდით მოსლვასა ჩემსა მოასწავებს.

ხოლო უკუეთუ ფარაოჲს ზედა და სხუათა მათ წარმართთა ზედა ქმნილთა მათ სასწაულთა იჴსენებთ და იტყჳთ, თუ რად არა ესევითარ-

1 ესაია 42,2. 2 ფსალმ. 71,6.

სა ვიქმ აწ, გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მაშინ ბრძოლისაგან ხილულთა მათ მტერთაჲსა ჯერ-იყო ჴსნაჲ ერისაჲ მის, და საჴმარ იყვნეს ესევითარნი იგი სასწაულნი, ხოლო აწ უხილავისა მის მძლავრისაგან მოსრულ ვარ ჴსნად კაცთა, და არა საჴმარ არს ესევითართა სასწაულთა საქმე. და კუალად ესეცა გულისჴმა-ყავთ: ვითარ გიჩუენნე უმრავლესნი სასწაულნი, რომელ-თა-ეგე აღსრულებულნი ესე არა გრწმანან? რომელნი, უკუეთუმცა არა ესრეთ უგულისჴმო იყვენით, ფრიად უზეშთაეს არიან პირველქმნილთასა. რამეთუ რაჲმცა ესწორებოდა სასწაული მიტევებასა ცოდვათასა და აღდგინებასა მკუდართასა და განსხმასა ეშმაკთასა და მიცემასა ნათლისასა შობითგან ბრმათა და სხჳსა ყოვლისავე სენისა და ცისად-ცისად გუემულებისა განკურნებასა? ესევითარი იყო ძალი მაშინ თქუმულთა მათ სიტყუათა უფლისათა.

ხოლო თქუენ იხილეთ გულფიცხელობაჲ იგი მათი, ვითარ ესერა ორგზის ესმა, ვითარმედ: „არა ეცეს ნათესავსა ამას სასწაული, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ“; არცა თუ ინებეს კითხვად, თუ რაჲ არს სიტყუაჲ ეგე, ვითარ მოგუეცეს სასწაული იონაჲსი? რამეთუ, ვითარცა ვთქუ, არა თუ წადიერებითა სწავლისაჲთა ეძიებდეს სასწაულთა ანუ ჰკითხვიდეს რასმე, არამედ ბრალისა რაჲსმე პოვნად მოსწრაფე იყვნეს მის ზედა. ამისთჳსცა, იხილა რაჲ გულფიცხელობაჲ მათი, დაუტევნა იგინი და წარვიდა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მოვიდეს მოწაფენი მისნი მიერ წიაღ და დაავიწყდა პური მიღებად. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: იხილეთ და ეკრძალენით ცომისა მისგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა. ხოლო იგინი ზრახვიდეს გულსა თჳსსა და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა მოვიღეთ. გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა თქუენთა, მცირედმორწმუნენო, რამეთუ პური არა გაქუს? არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთა ხუთთა მათ პურთა და ხუთ ათასთაჲ მათ, და რავდენი გოდორი აღიღეთ? არცა შჳდთა მათ პურთა და ოთხ ათასთაჲ მათ, და რავდენი სფურიდი აღიღეთ? ვითარ არა გიცნობიეს, ვითარმედ არა პურისათჳს გარქუ თქუენ: ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა? მაშინ გულისჴმაყვეს, რამეთუ არა ჰრქუა მათ კრძალვაჲ ცომისაგან, არამედ მოძღურებისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა“ (16,5-12).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება მოჴსენებად მათდა სასწაულისა მის და ყუედრებად დავიწყებისათჳს. ამისთჳს მთასა მას ზედა არა აყუედრა, რამეთუ ერი მრავალი იყო, და თჳსაგან ენება უფალსა ყუედრებად მათდა. ხოლო აქა არა ჰრქუა: ეკრძალენით მოძღურებისაგან ფარისეველთაჲსა, არამედ: „ცომისაგან ფარისეველთაჲსა“, რაჲთა ამით მიზეზითა შემოიღოს სიტყუაჲ იგი ყუედრებისაჲ. ამისთჳს სხუაჲცა შესძინა სასწაული და ესრეთ ამხილა დავიწყებისათჳს და უგულისჴმოებისა, რამეთუ გულისზრახვანი მათნი მიუთხრნა, ვითარ იგონებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: „პური არა მოვიღეთ“. რამეთუ ჯერეთ ჩუეულებითა მით ებრაელთაჲთა შეპყრობილ იყვნეს და რიდობაჲ იგი ჭამადთაჲ აქუნდა. ამის ყოვლისათჳს უკუე ესრეთ აყუედრა მათ და, ვითარცა მარკოზ გუაუწყებს, უმეტესადცა, რამეთუ იტყჳს, ვი-თარმედ: „ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა თქუენთა, მცირედმორწმუნენო, რამეთუ პური არა გაქუს? არღა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ, რამეთუ განფიცხებულნი გულნი გქონან? თუალ გასხენ და არა ხედავთ, ყურ გასხენ და არა გესმის, არცა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ? ოდეს ხუ-თი პური განვტეხე“,1 და შემდგომი ამისი.

იხილეა შერისხვაჲ ესე ფიცხელი? რომელ-ესე სხუასა ადგილსა არასადა იპოების სახარებასა შინა ესევითარი შერისხვაჲ.

რაჲსათჳს-მე უკუე ყო ესრეთ? ამისთჳს, რაჲთა სრულიად ჭამადთათჳს ებრაული გულისსიტყუაჲ მათგან აღმოფხურას. რამეთუ მაშინ, ოდეს მის პირისათჳს იტყოდა და ჰრქუა პეტრე: „გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი ესე“, მიუგო უფალმან: „თქუენცა უგულისჴმოვე ხართა? და არა გიცნობიეს...“2 ხოლო აწ ფრიადითა მხილებითა აყუედრა, რამეთუ არა თუ მარადის სიტყუატკბილობაჲ კეთილ არს, არამედ ჟამსა თჳსსა შერისხვაჲცა ჯერ-არს. რამეთუ ვითარცა კადნიერებასა მისცემდა მათ, ეგრეთვე ჟამსა შინა შეჰრისხნისცა, რაჲთა ორკერძოვე ცხორებაჲ მათი განაგოს. იხილეთ უკუე, რავდენი კეთილი უყო შერისხვამან მან, რამეთუ მეყსეულად, ვითარცა მძინარე, ესრეთ განაღჳძა გონებაჲ მათი, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „მაშინ გულისჴმა-ყვეს, რამეთუ არა ჰრქუა მათ კრძალვაჲ ცომისაგან, არამედ მოძღურებისაგან ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა“. და ებრაულისა მისგან ზმნისა და ჭამადთა ცუდად კრძალვისა განაშორნა და ურწმუნოებისა გულისსიტყუაჲ ყოველივე აღმოფხურა მათგან, რაჲთა არა ეშინოდის ნაკლულევანებისაგან, არამედ ესვიდენ სახიერსა მას უფალსა და მომცემელსა ყოვლისა კეთილისასა.

სწავლაჲ ნგ ვითარმედ არა ჯერ-არს შიში შეცვალებისათჳს საქმეთა ამის ცხორებისათა, არამედ ესე ხოლო შეკრძალვაჲ, რაჲთა სათნოებაჲ შეუცვალებელად გუაქუნდეს

და აწ ჩუენცა, ძმანო, ნუ ყოვლადვე სიტყუატკბილობითა ვფუფუნებთ მორჩილობასა შინა ჩუენსა რწმუნებულთა ღმრთისა მიერ, არამედ ოდეს ვიხილნეთ მიდრეკილნი უწესოებისა მიმართ და სიტკბოებით ვერ განვკურნნეთ, შერისხვადცა და მხილებად ნუ გუეკდიმებინ, ვითარცა მო-

1 მარკ. 8, 17-19. 2 მათ. 15, 16-17.

ციქული იტყჳს: „ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც“,1 ოდენ ორივე ნებისაებრ და მცნებისა ღმრთისა იქმნებოდენ. ნუცა კუალად ჩუენ უხუცეს-თა და უზეშთაესთაგან ჩუენთა ვენუკევთ ყოვლადვე სიტყუატკბილობით ლიქნასა, არამედ ოდეს შერისხვაჲ მოიწიოს, იგიცა მადლობით შევიწყნაროთ, რამეთუ სულთა ჩუენთა ორკერძოჲვე ესე წამალი ეჴმარების. ამის-თჳსცა ღმერთი სოფელსა ამას ესრეთ განაგებს: ოდესმე ამით ჯერითა და ოდესმე სხჳთა მით წესითა; და არცა კეთილნი ამის საწუთროჲსანი არიან შეუცვალებელ, არცა მწუხარებანი, არამედ ვითარცა-იგი ოდესმე დღე არნ და ოდესმე ღამე, ოდესმე ზაფხული და ოდესმე ზამთარი, ეგრეთვე ჩუენ შორის ოდესმე სიხარული არნ და ოდესმე მწუხარებაჲ, ოდესმე სნებაჲ და ოდესმე სიმრთელე. აწ უკუე ნუ გჳკჳრს, უძლურებაჲ თუ და სნეულებაჲ შეგუემთხჳოს, ვითარცა-იგი ოდეს მრთელ ვიყვნეთ, არა გჳკჳრს; ნუ მწუხარე ვართ, ოდეს გუელმოდის და შთავვარდეთ განსაცდელთა, ვითარცა-იგი არა მწუხარე ვართ ჟამსა სიხარულისა და განმარჯუებისასა, არამედ ორსავე წესსა მადლობით შევიწყნარებდეთ: სიმრთელისა და სნეულებისასა, სიხარულისა და მწუხარებისასა, რამეთუ ორივე ესე წესი-თა მით და ჩუეულებითა ბუნებითითა იქმნებიან განგებისაებრ ღმრთისა, და რად გიკჳრს, კაცო, უკუეთუ შენ ზედა ესრეთ იქმნებიან საქმენი ესე?

იხილე, რამეთუ წმიდათაცა ზედა ეგრეთვე აღესრულა, და უკუეთუ გნებავს, გამოიძიე თითოეულისა წმიდათაგანისა ცხორებაჲ და ესრეთ ჰპოო. არა ვიტყჳ უმრავლესთა მათ, რომელთა მოქალაქობაჲ ამის საწუთროჲსაჲ უმეტესი ჭირითა და ღუაწლითა აღასრულეს, არამედ იგინი ვთქუნეთ, რომელნი საგონებელ არიან, თუ სხუათასა უმეტესი მიეცა აქავე შუებაჲ და განსუენებაჲ. ვთქუათ აბრაჰამისთჳს. ისმინე, დაწყებასა მებრ ღმრთისმსახურებისა მისისასა რაჲ-იგი ღმერთმან ამცნო მას: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანასა, რომელი მე გიჩუენო შენ“.2 არა შესაწუხებელ იყოა სიტყუაჲ ესე კაცისათჳს ესევითარისა? არამედ დაურთო ნუგეშინის-ცემაჲცა: „გყო შენ ნათესავად დიდადო“.3 ხოლო გამო-რაჲ-ვიდა მიერ ქუეყანით და მოვიდა, ვინაჲცა უბრძანა ღმერთმან, მრავალნი ჭირნი და მწუხარებანი შეემ-თხჳნეს, სიყმილნი და მიმოსლვანი, არამედ ნუგეშინის-ცემანიცა მარადის მიეცემოდეს ღმრთისა მიერ: ოდესმე წყლულებაჲ იგი ფარაოჲსი და შიში ღმრთისა მიერ მის ზედა მოწევნული, და კუალად გამოსლვაჲ მისი ეგჳპტით პატივითა და სიმდიდრითა დიდითა. და შემდგომითი შემდგომად ყოველივე ცხორებაჲ მისი ამით სახითა აღესრულა, ოდესმე განსაცდელითა და ოდესმე ნუგეშინის-ცემითა.

ეგრეთვე სხუათა მათ მამათმთავართაჲ, ეგრეთვე წმიდათა მოციქულთაჲ, და უფროჲსადღა მათი ცხორებაჲ უმრავლესი ჭირითა აღეს-

1 2 ტიმ. 4,2. 2 დაბ. 12,1-2. 3 დაბ. 12,2.

რულებოდა და განსაცდელითა, არამედ აქუნდა ღმრთისამიერი ნუგეშინის-ცემაჲ, ვითარცა პავლე იტყჳს: „კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ, რომელი ნუგეშინის-მცემს ჩუენ ყოველთა შინა ჭირთა ჩუენთა, რაჲთა შეუძლოთ ჩუენცა ნუგეშინის-ცემად ყოველთა მათ ჭირვეულთა“.1

ხოლო შენ, კაცო, რაჟამს შეგემთხჳოს მცირე რაჲმე განსაცდელი, იწყი დრტჳნვად, ვითარმცა ყოველნი ჟამნი შენნი განსაცდელსა მას შინა გარდაგეჴადნეს, და მრავალთა მათ კეთილთა და ნუგეშინის-ცემათა ღმრთისათა, რომელნი მოუცემიან შენდა სიყრმით შენითგან, უმადლო იქმნი და მოვიწყე; რამეთუ ესე საქმე არს კაცთა უგუნურთა და უგულისჴმოთაჲ, რომელ-თა-ესე გუნებავს, რაჲთამცა დღითი-დღე სიხარულსა და განცხრომასა შინა ვიყვენით. ამისთჳსცა მცირედი თუ მწუხარებაჲ მოიწიოს, ყოველივე დავივიწყით და შევჰრაცხნით თავნი ჩუენნი, ვითარმცა სამარადისოსა მწუხარებასა შინა ვიყოფოდეთ, და არა გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ არა შესაძლებელ არს კაცისა მარადის მწუხარებასა შინა ყოფად. რამეთუ ესრეთ არს ცხორებაჲ ესე საწუთროჲსაჲ: არცა ესევითარი სადა იპოების საქმე, რაჲთამცა მარადის სიხარულსა შინა იყო და არასადამცა შეემთხჳა მწუხარებაჲ; არცა ესე შესაძლებელ არს, რაჲთამცა ყოვლადვე მწუხარებასა შინა ვინ იყო და არასადამცა პოა ნუგეშინის-ცემაჲ. და უკუეთუ გნებავს, გამოვიძიოთ ორივე ესე საქმე, რაჲთა სცნათ, ვითარმედ არცა თჳნიერ მწუხარებისა ვინ დაშთების, არცა თჳნიერ ნუგეშინის-ცემისა.

გულისჴმა-ყავთ კაცი, ფრიად მდიდარი და დიდძალისა ნაქონებისა უფალი, და სხუაჲ კაცი, მუშაკი მარადღე დამაშურალი, რომელი ოფლითა პირისა მისისაჲთა ჭამნ მდღევარსა მას პურსა. აწ უკუე იხილეთ მდიდრისა მის და დიდებულისა ცხორებაჲ, უკუეთუ არა მწუხარებითა სავსე არს: ოდესმე სწადინ უმეტესისა დიდებისა მიმთხუევად და ვერ უძლის და მწუხარე არნ; ოდესმე მონანი მისნი იპოვნიან წინააღმდგომ ნებისა მისისა და უწესოებისა მოქმედ, და მწუხარე არნ; ოდესმე სხუათა მიერ თანამოჰასაკეთა მისთა შეემთხჳის წუნობაჲ და შეწუხნის; ოდესმე შეასმინიან მეფისა მიმართ, და შიშითა განილევის. სხუათა ემტერებინ, სხუათაჲ შურნ, სხუა-თა უჴდებინ და კუალად შეემთხჳის ზღვევაჲ, ანუ წარპარვაჲ, ანუ უნაყოფოებაჲ. ესე ყოველი და მსგავსი ამათი მწუხარებისა მომატყუებელ არს და სიხარულისა დამჴსნელ.

ვთქუათ უკუე მუშაკისა მისცა გლახაკისა ცხორებაჲ, აღვსებული ნუგეშინის-ცემითა: თავისუფალ არს ყოველთა მათ ზემოწერილთა მწუხარებათაგან, არა ეძიებს პატივთა და დიდებათა, რაჲთამცა გამარცხებისა მისთჳს მწუხარე იყო; უკუეთუ ვინმე დაიწუნოს ანუ შეურაცხ-ყოს, არარად

1 2 კორ. 1,3-4.

შეჰრაცხის, რამეთუ არა აქუნ თავი თჳსი უმეტეს სხუათასა; არა ეშინინ წარწყმედისათჳს საფასეთაჲსა ანუ შესმენისათჳს; სიხარულით ჭამნ მდღევარსა მას საზრდელსა თჳსსა; რამეთუ არა ესრეთ მოხარულ არნ მდიდარი იგი, რაჟამს იშუებნ თითოფერითა სანოაგითა და სუამნ ღჳნოსა მას თასურსა, ვითარ გლახაკი იგი მოხარულ არს, რაჟამს დამაშურალი დაჯდის წყაროსა ზედა გრილსა და ჭამნ პურსა თჳსსა მადლობით და სუამნ სასუმელსა მას უშურველსა.

ხოლო უკუეთუ თქუმული ესე სახე არა კმა არს შენდა, მოედ, უაღრესიცა სახე გიჩუენო: შევამსგავსოთ ურთიერთას მეფე და ერთი ვინმე პყრობილთაგანი, და იხილო პყრობილი იგი მრავალგზის სიხარულსა შინა, ვითარ ულმობელად იმღერინ, იცინინ და განსცხრებინ, და მეფე შეწუხებული და შეურვებული და შეპყრობილი ზრუნვათაგან და შიშთა და მოსურნე სიკუდილისა, ვიდრეღა ცხორებისა მის დიდებულისაჲ.

კეთილად უკუე ვთქუ და ჭეშმარიტად, ვითარმედ არა არს ცხორებაჲ ამის საწუთროჲსაჲ თჳნიერ მწუხარებისა, რაოდენცა დიდებულ და სახარულევან საგონებელ იყოს; არცა კუალად იპოების თჳნიერ ნუგეშინის-ცემისა, რაოდენცა საჭირო და ძნელოვან შერაცხილ იყოს.

ხოლო რომელ-იგი არა ერთ არს გონებაჲ ყოველთაჲ, არამედ რომელსამე უხარის ფრიად და რომელიმე მწუხარე არს ფრიად, ესე არა ბუნებისაგან არს საქმეთაჲსა, არამედ გონებისაგან კაცთაჲსა, რამეთუ რომელიმე სულმოკლე არს და რომელიმე სულგრძელ. სულმოკლე იგი ზედაჲსზედა მწუხარე არნ და სულგრძელი იგი მხიარულ. რამეთუ უკუეთუ გუენებოს ზედაჲსზედა სიხარული მრავალი, ვპოოთ მიზეზი; და ყოვლისა პირველად, უკუეთუ სათნოებაჲ შევიტკბოთ, არარაჲ იყოს შემაწუხებელ ჩუენდა. ესე სასოებითა კეთილითა აღავსებს მომგებელთა მისთა და ღმრთისა საყუარელ-ჰყოფს და კაცთა საწადელ და მარადის სიხარულსა მიანიჭებს. რამეთუ დაღაცათუ საქმე სათნოებისაჲ საჭირველ არს, არამედ გონებასა მას მოქმედთა მისთასა ახარებს და განუსუენებს უაღრეს სიტყჳსა, და არარაჲ არს საწადელთაგან ამის საწუთროჲსათა შემსგავსებულ სიტკბოებასა მას, რომელი არს გულსა შინა მუშაკთა მათ სათნოებისათა, არარაჲ არს უმტკიცეს და უძლიერეს გონებისა, რომელი არა დასჯილ არს ცოდვათაგან, არამედ მოხარულ არნ კეთილთა მიერ საქმეთა. და უკუეთუ გნებავს, ჰკითხე კაცსა მოხუცებულსა, გინა თუ რომელი მიახლებულ არნ სიკუდილად, მოაჴსენენ საშუებელნი ამის საწუთროჲსანი და სიხარულნი და განცხრომანი: ტაბლათა შუენიერთა დაგებანი, სამოსელთა ბრწყინვალეთა შემოსანი, ეტლთა ზედა ჰუნეთა ოქროაღჳრედთა მჴედრობანი და სხუანი ყოველნივე საწუთროჲსა ამის უცნებანი. მოაჴსენენ ქველისსაქმენიცა და სათნოებანი, რომელნი სადა ექმნენ, და ჰკითხე, თუ რომელსა ზედა მოქადულ არს და მოხარულ, და იხილო იგი პირველსა მას ზედა ყოველსავე უფროჲსად სირცხჳლეული და მონანული, ხოლო მეორესა მას ზედა - მოხარული, უკუეთუ რაჲ აქუნ ესევითარი. ეგრეთვე ეზეკია, ოდეს-იგი მიეახლა სიკუდილად, არა მოიჴსენა დიდებაჲ თჳსი და საშუებელნი მეფობისა მისისანი, არამედ სიმართლე თჳსი, და იტყოდა: „მოიჴსენე უფალო, ვითარიგი ვიდოდე წინაშე შენსა ჭეშმარიტებითა და გულითა სრულითა და სათნოებაჲ წინაშე შენსა ვყავ“.1 იხილე პავლეცა, ოდეს ცნა მოახლებაჲ აღსასრულისა თჳსისაჲ, რასა ზედა იქადოდა: „ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს“.2 რამეთუ ჭეშმარიტად ოდეს მოიწიოს ჟამი იგი აღსრულებისაჲ, ყოველივე სოფელი და საქმენი მისნი ვითარცა არარანი გამოჩნდებიან, და სათნოებანი ხოლო არიან ნუგეშინისსაცემელ სულისა მის, რამეთუ შუებისათჳს და განცხრომისა და სხუათა მათთჳს საქმეთა საწუთროჲსათა სიტყჳს-მიცემაჲ თანაგუაც, ხოლო კეთილთა საქმეთათჳს სასყიდელსა მოველით მოღებად.

არა ჰხედავთა, დღესა მას სიკუდილისასა ვითარ შეაიწრებენ და შეაშფოთებენ სულსა ცოდვანი? ხოლო მწარესა მას ჟამსა შინა მოვიდის ჴსენებაჲ კეთილთა საქმეთაჲ და ნუგეშინის-სცის შეშფოთებულსა მას სულსა, ვითარცა-რაჲ ღელვაგუემულსა ეწიის მყუდროებაჲ შუენიერი. უკუეთუ არა გუაქუნდენ საქმენი კეთილნი, ჵ შიში იგი, რომელი მაშინ გუეწიოს ჩუენ! რამეთუ დაღაცათუ აწ არა ვიჴსენებთ შიშსა მას მაშინ მოწევნადსა, არამედ უეჭუელად მოწევნად არს, და თანაწარსლვაჲ არა ეგების. ამისთჳსცა მრავალნი ჟამსა მას ხილვათა საშინელთა ხედვენ და პირთა შესაძრწუნებელთა, რომელნი არაოდეს ეხილნიან, ვიდრეღა შიშისა მისგან და ზარისა შეშფოთნიან და საშინელად მიმოიხედვიდიან, რაჟამს სული გუამსა შინა იმალვინ და განსლვად არა ჰნებავნ ჴორცთაგან, და ხილვასა მას მოსრულ-თა ანგელოზთასა ვერ თავს-იდებს. რამეთუ ვიხილნით თუ კაცნი მრისხანენი და მახჳლწუდილნი, შევშინდით; ვითარ არამცა შევშინდით და შევ-ძრწუნდით, ოდეს ვიხილნეთ ანგელოზნი, ძალითა სასტიკითა მოსრულნი ჩუენ ზედა, რაჟამს-იგი განიყვანებოდის სული ჩუენი იძულებით ჩუენგან და გოდებდეს ფრიად, უსარგებლოდ და ცუდად, ვითარცა-იგი მდიდარსა მას შეემთხჳა? აწ უკუე, საყუარელნო, ამას ყოველსა ვიწურთიდეთ და შიში ჟამისაჲ მის მარადის ჩუენ თანა იყავნ, რაჲთა არა უცნაურად გუეწიოს და ფრიად ვინანდეთ სინანულსა მას უსარგებლოსა.

ხოლო მარადის თუ შიში იგი გულთა ჩუენთა იყოს, მრავალთა ბოროტ-თაგან გჳჴსნეს ჩუენ, და განმზადებულნი მივემთხჳნეთ მას, რაჲთა უჭირველად განვიდეთ ამიერ და განვერნეთ საუკუნეთა მათგან სატანჯველთა და კეთილთა მათ წარუვალთა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 4 მეფ. 20,3. 2 2 ტიმ. 4,7.