მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 15:7

6. და არა პატივ-სცეს მამასა ანუ დედასა თჳსსა, ესევითართა დაუმტკიცებელ ჰყავთ მცნებაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა თქუენითა.7. ორგულნო, კეთილად წინაწარმეტყუელებდა თქუენთჳს ესაია და თქუა:8. მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან;
სახარებაჲ მათესი თავი 15
7. ორგულნო, კეთილად წინაწარმეტყუელებდა თქუენთჳს ესაია და თქუა:
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ორგულნო, კეთილად წინაჲსწარმეტყუელებდა თქუენთჳს ესაია და თქუა: ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან. ამაოდ მსახურებენ მე, რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა“ (ესაია 29,13) (15,7-9).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მოუჴდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს თქუენ გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა?“ (15,1-3).

„მაშინ მოუჴდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი“. ოდეს „მაშინ“? ესე იგი არს, ოდეს ბევრეულნი იგი სასწაულნი ქმნა, ოდეს სნეულნი განკურნნა შეხებითა ფესუსა სამოსლისასა, ოდეს ხუთითა მით პურითა ხუთ ათასნი განაძღნა, ოდეს ზღუასა ზედა, ვითარცა ჴმელსა, ვიდოდა; მაშინ სავსენი იგი ყოვლითა უკეთურებითა მოუჴდეს და ესრეთ ეტყოდეს. ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი“?

ყოველსა მას ტომებსა განთესულ იყვნეს და ათორმეტად ნაწილად განყოფილ იყვნეს მწიგნობარნი იგი და ფარისეველნი, გარნა რომელნი-იგი დედაქალაქსა მას იერუსალჱმსა მკჳდრ იყვნეს, უმეტესი პატივი აქუნდა; ამისთჳსცა უმეტესითა ამპარტავანებითა და უკეთურებითა სავსე იყვნეს. ესევითართა მათგანნი იყვნეს ესენიცა, რომელნი აწ მოუჴდეს და სიტყუათა ამათ ეტყჳან უფალსა.

და...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
15:1-9 — ფარისევლების მხილება გადმოცემისა და თვალთმაქცობის გამო:

1-2. მაშინ მოუხდეს იესუს იერუსალჱმით ფარისეველნი და მწიგნობარნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი გარდაჰვლენ მოძღურებასა ხუცესთასა? რამეთუ არა დაიბანნიან ჴელნი, რაჟამს პურსა ჭამედ. - თუმცა ფარისევლები და მწიგნობარნი ყველა მხარეში იყვნენ, მაგრამ ყველაზე დიდი პატივით იერუსალიმელები სარგებლობდნენ. ამიტომაც, ვითარცა დიდების უფრო მეტად მოყვარეებს, განსაკუთრებით შურდათ მისი. ძველი გადმოცემის მიხედვით, იუდეველებს ჩვევად ჰქონდათ, არ ეჭამათ დაუბანელი ხელებით. დაინახეს რა, რომ მოწაფენი ამ ადათს უგულებელყოფდნენ, ეს მათ მიერ უხუცესების არად ჩაგდებად მიიჩნიეს. ხოლო მაცხოვარმა რაღა თქვა? მათ საპასუხოდ - არაფერი, მაგრამ თავის მხრივ ჰკითხა:

3-6. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: და რაჲსათჳს თქუენცა გარდახუალთ მცნებასა ღმრთისასა მოძღურებითა თქუენითა? რამეთუ ღმერთმან თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან თქუას ბოროტი მამისათჳს გინა დედისა, სიკუდილით მოკუედინ. ხოლო თქუენ სთქუთ: რომელმან თქუას მამასა თჳსსა გინა დედასა თჳსსა: ნიჭი, რომელი ჩემგან სარგებელ გეყო, და არა პატივ-სცეს მამასა ანუ დედასა თჳსსა, ესევითართა დაუმტკიცებელ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის