მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 16:1

1. და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ.2. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქუთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ.
სახარებაჲ მათესი თავი 16
1. და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: მეწყალის ერი ესე, რამეთუ აწ ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მინებს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა“ (15,32).

და პირველი რაჲ-იგი სასწაული ქმნა ხუთთა მათ პურთაჲ, ეგრეთვე პირველ მისა უძლურებანი იგი ერისანი განკურნნა, ვითარცა-ესე აწცა ქმნა: რაჟამს განკურნნა ბრმანი და ყრუნი და მკელობელნი და ღრეკილნი, მაშინღა საქმე ესე აწ აღმოკითხული აღასრულა. გარნა მაშინ მოწაფეთა ჰრქუეს: „განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი“, ხოლო აწ თავადი უფალი მოუწოდს აღსრულებად საქმისა ამის. რამეთუ ერნი იგი კურნებად უძლურებათა მათთა მოსრულ იყვნეს და ვერ იკადრებდეს თხოად პურისა, ხოლო სახიერმან მან და მოწყალემან მეუფემან არა უგულებელს-ყვნა, არამედ იღუაწნა იგინი წყალობით და ჰრქუა მოწაფეთა: „მეწყალის ერი ესე, რამეთუ აწ ესერა სამი დღე არს, და მელიან მე და არარაჲ აქუს, რაჲმცა ჭამეს; და განტევებაჲ მათი უზმათაჲ არა მინებს, ნუუკუე დაცჳვენ გზასა ზედა“.

ამისთჳს არა პირველსა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
16:1-4 — ზეციური სასწაულის მოთხოვნა:

1. და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ. - თუმცა ფარისევლებსა და სადუკევლებს ერთმანეთისაგან განსხვავებული დოგმატები ჰქონდათ, ქრისტეს წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ისინი სასწაულს ზეციდან ითხოვენ, მაგალითად, მზის ან მთვარის გაჩერებას, რადგანაც ფიქრობენ, რომ დედამიწაზე სასწაულები დემონური ძალითა და ბელზებულით ხდება. უგუნურებმა არ იცოდნენ, რომ მოსემაც ეგვიპტეში მრავალი სასწაული დედამიწაზე აღასრულა. ხოლო ცეცხლი კი, რომელიც იობის ქონებაზე ზეციდან გარდამოხდა, ეშმაკისა იყო. ამგვარად, ყოველივე, რაც ზეციდანაა, ღმრთისაგან როდი მოდის და არც დემონებისაგანაა ყველაფერი, რაც მიწაზე ხდება.

2-3. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქუთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ. და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისჴმის-ყოფად. - ამხელს კითხვას, რომელიც მათ ცდუნების მიზნით დაუსვეს, ორგულებს უწოდებს და ეუბნება: ისევე როგორც ზეცაზე გამოჩენილი ნიშნებიდან ერთნი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან“ (6,68).:

...ისა მიუგო; და არა იტყჳს, თუ: მრწმენა, არამედ „გურწმენაო“. გულისხმა-ყავ, ვითარ სიტყუათა მათებრ მოძღურისათა იტყჳს და არა ვითარცა ჰურიანი, რამეთუ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „ესე არს ძჱ იოსებისი“; ხოლო ამან თქუა, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ“, ; ; ; და ვითარმედ: „სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან“, რამეთუ ასმიოდეს მას კეთილად სიტყუანი იგი მოძღურისანი, რომელთა იტყოდა, ვითარმედ: „აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა, და აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“, რამეთუ აჩუენა, ვითარმედ ყოველნივე სიტყუანი მისნი აჴსოვნან, რაჟამს თჳთ იგინი თქუნა. ხოლო ქრისტემან, იხილეთ, რაჲ ყო, არა აქო, არცა დაუკჳრდა პეტრჱსთჳს, არამედ მიუგო და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“ (6,70).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ვინაჲთგან თქუა პეტრე, თუ: „ჩუენ გურწმენაო“, მერმე უფალმან კრებულისა მისგან განყო იუდა. რამეთუ სხუასა მას ადგილსა არარაჲ თქუა მან მოწაფეთათჳს, არამედ ოდენ ჰკითხა რაჲ იესუ, თუ: „თქუენ რასა იტყჳთ ჩემ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“ (6,37).:

...მისა.

ხოლო რომლისამიერობაჲ ესე მამისათჳსცა ითქუმის, ვითარცა-იგი თქუმულ არს, ვითარმედ: „რომლისა მიერ იწოდენით ზიარებად ძისა მისისა და ნებითა მამისაჲთა“. და კუალად იტყჳს: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ძეო იონაჲსო, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს“. ხოლო რომელსა ესე მოასწავებს, ესე არს, ვითარმედ: არა ესრეთ უნდოჲ საქმჱ არს ჩემდა მომართ სარწმუნოებაჲ, არამედ ზეცით შეწევნაჲ და ძალი უჴმს. და ამას ყოველსა მას შინა სიტყუასა თჳსსა დაამტკიცებს, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ სული ახოვანი უჴმს და ღმრთისა მიერ მოცემული ლმობიერებაჲ ამას სარწმუნოებასა. არამედ ნუუკუე თქუას ვინმე, ვითარმედ: უკუეთუ ყოველი, რომელი მოგცეს მამამან, შენდა მოვალს, და რომელნი მან მოიყვანნეს, და უკუეთუ ვერვის ძალ-უც შენდა მოსლვად, არა თუ მოცემულ იყოს მისა ზეცით, მაშა იგინი სადმე, რომელნი არა მოიყვანნეს მამამან, გარეგან არიანა ყოვლისავე ბრალისა? გარნა ესევითარნი სიტყუანი არიან ამაონი და ცუდნი. ხოლო ჩუენიცა ნებაჲ და მოსწრაფებაჲცა საჴმარ არს, რამეთუ მიღებაჲ სწავლისაჲ და რწმუნებაჲ ნებისაგან იქმნების. ხოლო აქა სიტყჳთა ამით, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ყოველი, რომელი მომცეს მე მამამან“, არარას სხუასა მოასწავებს, გარნა ამას,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე ქუეშე ლეღუსა, და გრწამს, უფროჲსი ამათსა იხილო“ (1,49-50).:

...მრთისაჲ“, ქრისტემან მიუგო, ვითარმედ: „რომელ გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე, გრწამს ესე, უფროჲსი ამათსა იხილო“. ხოლო რაჲ არს ამის სიტყჳსა საძიებელი? რამეთუ პეტრე შემდგომად ესოდენთა სასწაულთა ხილვისა თქუა რაჲ, ვითარმედ: „შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ“, ჰნატრის მას უფალი, ვითარმედ: მამისა მიერ მოიღე გამოცხადებაჲ ეგე. ხოლო ნათანაელ პირველ სასწაულთა ხილვისა და ყოვლისავე სწავლისა ესევე თქუა, და არარაჲ ესევითარი ჰრქუა მას ქრისტემან, არამედ ვითარმცა არარაჲ ეთქუა, ესრეთ უზეშთაესისა მიმართ აწუევს მას ქრისტჱ. რაჲ არს ამისი მიზეზი? გარნა ესე, რამე-თუ სიტყუანი ამისნიცა და პეტრესნიცა ერთ იყვნეს, ხოლო გონებითა არა ერთითა თქუეს, არამედ ამან სხჳთა გონებითა თქუა და მან - სხჳ-თა. და პეტრე აღიარა იგი ძედ ღმრთისა, ვითარცა ჭეშმარიტი ღმერთი, ხოლო ესე ჯერეთ ვითარცა კაცსა ჰხედვიდა მას, ამისთჳსცა შესძინა, ვითარმედ: „შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ“; ხოლო ძჱ ღმრთისაჲ არა ისრაჱლისაჲ ოდენ, არამედ ყოვლისა სოფლისაჲ და ყოველთა დაბადებულ-თაჲ მეუფჱ არს. რამეთუ პეტრჱს სარწმუნოებაჲ სრული იყო, ამისთჳს ჰრქუა ქრისტემან, ვითარმედ: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ“. ხოლო ამას რამეთუ ჯერეთ ფრიად აკლდა საზომისაგან სარწმუნოებისა, ამის...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიჰხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძჱ იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდჱ“ (1,42).:

...ერეთ, თუ: „მე გიწოდო კლდედ. ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ“, არამედ: „შენ გეწოდოს კეფაო“, რამეთუ ჯერეთ სიმდაბლით ეტყოდა და დიდსა მას ჴელმწიფებასა თჳსსა არა გამოაჩინებდა. ხოლო რაჟამს კეთილად ასწავა ღმრთეებისა თჳსისა ძალი, მაშინ ჴელმწიფებით ეტყოდა: „შენ გეწოდოს კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ“. და სიმონს უკუე პეტრე უწოდა, რომელ არს კლდე, ხოლო ძეთა ზებედესთა - ძედ ქუხილისა, რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ იგი არს, რომელმან ძუელსა შჯულსა შინა უწოდა სახელები: და აბრაამს უწოდა აბრაჰამ და იაკობს - ისრაჱლ; და მრავალთა შობითგან უწოდა სახელები, ვითარ ისაკს და სამსონს და იოვანეს, და მრავალთა შემდგომად მშობელთა მიერ წამებისა, ვითარცა თავადსა ენება. და თჳთოსახე იყო მაშინ სახელები, ხოლო აწ ჩუენ ერთი გუაქუს ყოველთა სახელი, უზეშთაესი ყოვლისაჲ, რამეთუ ქრისტეანე გუეწოდების და შვილ ღმრთისა და მეგობარ უფლისა და გუამ ქრისტესა, რამეთუ კმა არს ესე სახელი უფროჲს მათ ყოველთა განფრთხობად ჩუენდა და მოგებად სათნოებათა.

სწავლაჲ ით რაჲთა კეთილად ვიჴმარებდეთ სიმდიდრესა და არა ბოროტად

ნუმცა უკუე ვიქმთ საქმეთა უღირსთა ჩუენისა ამის სახელისათა, რომელთა-ესე ქრისტესად გუეწოდების, რამეთუ პავლე ესე ესრეთ გჳწოდა, ვითარმედ: „თქუენ ქრისტესნი ხართო“....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა: დაღათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ. ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უარ-მყო მე. ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს“ (26,33-35).:

...რე, რაჲთა არა მოგაკლდეს სრულიად სარწმუნოებაჲ შენი.

და რად არა თქუა, თუ: არა მიგიშჳ სრულიად მოკლებად, არამედ „ვევედრეო“?

სიტყუათა სიმდაბლისათა იტყჳს ვნებად მიმავალი, რაჲთა კაცებაჲ აჩუენოს. რამეთუ რომელმან აღაშენა ეკლესიაჲ აღსაარებასა მას პეტრესსა და ესრეთ განამტკიცა, რაჲთა „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან“; რომელმან კლიტენი სასუფეველისანი არწმუნნა და ესოდენი ჴელმწიფებაჲ მისცა და არასადა ეჴმარა ლოცვაჲ, არამედ ჴელმწიფებით ჰრქუა: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ... და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი“; აწ ერთისა კაცისა სარწმუნოებისა დამტკიცებად ლოცვაჲ ეჴმარებოდაა? ნუ იყოფინ! არამედ ზემოთქუმულისა მის მიზეზისათჳს ესრეთ თქუა და მათისა მის უძლურებისათჳს, რამეთუ არღა აქუნდა ჯეროანი იგი და სრული გულისჴმის-ყოფაჲ.

იტყჳან ვიეთნიმე, თუ: ვინაჲთგან ევედრა, რაჲთა არა მოაკლდეს სარწმუნოებაჲ მისი, რად უარ-ყო მან უფალი? გარნა არა თქუა უფალმან: რაჲთა არა უარ-მყო, არამედ: „რაჲთა არა მოაკლდეს სარწმუნოებაჲ შენიო“, რაჲთა არა სრულიად წარსწყმდე. რამეთუ ესეცა მისისა შეწევნისაგან იქმნა, რომელ მყის გულისჴმა-ყო და მოიქცა. უკუეთუ არა, ვერმცა მოქცეულ იყო. რამეთუ აღიღო რაჲ მცირედ შეწევნაჲ თჳსი,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტჱ“ (23,10).:

...რა თქუა, თუ: ვითარ გგონიეს ჩემთჳს? ეგრეთვე აქა იტყჳს, ვითარმედ: „ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტჱ“, და არა თქუა, თუ: მე ვარ. რამეთუ საქმენი ქადაგებდეს, ვითარმედ იგი არს, და სიტყუაჲ არა საჴმარ იყო, უფროჲსად მოწაფეთა მიმართ, რომელნი თჳსი-თა პირითა წამებდეს, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოელისაჲ“.

ხოლო ესეცა ვთქუა ამას ადგილსა: რაჲ-მე ყონ ანუ რაჲ მოგჳგონ მათ, რომელნი ჰპოებენ წერილთა შინა მამისათჳს, ვითარმედ: „ერთ არს ღმერთი“; და „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“, ანუ სხუაჲ რაჲმე ესევითარი, და მოიღებენ სიტყუათა მათ წამებად დაკნინებისათჳს მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისა? იტყოდინღა: არა წინამძღუარ არს მამაჲ? ჰე, ჭეშმარიტად, და ვინმცა იკადრა ამისა უარ-ყოფად. ხოლო აწ ესერა თქუა უფალმან, ვითარმედ: „ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტჱ“.

აწ უკუე, ვითარცა სიტყუაჲ ესე, თუ: „ერთი არს წინამძღუარი თქუენი - ქრისტე“, არა განიყვანებს მამასა წინამძღურობისაგან, ეგრეთვე, ოდეს თქუას წერილმან მამისათჳს, თუ: ერთ არს ღმერთი, გინა თუ უფალი, ანუ მოძღუარი, არა განიყვანებს ძესა პატივისა მისგან. რამეთუ „ერთი“ რაჲ გესმას, განმყოფელად კაცთაგან და სხუათა ყოველთავე დაბადებულთაგან გულისჴმა-ყავ. ხოლო მამ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტჱსთჳს, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი. ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა? (ფსალმ. 109,1) უკუეთუ დავით უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?“ (22,41-45).:

...ომ შჯულისა არს და ცუდად ჰყოფს თავსა თჳსსა სწორ ღმრთისა. ამისთჳს პირველითგან ესე სიტყუაჲ დაიდუმა. და აწ, შემდგომად დიდთა მათ და მრავალთა სასწაულთა, ჰკითხა სიტყუაჲ ესე, რაჲთა აღიარონ მათ თჳსითა პირითა, ვითარმედ ღმერთი არს, თანასწორი მამისაჲ.

პირველად უკუე მოწაფეთა ჰკითხა, ვითარმედ: „რასა იტყჳან კაცნი ჩემთჳს?“ ანუ „თქუენ ვინ გგონიე მე?“ რამეთუ კეთილ და შუენიერ იყვნეს გონებანი მათნი და არა დაბნელებულ არმურითა მით ვნებათაჲთა. ამისთჳსცა პირ ექმნა ყოველთა ნეტარი პეტრე და ჰრქუა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“.

ხოლო ჰურიათა მიმართ უკეთურთა არა ესრეთ ყო, რამეთუ იცოდა მგმობარი იგი გონებაჲ მათი, არამედ აწ, ოდეს-იგი მივიდოდა ვნებად, შემოიღო სიტყუაჲ ესე და წინაჲსწარმეტყუელი შორის წარმოადგინა, რომელი-იგი უფლით ხადის მას და ჴმამაღლად ქადაგებს. პირველად უკუე მათ ჰკითხა, და ვინაჲთგან ჭეშმარიტი არაჲ მიუგეს, არამედ თქუეს კაცად ლიტონად, განჰმართებს ცთომილსა მას გულისსიტყუასა მათსა. ამისთჳს დავითს მოიყვანებს მქადაგებელად ღმრთეებისა მისისა და უფლებისა, და ვითარმედ ძე არს თანასწორი და თანამოსაყდრე მამისაჲ; და ესეცა შეს-ძინა: „ვიდრემდის დავსხნე...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სასუმელი სამე ჩემი შესუათ და ნათლის-ღებაჲ, რომელი ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ; ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთა განმზადებულ არს მამისა მიერ ჩემისა“ (20,23).:

...და ამისთჳს ესრეთ განცხადებულად არა თქუა, რაჲთა შეუწუხებელ-ყოს სიტყუაჲ თჳსი.

ხოლო ესე ვინმცა არა უწყოდა, ვითარმედ იგი არს მეუფე და უფალი და ჴელმწიფე მიცემად, ვიეთცა ენებოს, პატივისა და დიდებისა, და მას აქუს ჴელმწიფებაჲ განკითხვად ცხოელთა და მკუდართა, და მან ჰრქუა პეტრეს: „მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისანი“, და პავლე მასვე მოასწავებს და იტყჳს: „ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელ მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მსაჯულმან; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი“. და იგი განარჩევს მარჯუენეთა და მარცხენეთა და მიაგებს კაცად-კაცადსა საქმე-თა მათთაებრ. და „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა“. გარნა აწ ესრეთ განაწესა სიტყუაჲ თჳსი, რაჲთა არცა შეაწუხნეს კეთილნი იგი ძმანი, არცა დაუტევნეს უმეცრებით ცთომასა შინა, არამედ აუწყა, ვითარმედ არა აწ არს გამოჩინებაჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, და ვითარმედ შემსგავსებულად საქმეთა მიიღებს კაცად-კაცადი სასყიდელსა მას დღესა შინა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს“ (20,24)....

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა?“ (18,1).:

...ო“. ესე იგი არს, ოდეს ესოდენი პატივი აჩუენა პეტრეს, ვიდრეღა ხარკისა მიცემასა შეიმოყუსა, რეცა კაცობრივი შეემთხჳა მათ. რამეთუ ოდეს-იგი სამნი წარიყვანნა თაბორს, არარაჲ ესევითარი შეემთხჳა, ხოლო ოდეს ერთისა მომართ მოიწია პატივი, რეცა შეწუხნეს. რამეთუ პირველცა ჰრქუა მას, ვითარმედ: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა“; და კუალად: „მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისანი“; და კუალად აქა: „მიეცო ჩემთჳს და შენთჳს“. ამის ყოვლისათჳს მოუჴდა მათ გულისსიტყუაჲ კაცობრივი.

ხოლო ჰრცხუენოდა თქუმად, თუ: რაჲსათჳს პეტრეს უფროჲს ჩუენ ყოველთასა პატივ-სცემ? არამედ ესრეთ ჰკითხეს: „ვინ-მე უფროჲს იყოსო სასუფეველსა ცათასა?“ ჰხედავა, ვითარ ნაკლულევანებაჲცა მათი სავსე იყო კეთილითა? რამეთუ არარაჲ თქუეს, არცა გამოიძიეს ამის საწუთროჲსათჳს, არამედ სასუფეველისათჳს ცათაჲსა. ხოლო ამისა შემდგომად ესეცა გულისსიტყუაჲ აღმოიგდეს და ყოველსავე ზედა ურთიერთას პატივ-სცემდეს.

ხოლო ჩუენ ვერცა თუ ნაკლულევანებასა მათსა მივსწუთებით, არცა ვეძიებთ, თუ ვინ-მე იყოს უფროჲს სასუფეველსა ცათასა, არამედ თუ ვინ უფროჲს არს საშუებელსა ამას შინა და დიდებასა ქუეყანისასა, ცუდსა ამას და წარმავალსა, ვინ უმდიდრეს არს, ვინ უძლიერეს არს, ყოველსავე ჴორციელსა და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რავდენი უნდა. ეგრეთცა ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ვნებად მათგან. მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანეს ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ“ (17,12-13).:

...ისათჳს ეტყოდის, პირველცა და შემდგომადცა სასწაულთა აღასრულებს, რაჲთა არა შეორგულდენ მოწაფენი, არცა მოუძლურდენ მწუხარებისაგან. რამეთუ პირველ ამისა, ოდეს-იგი ზეგარდამო მამამან გამოუცხადა მოციქულთა და აღაღო პირი პეტრესი და აღმოათქუმია სიტყუაჲ ღმრთისმეტყუელებისაჲ, ვითარმედ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაჲ“, ამისა შემდგომად იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ“. და აწ კუალად, ვინაჲთგან მთასა ზედა საკჳრველი იგი ხილვაჲ უჩუენა და წინაჲსწარმეტყუელნი წარმოადგინნა მოწამედ დიდებისა თჳსისა და სიტყუაჲ ესე იოვანესთჳს თქუა, ვითარმედ: „ელია აწვე მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა“, მეყსეულად თჳსი ვნებაჲ მოაჴსენა და ჰრქუა: „ეგრეცა ჯერ-არს ძისა კაცისა ვნებად მათგან“; და კუალად, შემდგომად მცირედისა, ოდეს განჴადა ეშმაკი იგი, რომელი ვერ უძლეს მოწაფეთა განჴდად, იქცეოდეს რაჲ გალილეას, ჰრქუა მათ: „ჯერ-არს ძე კაცისაჲ მიცემად ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნესო ფრიად“. (მათ. 17, 22-23) ამისთჳს, ვითარცა ვთქუ, ოდეს ვნებისა თჳსისათჳს ეტყოდის, სასწაულთაცა აღასრულ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად?“ (16,13).:

...ავებდა, რომელი ორთა მათგან ბუნებათა ერთი გუამი იქმნა, შეურევნელობითა ორთა მათ ბუნებათაჲთა, ეგრეთვე აქა ძედ კაცისა თავსა თჳსსა უწოდა ამის ესევითარისა ჯერისათჳს.

ხოლო მიუგეს რაჲ მოწაფეთა და ჰრქუეს, ვითარმედ: „რომელთამე იოვანე ნათლისმცემელი, რომელთამე ელია, და სხუათა იერემია გინა ერ-თი წინაჲსწარმეტყუელთაგანი“, და ცთომილნი იგი გულისსიტყუანი მათნი გამოაცხადნეს (რომელნი-იგი ხედვიდეს რაჲ სასწაულთა მათ უაღრეს ბუნებისათა, კაცსავე ჰგონებდეს ყოფად, აღდგომილსა მკუდრეთით, ვითარცა ოდესმე ჰეროდეცა იტყოდა), მაშინ უკუე უფალმან ესევითარნი იგი სიტყუანი არაღირსად იჩინნა; ამისთჳსცა ჰრქუა მოწაფეთა: „თქუენ ვინ გგონიე მე?“ რომელნი-ეგე მარადის ჩემ თანა ხართ და საქმეთა ჩემთა ხედავთ და სიტყუანი ჩემნი გესმიან. აწ უკუე გულისჴმა-ყავთ საქმე ესე: ოდეს სხუათა კაცთა სიტყუანი ჰკითხნა, ყოველთა მიუგეს, ხოლო ოდეს მათნი გულისსიტყუანი ჰკითხნა, მაშინ უმჴურვალესი იგი ყოველთაჲ პეტრე, თავი კრებულისა მის მოციქულთაჲსა, პირ ექმნა ყოველთა და ყოველ-თა მაგიერ ღაღატ-ყო და თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოელისაჲ. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიც...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“ (5,5).:

...ნ იშვების და მას სრულჰყოფს. დიდ არს სიკეთე ამისი და სარგებელი და მსწრაფლ მიაწევს კაცსა საზომსა დიდსა და ღირს-ჰყოფს ნიჭთა მათ და მადლთა ღმრთისამიერთა. სიმშჳდე კლდე არს აღმაღლებული ღელვათაგან გულისწყრომისა და უკეთურებისათა, რომელსა ზედა აღეშენოს თუ გოდოლი იგი სულისაჲ, „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერსადა ერეოდიან მას“. მსგავსებაჲ არს ესეცა ქრისტესი, ვითარცა-იგი სიმდაბლისათჳს ვიტყოდეთ, რამეთუ თავადმან ესრეთ ბრძანა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“. სიმშჳდე და სიწრფოებაჲ და უმანკოებაჲ ერთ არიან საქმითა, დაღაცათუ სახელი განყოფილი აქუს მცირედისა რაჲსამე შეცვალებისა მათისათჳს. სიმშჳდე შეუცვალებელობაჲ არს გონებისაჲ, რომელი პატივსა შინა და შეურაცხებასა შეუცვალებელად ეგის. ამისთჳსცა ნეტარებისა ღირს-ყო ესევითარი გონებაჲ უფალმან და თქუა: „ნეტარ არიან მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“.

თქუეს უპირატეს ჩუენსა სხუათა, ვითარმედ: ქუეყანასა მას საუკუნესა იტყჳს სამკჳდრებელად მშჳდთა, სადა-იგი არა არს სალმობაჲ და მწუხარებაჲ და სულ-თქუმაჲ, რომლისათჳს თქუა წინაწარმეტყუელმან: „ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკჳდროს მე, წყალთა ზედა განსასუენებელთა მუნ გამომზა...

სრულად ნახვა