მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 16:28

27. რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ.28. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა.
სახარებაჲ მათესი თავი 16
28. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა“ (16,28).:

ვინაჲთგან ზემო მრავალი წარმოუთხრა მოწევნადთა მათთჳს მათ ზედა განსაცდელთა და სიკუდილისა, და აუწყა მათ თჳსიცა ვნებაჲ და მრავალი ძნელოვანი მოასწავა შემთხუევად მათდა, და იყო ყოვლისავე მის საჭიროჲსა მოწევნაჲ ამასვე ცხორებასა, ხოლო კეთილნი იგი მის საუკუნოჲსანი და ცხორებაჲ სულთაჲ და მოსლვაჲ მისი დიდებითა მამისაჲთა შემდგომად მრავალთა ჟამთა მოლოდებად იყო, ამისთჳს სათნო-იჩინა მეუფემან ჩუენებადცა მათდა ამასვე სოფელსა სახე დიდებისა მის, რომლითა მოსლვად იყო, რაოდენ ძალ-ედვა მათ ხილვად; რაჲთა არცაღა ვნებისა მისთჳს უფლისა მწუხარე იყვნენ, არცა თჳსისა ურჩულოთა მიერ ტანჯვისა და მოკლვისათჳსღა ელმოდის, და უფროჲსღა პეტრეს, რომელი დიდად მწუხარე იყო, ესმა რაჲ, ვითარმედ მიცემად არს უფალი ვნებად.

და იხილეთ, ვითარ განაწესა საქმე ესე განმგებელმან მან ყოველთამან: ზემო თქუა სასუფეველისათჳს და სატანჯველისა, ვითარმედ: „უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, ამან პოოს იგი“; და ვითარმედ: „მოსლვად არს ძე კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა, და მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ“. ამათ უკუე სიტყუათა მიერ...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVI
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
16:26-28 — სულის ფასი და მეორედ მოსვლა:

26-27. რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა? რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. - ვთქვათ და, მთელი სამყარო მოიგე, - გვეუბნება, - რა სარგებელი გექნება სხეულის კეთილდღეობით, უკუეთუ სული შავ დღეშია? ეს იმას ჰგავს, დიასახლისი დახეულ ძონძებს ატარებდეს, ხოლო მოახლენი - ბრწყინვალე სამოსელს. არავის შეუძლია ხომ მომავალ ცხოვრებაში გამოსასყიდის მიცემა თავისი სულისათვის; აქ შეგვიძლია მისთვის ცრემლნი, სულთქმანი და მოწყალებანი გავიღოთ, იქ კი - არა. იქ თითოეულს საქმეთა მიხედვით მოუყიდველი მსაჯული განგვსჯის, რომელიც საშიშიც იქნება, რადგან ანგელოზთა თანხლებით დიდებითა თვისითა მოვა და არა დამცირებული.

28. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა. - თქვა რა, რომ ძე კაცისა დიდებითა თვისითა მოვა, მათ დასარწმუნებლად ამბობს: ზოგიერთნი აქა მდგომარეთაგან,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის