თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება მოჴსენებად მათდა სასწაულისა მის და ყუედრებად დავიწყებისათჳს. ამისთჳს მთასა მას ზედა არა აყუედრა, რამეთუ ერი მრავალი იყო, და თჳსაგან ენება უფალსა ყუედრებად მათდა. ხოლო აქა არა ჰრქუა: ეკრძალენით მოძღურებისაგან ფარისეველთაჲსა, არამედ: „ცომისაგან ფარისეველთაჲსა“, რაჲთა ამით მიზეზითა შემოიღოს სიტყუაჲ იგი ყუედრებისაჲ. ამისთჳს სხუაჲცა შესძინა სასწაული და ესრეთ ამხილა დავიწყებისათჳს და უგულისჴმოებისა, რამეთუ გულისზრახვანი მათნი მიუთხრნა, ვითარ იგონებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: „პური არა მოვიღეთ“. რამეთუ ჯერეთ ჩუეულებითა მით ებრაელთაჲთა შეპყრობილ იყვნეს და რიდობაჲ იგი ჭამადთაჲ აქუნდა. ამის ყოვლისათჳს უკუე ესრეთ აყუედრა მათ და, ვითარცა მარკოზ გუაუწყებს, უმეტესადცა, რამეთუ იტყჳს, ვი-თარმედ: „ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა თქუენთა, მცირედმორწმუნენო, რამეთუ პური არა გაქუს? არღა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ, რამეთუ განფიცხებულნი გულნი გქონან? თუალ გასხენ და არა ხედავთ, ყურ გასხენ და არა გესმის, არცა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ? ოდეს ხუ-თი პური განვტეხე“, (მარკ. 8, 17-19) და შემდგომი ამისი.
იხილეა შერისხვაჲ ესე...