მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 17:2

1. და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ მისი, და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან.2. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი.3. და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და ელია მის თანა, და თანა-ზრახვიდეს.
სახარებაჲ მათესი თავი 17
2. და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად, და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე. ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 30. „და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ" (დაბ 11:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მარხვა და ლოცვა — სულის იარაღი:

...იდი კადნიერება, და ამ დღეებში არამხოლოდ მარხვის მიმართ გამოვიჩინოთ განსაკუთრებული მოშურნეობა, არამედ უხვი მოწყალებაც გავცეთ და გულმოდგინე ლოცვები აღვავლინოთ. მარხვას ყოველთვის თან უნდა ახლდეს ლოცვა. და, რომ ეს ასეა, ისმინე, როგორ ამბობს ქრისტე: „ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (). და მოციქულთა შესახებაც ნათქვამია: „და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა" (). და კიდევ ამბობს მოციქული: „ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნა თუ... ლოცვად და მარხვად" (). ხედავ, როგორ სჭირდება მარხვას ლოცვის თანამოქმედება? და ლოცვებიც ყურადღებით განსაკუთრებით მარხვის დროს აღესრულება, რადგან მაშინ სული მსუბუქია, არაფერი ამძიმებს მას და არ ჩაგრავს სიამოვნებათა დამღუპველი ტვირთით. ლოცვა — დიდი იარაღია, დიდი დაცვა, დიდი საუნჯე, დიდი ნავსადგური, უსაფრთხო თავშესაფარი: ოღონდ ფხიზელი სულითა და შეკრებილი ზრახვებით მივუდგეთ უფალს, ჩვენი ცხონების მტრისთვის არანაირი მისადგომი არ მივცეთ. რადგან მან იცის, რომ ამ დროს, ჩვენთვის საჭირო (საცხონებელ) საგნებზე საუბრით, თავიანთი ცოდვების აღიარებითა და ჭრილობების ე...

სრულად ნახვა
თავი ი̂. მცნებაჲ სახისმეტყუელებითა აღჭურვისაჲთა ძალთა მიმართ და ჴელმწიფებათა ბნელისათა ძალითა ქრისტესითა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად (6,16).:

...რვებულთა დაშრეტად (6,16).

თარგმანი: ამას ადგილსა მეორისა მის სარწმუნოებისა აღებად გუამცნებს, რამეთუ პირველი სარწმუნოებაჲ არს შჯულთა მართლმადიდებლობისაჲ, რომელი-ესე ყოველთაჲ არს. ხოლო მეორე და ვიეთიმე რჩევითთაჲ იგი არს, რომლისათჳს უფალი ეტყჳს მოწაფეთა: "უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ" (), და კუალად, იგინი ეტყჳან: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (). ამით ესევითარითა სარწმუნოებითა დაშრტებიან ყოველნი იგი ისრად წოდებულნი გულისსიტყუანი გულისთქუმისანი და ზედა-აღდგომანი განსაცდელთანი, რამეთუ არა ხოლო ფარსა, არამედ წყალსა ცხოველსაცა მიემსგავსების ესევითარი იგი სარწმუნოებაჲ, დამშრეტელად ცეცხლსა გულისთქუმათასა.

მოციქულისაჲ: და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ (6,17).

თარგმანი: ჩაფხუტ ცხორებისა არს სასოებაჲ კეთილი, რომელი ყოვლისავე ღუაწლისა და შრომისა აღსუბუქებისათჳს საცხორებელ იწოდების, რამეთუ სასოებითა საუკუნეთა კეთილთა მიმთხუევისაჲთა თავს-ვიდებდეთ ყოველთავე ტკივილთა სათნოებისათა, ხოლო მახჳლად სულისა გინა თუ სულსა წმიდასა უწოდს, მკუეთელობისათჳს და განმარჩეველობისა ღუარძლისა იფქლისაგან, ანუ თუ სულიერად ცხორებასა და მოქალაქობასა, რ...

სრულად ნახვა
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: თავნი თჳსნი გამოიცადენით, უკუეთუ ხართ სარწმუნოებასა შინა. თავნი თჳსნი განიკითხენით. ანუ არა უწყნითა თავნი თჳსნი, რამეთუ იესუ ქრისტე თქუენ შორის არს? გარნა თუ გამოუცდელ რაჲმე ხართ (13,5).:

...ავთა თქუენთა, გამოუცდელობითა გონებისაჲთა. სარწმუნოებად უკუე აქა მას უწოდს, რომლისათჳს მოციქულნი ეტყოდეს უფალსა: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (), ცხად არს, ვითარმედ — სასწაულთა მოქმედებისაჲ, რომლისათჳს-იგი თავადი ეტყჳს, ვითარმედ: "გაქუნდეს თუ სარწმუნოებაჲ ჰრქუათ მთასა" () და შემდგომი. ხოლო ამას სარწმუნოებასა შესძენს მოქმედებაჲ კეთილთა საქმეთაჲ, რომელთა არა-ქონებასა აწ გამოუცდელობა უწოდს მოციქული, რამეთუ გამოცდილება არს სარწმუნოებასა თანა მოქმედებაჲ კეთილთა საქმეთაჲ. ვინაჲთგან, შეუდგეს რაჲ დასაბამსა შჯულთა მართლმორწმუნეობისასა, გამოცდილებაჲ კეთილთა საქმეთა მოქმედებისაჲ მიანიჭებს მუშაკსა თჳსსა სარწმუნოებასა მასცა სასწაულთა მოქმედებისასა.

მოციქულისაჲ: ხოლო ვესავ, ვითარმედ სცნათ, რამეთუ ჩუენ არა ვართ გამოუცდელ (13,6).

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: გიჴმდა, რაჲთამცა ნიშთა და სასწაულთაგან, რომელ ექმნენ თქუენ შორის, გეცნა არა-გამოუცდელობაჲ ჩემი, და ვითარმედ ქრისტე ჩემ შორის არს. ხოლო აწ ვესავ, ვითარმედ ძალისაგან მტანჯველობისა მიცნათ, ვითარმედ არა ვარ გამოუცდელ.

მოციქულისაჲ: ხოლო ვილოცავ ღმრთისა მიმართ, რაჲთა არარაჲ ბოროტი გიყოს თქუენ, რაჲთა არა ჩუენ გამოცდილად გამოვჩნდეთ, არამედ რაჲთა თქუენ...

სრულად ნახვა
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და სხუასა — სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან (12,9).:

...ულთა მოქმედებისა სარწმუნოებისა მიერ მიმღებლობასა, რომლისათჳს მოციქულნი ევედრებოდეს უფალსა: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (). და კუალად თავადი ეტყოდა, ვითარმედ: "გაქუნდა თუმცა სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, არქუთ-მცა მთასა ამას —"იცვალე ამიერ" — და იცვალა-მცა" ().

მოციქულისაჲ: რომელსამე — მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა, რომელსამე — შეწევნანი ძალთანი (12,9-10).

თარგმანი: არა ერთ არს მადლი კურნებათაჲ და, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მოქმედებაჲ ძალთაჲ; რამეთუ პირველი იგი ჰკურნებს ოდენ სნეულთა და აღადგინებს მკუდართა, ხოლო მეორე ესე კურნებასა თანა და აღდგინებასა მოაკუდინებს-ცა და სტანჯავს; ვითარ-იგი პეტრე უყო ანანიას და საპფირას, და ვითარცა პავლე —ელჳმას მოგუსა.

მოციქულისაჲ: რომელსამე — წინაჲსწარმეტყუელებაჲ, რომელსამე - განკითხვაჲ სულთაჲ (12,10).

თარგმანი: კუალად ამათ შორისცა განყოფილებაჲ არს; ვითარ პირველი იგი თჳთ წინაჲსწარმეტყუელებს ყოფადთა, ხოლო მეორე უზეშთაეს მისსა განარჩევს და განიკითხავს და სცნობს, თუ რომელი საღმრთოჲთა ანუ რომელი საეშმაკოჲთა სულითა იტყჳს ყოფადთა, ვითარ-იგი იყვნეს ცრუწინაჲსწარმეტყუელნი — მისანნი და გრძნეულნი, რომელნი-იგი უმეტესადღა ჟამსა მას აღედგინნეს ეშმა კსა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ვერ გულისხმა-ყვეს მოწაფეთა მისთა, თუ მის-თჳს წერილ იყო“ (12,16).:

...ლი სიტყუაჲ იგი“, ; (18,34) და არა იცოდეს, ვითარმედ ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ, არამედ ესე სამართლად დაფარულ იყო, რამეთუ უზეშთაეს იყო საზომსა მათსა, ვითარცა სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „ესმა რაჲ თითოეულსა, შეწუხნეს და შეურვებულ იყვნეს“. ; (26,22) არამედ სიტყუაჲ ესე, კარაულისათჳს თქუმული, რად არა გამოეცხადა? რამე-თუ ესეცა დიდ იყო და უზეშთაეს მათისა საზომისა. ხოლო იხილე სიბრძნისმოყუარებაჲ ესე მახარებელთაჲ, ვითარ ყოლადვე არა ჰრცხუენის მათისა მის პირველისა უმეცრებისა გამოცხადებად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ წერილ იყო, ხოლო ესე არა იცოდეს, „თუ მისთჳს იყო წერილ“, რამეთუ უკუეთუმცა პირველითგან ეცნა ყოველივე, ვითარ მიეცემოდა და ჯუარს-ეცუმოდა, და-მცა-ბრკოლებულ იყვნეს, რამეთუ იგინი პირველითგან მისსა მეფობასა მოელოდეს აქავე, და სიტყუასა მას მეფობისასა ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფად.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ერი იგი ეწამებოდა, ვითარმედ აღადგინა ლაზარე მკუდრეთით“ (12,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ არამცა მოქცეულ იყვნეს მისა ესეოდენ მეყსა შინა, უკუეთუმცა არა ჰრწმენა სასწაულისა მის მიერ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ფარისეველთა მათ ჰრქუეს: ჰხედავთა, რ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...თაჲ - ურწმუნოებასა, ვითარ არა სრულიადი უგულისხმოებაჲ არს არაძებნაჲ მიზეზისაჲ, რომლისათჳს ესრეთ მდაბალთა მეტყუელებდა, ვითარმედ მსმენელთა მათ უძლურებაჲ იყო? ვითარცაიგი სხუასა ადგილსა ენება მაღლისა სიტყჳსა თქუმაჲ, არამედ დაიდუმა და მიზეზი ჰრქუა პეტრეს, ვითარმედ: „რაჲთა არა დაბრკოლდენ, შთააგდე სამჭედური ზღუასა“; ვითარცა-ესე ამასცა ადგილსა ქმნა, რამე-თუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „ყოლადვე ისმინი ჩემი“, შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს“. ჰხედავა სიტყუათა ამათ? რამეთუ თავადი იტყჳს, ვითარმედ: „ამისთჳს მდაბლად ვიტყჳ, რაჲთა არა დაბრკოლდენ“; და ვინაჲთგან იგი ამას იტყჳს და საქმენიცა გჳჩუენებენ, ვითარ არა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ არა ბუნებისათჳს მისისა თქუმულ არიან სიტყუანი იგი მდაბალნი, არამედ უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა? რამეთუ სხუასაცა ადგილსა მოიწია მისა ჴმაჲ, და თავადმან თქუა, ვითარმედ: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“. და ესრეთ მრავალთა მიზეზთათჳს მდაბლისმეტყუელებს მაღალი იგი სახიერებისათჳს მისისა და უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა, და კუალად, რაჲთა ასწავოს მათ სიმდაბლჱ, და მერმე, რაჲთა დაამტკ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს:

...მენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“

სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს

რამეთუ სარწმუნოებაჲ დიდად კეთილ არს და დიდთა კეთილთა მიზეზი, ვიდრეღა სარწმუნოებისა მიერ შემძლებელ იქმნებიან საქმე-თა ღმრთისათა ქმნად სახელითავე მისითა. რამეთუ იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ გრწმენეს, ჰრქუათ მთასა ამას: იცვალე, და იცვალოს“, ; (21,21); და ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უმეტესი ჩემსა ქმნეს“. ხოლო რაჲ არს უმეტესი? რამეთუ იქმოდეს აჩრდილნი მოციქულთანი სასწაულთა, რომელთა მიერ იდიდებოდა ქრისტე, რამეთუ არა ესრეთ დიდ არს ქრისტეს ამას სოფელსა შინა ყოფასა ქმნაჲ სასწაულთაჲ, ვითარ შემდგომად სიკუდილისა თჳსისა სახელითა მისითა სხუათა მიერ უმეტესთა საკჳრველებათა ქმნაჲ, რამეთუ ესე უეჭუელნი სასწაულნი იყვნეს აღდგომისა მისისაჲ.

დიდი კეთილი არს უკუე სარწმუნოებაჲ, რაჟამს მჴურვალისა გონებისა მიერ იყოს და სულისა კეთილისა; ესე გამოგუაჩინებს ჩუენ დიდად, ესე დაჰფარავს უნდოებასა კაცთასა და ზეცად მოაწევს გონებასა, და რომლისა პოვნაჲ კაცობრივსა სიბრძნესა ვერ ძალ-უც, ჰპოვებს იგი. ამისთჳს უკუე შეუდგეთ მას კეთილად.

რამეთუ რაჲსათჳს ვერ შეუძლეს წარმართთა ცნობად რაჲს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდოდა იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან და მგზავრ ეტყოდა მათ: აჰა ესერა აღვალ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ. და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს“ (20,17-19).:

...ედ იყო სიტყუაჲ იგი დაფარულ მათგან, და არა იცოდეს თქუმული იგი“. უკუეთუ არა იცოდეს თქუმული იგი, რაჲ სარგებელ ეყოფოდა, ანუ ვითარ დაეჩუეოდეს გონებანი მათნი, ვითარცა ზემო ვთქუ, ანუ ვითარ შეწუხნებოდეს, უკუეთუ არაჲ იცოდეს? რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „შეწუხნეს ფრიად“; და პეტრე ვითარ ეტყოდა: „შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ესე“?3 რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამის ყოვლისათჳს? მე ამას ვიტყჳ, ვითარმედ ესე იცოდეს, თუ სიკუდილი ეგულების, დაღაცათუ სრულიად არა უწყოდეს საიდუმლოჲ იგი განგებულებისაჲ მის, ხოლო აღდგომაჲ და დაჴსნაჲ სიკუდილისაჲ და შემუსრვაჲ ჯოჯოხეთისაჲ და აღმაღლებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ და სხუანი იგი დიდებულებანი, რომელნი ქმნნა უფალმან ვნები-თა და სიკუდილითა თჳსითა, არა უწყოდეს კეთილად, და ესე იყო მათგან დაფარულ, და ამისთჳს მწუხარე იყვნეს. რამეთუ ესე ასმიოდა, ვითარმედ მკუდარნი აღადგინნეს ელია და ელისე, და უფლისაგანცა ეხილვა, ხოლო ესე არასადა ასმიოდა, არცა ეხილვა, თუ თავი თჳსი ვინ მკუდრეთით აღადგინა აღდგომითა ესევითარითა, რომელ არღარამცა მოკუდა. ესე იყო დაფარულ მათგან და ვერ გულისჴმა-ჰყოფდეს, ამისთჳსცა განკჳრვებულნი შეუდგეს; და არა ზემოთქუმულთა ამათთჳს ხოლო განკჳრვებულ იყვნეს, არამედ ვნებისათჳსცა მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნვ მეორედ მოსლვისათჳს და ვახშისათჳს:

...ძრწოდის ჟამისა მისგან?

მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზე, და ფრიად უმეტესცა მზისა. არამედ არაჲ არს ამას სოფელსა უბრწყინვალესი მზისა, ამისთჳს მას მოვიღებთ სახედ მაშინდლისა მის მართალთა ბრწყინვალებისა. რამე-თუ მთასა ზედაცა თაბორსა, რომელ თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე“, ამისთჳს ესრეთ თქუა, რამეთუ არღარაჲ პოა სოფლისა საქმეთაგან ხილულთა უბრწყინვალესი მზისა, რაჲთამცა მას მიამსგავსა სახე იგი. უკუეთუ არა, ესე ცხად არს, თუ რაჲზომ უმეტეს იყო ბრწყინვალებაჲ იგი ნათელსა მზისასა, რამეთუ აჰა ესერა მცხინვარებისა მისგან მზისა არავინ დავარდების პირსა ზედა, ხოლო მაშინ ესოდენ გარდაემატა ბრწყინვალებაჲ იგი ნათელსა მზისასა, რომელ ყოვლადვე ვერ იტჳრთეს მოწაფეთა, არამედ დაცჳვეს პირსა ზედა. ჭეშმარიტად უკუე გამობრწყინდენ მართალნი დღესა მას მეორედ მოსლვისასა უმეტეს მზისა, ხოლო ვაჲ ცოდვილთა, რამეთუ დიდი სიბნელე და შიში და ძრწოლაჲ შეედვას მათ, რაჟამს საქმენი მათნი ბოროტნი ემხილებოდინ. მაშინ არად საჴმარ არს მამხილებელთა და მოწამეთა წარმოდგინებაჲ, რამეთუ ყოველივე უწყის უცთომელად მსაჯულმან მან საშინელმან. ყოველივე შიშუელ და თავდადრეკილ იყოს წინაშე მისსა; არა არს მუნ მდიდარი და გლახაკი, ძლიერი და უძლური, ბრძენი და უმეცარი, მ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი თჳსნი და ჰრქუეს მას: უწყია, რამეთუ ფარისეველთა ესმა სიტყუაჲ იგი და დაბრკოლდეს? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურენ“ (15,12-13).:

...კოლდეს? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ყოველი ნერგი, რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემმან ზეცათამან, ძირითურთ აღიფხურენ“ (15,12-13).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იცის უფალმან უგულებელს-ყოფაჲცა დაბრკოლებისაჲ და არა უგულებელს-ყოფაჲცა, რამეთუ სხუასა ადგილსა იტყჳს: „რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური“; ხოლო აქა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უტევენით ეგენი; ბრმანი არიან, წინამძღუარნი ბრმა-თანი; რამეთუ ბრმაჲ ბრმასა თუ წინაუძღჳნ, შესცთიან და ორნივე მთხრებლსა შთაცჳვიან“ (15,14).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ამას იტყოდეს მოწაფენი, ვითარცა მათთჳს მზრუნველად, გარნა მცირედ იგინიცა განკჳრვებულ იყვნეს, არამედ ვერ იკადრებდეს თავისა თჳსისა მიერ თქუმად. ამისთჳს ვითარცა სხუათა მიერ თქუმული წარმოიღეს სიტყუაჲ ესე, რაჲთა ისწაონ ძალი თქუმულთაჲ მათ. და რაჲთა სცნა, ვითარმედ ესე ესრეთ არს, ისმინე, რასა იტყჳს მარადის და ყოველსავე შინა მჴურვალე პეტრე: „გამოგჳთარგმანე ჩუენ იგავი ესე“ (15,15). რამეთუ გულისზრახვასა მას სულისა თჳსისასა გამოაცხადებდა და ცხადად ვერ იკადრებდა თქუმად, თუ: დავბრკოლდები სიტყჳსა ამისთჳს; გარნა ესრეთ ლიტონად კითხვითა ენება ცნობად განმარტებაჲ სიტყჳსა მის. ამისთჳსცა უფალმან ჩუენმან სიბრძნით მიუგო მათ და ჰრქუა: „ყოველი ნერგი, რომელი ა...

სრულად ნახვა