მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 17:26

25. ხოლო მას ჰრქუა: ჰე. და ვითარცა შევიდა იგი სახიდ, უსწრო მას იესუ და ჰრქუა: რასა ჰგონებ შენ, სიმონ: მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა ანუ ზუერსა: შვილთაგან ანუ უცხოთაგან?26. ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი.27. ხოლო რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, აღიღე და აღუღე პირი მისი და ჰპოო მის შორის სტატირი, მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს.
სახარებაჲ მათესი თავი 17
26. ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი.
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რასა ჰგონებ შენ, სიმონ: მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა ანუ ზუერსა: შვილთაგან ანუ უცხოთაგან? ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. ჰრქუა მას იესუ: აწ უკუე თავისუფალ სამე არიან შვილნი. ხოლო რაჲთა არა დავაბრკოლნეთ იგინი, წარვედ ზღუად და შთააგდე სამ-ჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, მოიღე იგი და ჰპოო მის შორი სატირი. მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს“ (17,25-27).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან პეტრე იშიშვოდა თქუმად მისა, უსწრო უფალმან და წარმოიღო სიტყუაჲ ესე. ხოლო ესე იგი არს, ვითარმედ: არა თანამაც მე მიცემაჲ ხარკისაჲ, რამეთუ უკუეთუ მეფენი ქუეყანისანი არა შვილთაგან მიიღებენ ხარკსა, არამედ უცხოთაგან, რავდენ უფროჲსად ჩემი ჯერ-არს აზნაურებაჲ ხარკის მიცემისაგან, რომელი-ესე არა ქუეყანისა მეფისაჲ, არამედ მეუფისა მის ზეცათაჲსა ძე ვარ და თჳთ მეუფე. გარნა „რაჲთა არა დავაბრკოლნეთო, წარვედ ზღუად და შთააგდე სამჭედური, და რომელი პირველად აღმოჴდეს თევზი, მოიღე და ჰპოო მის შორის სატირი“, რომელი-იგი იყო ოქროჲ, რომელიცა უბრძანა მიცემად: „მოიღე იგი და მიეც მათ შენთჳს და ჩემთჳს“.

რამეთუ პეტრეცა პირმშოჲ იყო, და სატირი იგი ესოდენი იყო, რომელ ორთა მათ პირმშოთა ხარკსა გარდამატებულად გარდაიჴდიდა. ხოლო პირველად გამოაჩინა, ვითარმედ არა თანამდებ არს იგი ხარკისა, და მერმე ბრძანა მიცემად, რაჲთა არა დაბრკოლდენო. ხოლო სხუასა ადგილსა უგულებელს-ყო დაბრკოლებაჲ მათი, ოდეს-იგი ჭამადთათჳს იტყოდა, რაჲთა ჩუენ გუასწაოს, ვითარმედ: ოდესმე, ჟამსა თჳსსა, ჯერ-არს ზრუნვაჲ არა დაბრკოლებად ვიეთმე, და კუალად სხუასა ჟამსა - უზრუნველობაჲ საქმისა...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XVII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
17:24-27 — დიდრაქმა და სტატირი თევზში:

24-25. და ვითარცა მოვიდეს იგინი კაპერნაუმდ, მოუჴდეს მას, რომელნი-იგი დიდრაქმასა შეჰკრებდეს, და ჰრქუა პეტრეს: მოძღუარმან თქუენმან არა მოგუცესა ხარკი? ხოლო მას ჰრქუა: ჰე. - ღმერთმა ინება, რომ ნაცვლად ებრაელ პირმშოთა, მისთვის ლევის ტომი მიეძღვნათ. ლევის ტომი 22000 კაცს ითვლიდა, ხოლო პირველშობილ ყრმათა რიცხვი 22073 იყო. იმ პირმშოთა წილ, რომელნიც ლევის ტომზე მეტი აღმოჩნდნენ, ღმერთმა მღვდლებისთვის დიდრაქმის მიცემა დააწესა. აქედან წარმოიშვა ჩვეულება, რომ დიდრაქმა, რომელიც ხუთი სიკლი ან ორასი ობოლია, საერთოდ ყველა პირმშოს უნდა გადაეხადა. რადგან უფალიც პირმშო იყო, ამ გადასახადს ისიც იხდიდა. შესაძლოა, ქრისტეს სასწაულთა მხილველებს შერცხვათ და ამიტომაც არა მას, არამედ პეტრეს უთხრეს; ან კიდევ ასე უფრო ცბიერებისა გამო მოიქცნენ, ე. ი. თითქოსდა იმის თქმა უნდოდათ, თქვენი მოძღვარი, რომელიც სჯულის მტერია, განა დიდრაქმის გადახდას მოისურვებსო.

25-26. და ვითარცა შევიდა იგი სახიდ, უსწრო მას იესუ და ჰრქუა: რასა ჰგონებ შენ, სიმონ: მეფენი ქუეყანისანი ვიეთგან მიიღებენ ხარკსა ანუ ზუერსა: შვილთაგან ანუ უცხოთაგან? ჰრქუა მას პეტრე: უცხოთაგან. მიუგო იესუ და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის