თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ ყოვლით კერძო დაამტკიცებს სიყუარულსა? რამეთუ პირველ თქუა სატანჯველი იგი მოწევნადი ძჳრისმოჴსენეთა და მეშფოთეთა ზედა, ხოლო აწ იტყჳს, თუ ვითარსა კეთილსა ღირს იქმნებიან მუშაკნი იგი მშჳდობისა და სიყუარულისანი. რამეთუ რაჲმცა იყო ამისა უდიდებულეს, რომელ-იგი სიყუარულითა საღმრთოჲთა შეთქუმულნი ყოველსავე სათხოელსა მათსა მოიღებენ მამისა მიერ ზეცათაჲსა და ქრისტე აქუს შორის მათსა. გარნა ვითარ არს სიტყუაჲ ესე? არა მრავალნი არიანა ქუეყანასა ზედა ურთიერთას შეთქუმულნი? ვითარ უკუე არა მოეცემიან ყოველნივე თხოანი მათნი? ესე ამისთჳს იქმნების: ანუ არა უმჯობესი ითხოიან (და რად გიკჳრს, უკუეთუ სხუათა შეემთხჳოს ესე, ვინაჲთგან პავლეს შეემთხჳა, ოდეს-იგი ესმა: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ ), ანუ არა ღირს იყვნიან მათ თანა შერაცხვად, რომელთა მიმართ ესე სიტყუაჲ ითქუა, არცა რას ნაყოფსა საღმრთოჲსა სიყუარულისასა აჩუენებდიან. ხოლო იგი ესევითარსა ეძიებს შეთქუმულობასა, ვითარი მას სათნო-უჩნს. ამისთჳს ესრეთ თქუა: „უკუეთუ ორნი თქუენგანნი...
სახარებაჲ მათესი 18:19
18. ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.19. კუალად ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა.20. რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა.
სახარებაჲ მათესი თავი 18